შავნაბადაზე ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ავიაციაც ჩაერთო

შავნაბადაზე ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ავიაციაც მონაწილეობს.

შავნაბადაზე რამდენიმე ფერდი იწვის. შეინიშნება ცეცხლის რამდენიმე კერა და ძლიერი გაკვამლიანება. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვერტმფრენებთან ერთად ცეცხლის ქრობის პროცესში ასევე ჩართულია თურქული თვითმფრინავიც, რომელსაც 8-ტონიანი წლის ავზი აქვს.

შავნაბადაზე ცეცხლი ფიჭვის ხეებს უკიდია. ადგილზე შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ფართობზე გავრცელდა ცეცხლი.

Leave a Reply