Author Archives: admin

ანტარქტიკის თოვლში მიკროპლასტმასი აღმოაჩინეს

მიკროპლასტმასი დედამიწის ყველაზე მიუღწეველ ადგილებსაც კი აღწევს. ახალმა კვლევამ პლასტმასის უმცირესი ნაწილაკები ანტარქტიკის თოვლიან ნალექში აღმოაჩინა. შესაძლოა ნაწილაკებმა ანტარქტიკის კვების ჯაჭვშიც შეაღწიონ, მუქი ფერის მიკროპლასტმასი კი თოვლის დნობასაც კი დააჩქარებს. კენტერბერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს ანტარქტიკაში ახალმოსული თოვლის 19 ნიმუში, როსის ყინულოვანი შელფის ზედა 2 სანტიმეტრიდან. უკლებლივ ყველა ნიმუშში აღმოჩნდა მიკროპლასტმასი — 5 მილიმეტრზე ნაკლები დიამეტრის პლასტმასის ნაწილაკები. მიკროპლასტმასის ანტარქტიკაში არსებობის შესახებ ისედაც ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი 3%-ით შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 3,93 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 129,41 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

რუსეთის მაღაროში მეთანის ყველაზე დიდი გაჟონვა დაფიქსირდა

კუზბასში მდებარე რუსული ქვანახშირის მაღარო “რასპადსკაია” , სატელიტური მონიტორინგის თანახმად, იანვარში საათში დაახლოებით 90 ტონა მეთანს გამოტყორცნიდა. Guardian-ის თანახმად ეს არის მეთანის ყველაზე დიდი, დაფიქსირებული გაჟონვა. კანადური კომპანია GHGSat-ის თანახმად, რომელიც 2016 წლიდან ეწევა სათბურის გაზების ემისიების სატელიტურ მონიტორინგს, რომ 2022 წლის იანვარში “რასპადსკაიადან” საათში 658-დან 17 994 კილოგრამამდე ზომის 13 მეთანის ვუალი მოჩანდა. კომპანიამ აღმოჩენის შესახებ მხოლოდ ახლა განაცხადა, ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი შემცირდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის ივლისის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 1%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 280 დოლარი შეადგინა. 1000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 1 ივნისს ასცდა. ზოგადად, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ევროპაში გაზის ფასმა მკვეთრად მოიმატა: თუ 23 თებერვალს ფიუჩერსების საანგარიშსწორებო ფასი 1038,6 დოლარი იყო ათასი კუბურ ...

Read More »

სალვადორმა ბიტკოინის ვალუტად მიღების შემდეგ $56 მილიონი დაკარგა

ბიტკოინის ეპიკური ვარდნა მსოფლიოს ყველაზე კრიპტო მეგობრულ ქვეყანაში საგარეო ვალის კრიზისს ამძაფრებს. სალვადორის მიერ ბიტკოინის ლეგალურ ვალუტად მიღებიდან 1 წლის შემდეგ, ერმა თითქმის $56 მილიონი დაკარგა, რაც სალვადორის ფინანსური პრობლემების გათვალისწინებით საკმაოდ დიდი თანხაა. დანაკარგები ამჟამად პრეზიდენტ ნაიბ ბუკელეს მიერ 2,301 ბიტკოინის შესაძენად დახარჯული თანხის ნახევარს წარმოადგენს. მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასი ზედიზედ მეცხრე სესიის განმავლობაში იკლებს, რაც 2014 წლის შემდეგ ყველაზე ...

Read More »

ნავთობის ფასი კლებას კვლავაც განაგრძობს

2022 წლის  17 ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  119.3 (-0.28)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  117.27 (-0.32)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
თებერვალში ელექტროენერგიაში იმპორტის წილი შემცირდა

მაისში, ელექტროენერგიის წარმოება შარშანდელთან შედარებით 19,7%-ით გაიზარდა, მოხმარება კი 9,4%-ით

„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” (ესკო) მაისის თვის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. ესკოს მონაცემების თანახმად, 2022 წლის მაისში საქართველოს თბო, ქარის და ჰიდროსადგურებმა გამოიმუშავეს 1 მილიარდ 460 მილიონ 929 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, რაც წინა წლის მაისის მაჩვენებელს (1 მილიარდ 220 მილიონ 933 ათასი მლნ კვტსთ) 19,7%-ით აღემატება. მაისში წარმოებული ელექტროენერგიის 99,44% ჰიდროსადგურების წილად მოდის, ხოლო 0,56% კი ქარის ჰიდროსადგურის ...

Read More »

მაისში რუსეთმა ნავთობის ექსპორტით $20 მილიარდი მიიღო

გასულ თვეს რუსეთის ფედერაციამ ნედლი ნავთობისა და საწვავის ექსპორტით 20 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, აღნიშნული მაჩვენებელი 11%-ით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს, რაც საერთაშორისო ბაზარზე მკვეთრად გაზრდილი ენერგორესურსების ფასებითაა განპირობებული. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, რუსეთის უდიდეს საექსპორტო ბაზრად ისევ ევროკავშირი რჩება, სადაც საერთო მოცულობის 44.1%-ის ექსპორტი განხორციელდა; შესყიდვებში მეორე ადგილს 26.0%-იანი წილით ჩინეთი იკავებს; 11.7%-ით ინდოეთი; 3.9% – თურქეთი; ხოლო სხვა ...

Read More »

საქართველოს ისტორიაში პირველად, ორ დაცულ ტერიტორიას ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი მიენიჭა – UNESCO-მ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ნომინაცია შენიშვნების გარეშე დააკმაყოფილა

UNESCO-მ „დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი“ (თუშეთი) და „სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი“ (დედოფლისწყარო) აღიარა და ბიოსფერული რეზერვატების საერთაშორისო ნუსხაში შეიტანა. გადაწყვეტილება პარიზში, UNESCO-ს „ადამიანი და ბიოსფეროს“ საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში მიიღეს. UNESCO-ს „ადამიანი და ბიოსფეროს“ პროგრამის სამდივნომ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ნომინაცია შენიშვნების გარეშე დააკმაყოფილა. ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, დღევანდელ დღემდე, არცერთ ტერიტორიას არ ჰქონდა. „დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი“ და „სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი“ პირველი პრეცედენტია რეგიონის მასშტაბით. პარიზში გამართულ საბჭოს სხდომას გარემოს დაცვისა ...

Read More »
თბილისის რაიონების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგების მიწოდება დროებით შეეზღუდება

ავსტრალია ენერგოკრიზისშია – მოსახლეობას საღამოს საათებში შუქის 2 საათით გამორთვისკენ მოუწოდებენ

ავსტრალიის ენერგეტიკის მინისტრმა, კრის ბოუენმა ახალი სამხრეთ უელსის შტატის მოსახლეობას, რომელშიც ქვეყნის უდიდესი ქალაქი, სიდნეიც შედის, მოუწოდა, განათება საღამოს ორი საათის განმავლობაში გამორთონ. ამის მიზეზი, BBC-ის ცნობით, ენერგეტიკული კრიზისია, რაც ფასების ზრდის გამო ავსტრალიის ელექტროენერგიის მთავარი საბითუმო ბაზრის გაჩერებამ გამოიწვია. კრის ბოუენის წინადადებით, მოსახლეობამ ყოველ საღამოს, ორი საათის განმავლობაში ელექტროენერგია არ უნდა მოიხმაროს. მინისტრი ახალ სამხრეთ უელსში მცხოვრებ ადამიანებს სთხოვს, ...

Read More »