„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” (ესკო) მაისის თვის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
ესკოს მონაცემების თანახმად, 2022 წლის მაისში საქართველოს თბო, ქარის და ჰიდროსადგურებმა გამოიმუშავეს 1 მილიარდ 460 მილიონ 929 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, რაც წინა წლის მაისის მაჩვენებელს (1 მილიარდ 220 მილიონ 933 ათასი მლნ კვტსთ) 19,7%-ით აღემატება.
მაისში წარმოებული ელექტროენერგიის 99,44% ჰიდროსადგურების წილად მოდის, ხოლო 0,56% კი ქარის ჰიდროსადგურის წილად.
მაისში მომხმარებელს მიეწოდა 1 მილიარდ 153 მილიონ 837 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, რაც წინა წლის მაისის მაჩვენებელზე (1 მილიარდ 55 მილიონ 131 ათასი კვტსთ) 9,4%-ით მეტია.
მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობა ცალკე აღებულ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე წლის მაისში შარშანდელთან შედარებით გაზრდილია 13,8%-ით (222 041 000 კვტსთ-დან 252 664 000 კვტსთ-მდე), დანარჩენ საქართველოში კი 8,2%-ით.
მაისში საქართველოდან ექსპორტზე გასული ელექტროენერგიის ოდენობამ 269 მილიონ 358 ათასი კვტსთ შეადგინა, რაც გასული წლის მაისის მაჩვენებელზე (131 მილიონ 321 ათასი კვტსთ) 105,1%-ით მეტია.
წყარო: ipress.ge