სალვადორმა ბიტკოინის ვალუტად მიღების შემდეგ $56 მილიონი დაკარგა

ბიტკოინის ეპიკური ვარდნა მსოფლიოს ყველაზე კრიპტო მეგობრულ ქვეყანაში საგარეო ვალის კრიზისს ამძაფრებს.

სალვადორის მიერ ბიტკოინის ლეგალურ ვალუტად მიღებიდან 1 წლის შემდეგ, ერმა თითქმის $56 მილიონი დაკარგა, რაც სალვადორის ფინანსური პრობლემების გათვალისწინებით საკმაოდ დიდი თანხაა.

დანაკარგები ამჟამად პრეზიდენტ ნაიბ ბუკელეს მიერ 2,301 ბიტკოინის შესაძენად დახარჯული თანხის ნახევარს წარმოადგენს. მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასი ზედიზედ მეცხრე სესიის განმავლობაში იკლებს, რაც 2014 წლის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი ვარდნის ეპიზოდია. თუმცა, ვარდნის მასშტაბმა ბუკელე არ შეაშინა, სალვადორის პრეზიდენტმა სამშაბათს Twitter-ზე მიანიშნა, რომ ეს შესაძლოა ყიდვის შესაძლებლობა იყოს.

წყარო: businessformula.ge

Leave a Reply