Author Archives: admin

ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

რომელ ავტომობილებზე გახდება კატალიზატორის ქონა სავალდებულო 2022 წლიდან

2022 წლიდან გამონაბოლქვის კონტროლის სტანდარტი უნდა გამკაცრებულიყო. თუმცა ცვლილება გადავადდა. ტექნიკური ინსპექტირების ასოციაციის ხელმძღვანელი ვაჟა იორდანიშვილი რადიო ,,პალიტრას“ გადაცემაში ,შუადღის სტუდია“ მიზეზად ავტოპარკის შესწავლას ასახელებს. მისი თქმით, რომ არა რეგლამენტის ცვლილება, ავტომობილების 50%-ზე მეტი დახარვეზდებოდა. „რეგლამენტში ჩადებული იყო, რომ 2022 წლიდან უნდა გამკაცრებულიყო გამონაბოლქვის კონტროლის ნორმები. რეალურად, დღევანდელი ინფორმაციით, გამონაბოლქვის ნაწილში მომავალი წლიდან არ იცვლება არაფერი. Co-ს ნაწილში ნორმა რჩება ...

Read More »

ნავთობის ფასი ინტენსიურად იზრდება

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის”ცნობით, 2021 წლის 8 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75.82  (+ 0.38)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  72.36 (+  0.31)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ენერგეტიკული პროექტების საინვესტიციო რისკები და მათი შემსუბუქების გზები – USAID-ის სემინარი ინვესტორებისთვის

USAID-ის “ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოშიმ“, ინვესტორებისთვის ენერგეტიკული პროექტების საინვესტიციო რისკებისა და მათი შერბილების გზების შესახებ სემინარს უმასპინძლა. შეხვედრაზე განიხილეს განახლებადი ენერგიების განვითარების ტენდენციები და დეზინფორმაციის რისკები, რაც ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას აფერხებს. “ინვესტორების გამოხმაურება ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის მომავლის რეალიზებას, ქვეყნის განვითარებისათვის”, – ღონისძიება ონლაინ რეჟიმში გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ასევე მონაწილეობას იღებდნენ ...

Read More »
აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

დღეს, თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონში 9 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ვეძისის დასახლების, გოთუას, დემეტრე თვდადებულის, შაქარაშვილის და ცხაკაიას ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იმედაშვილის, არდაზიანის, ზემო ვეძისის, ჩერქეზიშვილის, ვაზისუბნის, ისაკაძის, სახოკიას, შარტავას ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოხუას და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან ...

Read More »

„თბილისი ენერჯი“ – გაზგამანაწილებელ ქსელზე დაზიანების გამო, გაზის მიწოდება 4 280 აბონენტს დროებით შეუწყდება

გაზგამანაწილებელ ქსელზე აღმოჩენილი დაზიანების გამო, 9 დეკემბერს, 10:00 საათიდან გაზის მიწოდება 4 280 აბონენტს დროებით შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. „გაზმომარაგება შეუწყდება – პეტეფის ქუჩაზე, ნაკვ. 04/043-ში მდებარე შპს ,,ტრიუმფ გრუპი”-ს, ვარკეთილის IV მ/რ-კვ. 3-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 10, 11, 11ა, 12, 13, 14, 15, წულუკიძის ქ. 31/33, 35, წულუკიძის III შესახვევში მდებარე ...

Read More »
ირანი ევროპის გაზმომარაგებას აზერბაიჯანის გავლით შეეცდება

ევროპამ საცავში არსებული გაზის 23%-ზე მეტი უკვე გამოიყენა

დეკემბრის დასაწყისისთვის, ევროპის მიწისქვეშა საცავებიდან უკვე ამოღებული იქნა ბუნებრივი აირის მარაგის დაახლოებით მეოთხედი. Gas Infrastructure Europe-ის მონაცემებით, 4 დეკემბრის მდგომარეობით, ევროპის მიწისქვეშა გაზსაცავებიდან უკვე გატანილია მიმდინარე წლის გაზის მოცულობის დაახლოებით 23.4%. სინოპტიკოსები ევროპას ცივ ზამთარს უწინასწარმეტყველებენ. ვარაუდობენ, რომ პირველი ყინვები ევროკავშირში გაზის ფასებს ისევ შემოდგომის ნიშნულამდე გაზრდის. ევროპელი ანალიტიკოსების აზრით, მიწისქვეშა საცავების ფაქტორის, ასევე, ევროპასა და აზიაში მოახლოებული გათბობის სეზონის ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 5.1%-ით, 3,74 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 77 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

პოლონეთის სოლიდარობის ფონდმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ენერგოეფექტური ღონისძიებები განახორციელა

პოლონეთის სოლიდარობის ფონდთან (SFPL), ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამშრომლობა წარმატებულად განვითარდა. განხორციელდა ენერგო აუდიტი 20 შერჩეულ ლოკაციაზე. აუდიტის რეკომენდაციის საფუძველზე შემუშავდა ენერგოეფექტურობის გეგმა. შესყიდული და დამონტაჟებულია PV მზის ენერგო სისტემები და კომპონენტები, დაბის #1 და ზოტის საბავშვო ბაღებში. განხორციელდა საბავშვო ბაღების სახურავების დათბუნების სამუშაოები. ზოტის საბავშო ბაღისთვის შესყიდული იქნა ენერგოეფექტური ღუმელები, ასევე შესყიდული და დამონტაჟებულია 100 ლედ ნათურა #1 საბავშვო ბაღში. ...

Read More »

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ ოდნავ შეამცირა მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნის ზრდის პროგნოზი

აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტრომ ოდნავ შეამცირა 2021 წლის ნავთობზე გლობალური მოთხოვნის პროგნოზი – 96,9 მილიონ ბარელამდე დღე/ღამეში, 2022 წლისთვის – 100,5 მლნ ბარელამდე დღე/ღამეში. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება”ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. აღნიშნულია, რომ პროგნოზის გადახედვაზე გავლენა იქონია COVID-19-ის ახალი შტამის გამოჩენამ. ვინაიდან მისი გავრცელების შედეგები უცნობია, მსოფლიოში ნავთობის მოხმარების შემცირების რისკი არსებობს, განსაკუთრებით საავიაციო საწვავზე.

Read More »

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილებების თაობაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე. კანონპროექტი ითვალისწინებს სისტემაში ინსტიტუციური მოწყობისა და მმართველობის იმგვარი მოდელის ჩამოყალიბებას, რომელიც მნიშვნელოვნად გაამარტივებს, გააუმჯობესებს და უფრო ეფექტიანს და ეკონომიურს გახდის კოდექსით გათვალისწინებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროში გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. პროექტში ასახულია პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ...

Read More »