დეკემბრის დასაწყისისთვის, ევროპის მიწისქვეშა საცავებიდან უკვე ამოღებული იქნა ბუნებრივი აირის მარაგის დაახლოებით მეოთხედი.
Gas Infrastructure Europe-ის მონაცემებით, 4 დეკემბრის მდგომარეობით, ევროპის მიწისქვეშა გაზსაცავებიდან უკვე გატანილია მიმდინარე წლის გაზის მოცულობის დაახლოებით 23.4%.
სინოპტიკოსები ევროპას ცივ ზამთარს უწინასწარმეტყველებენ. ვარაუდობენ, რომ პირველი ყინვები ევროკავშირში გაზის ფასებს ისევ შემოდგომის ნიშნულამდე გაზრდის.
ევროპელი ანალიტიკოსების აზრით, მიწისქვეშა საცავების ფაქტორის, ასევე, ევროპასა და აზიაში მოახლოებული გათბობის სეზონის გათვალისწინებით, უახლოეს თვეებში ფასების მნიშვნელოვან შემცირებას არ უნდა ველოდოთ.
ნინო სამადაშვილი