პოლონეთის სოლიდარობის ფონდთან (SFPL), ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამშრომლობა წარმატებულად განვითარდა.
განხორციელდა ენერგო აუდიტი 20 შერჩეულ ლოკაციაზე.
აუდიტის რეკომენდაციის საფუძველზე შემუშავდა ენერგოეფექტურობის გეგმა.
შესყიდული და დამონტაჟებულია PV მზის ენერგო სისტემები და კომპონენტები, დაბის #1 და ზოტის საბავშვო ბაღებში. განხორციელდა საბავშვო ბაღების სახურავების დათბუნების სამუშაოები. ზოტის საბავშო ბაღისთვის შესყიდული იქნა ენერგოეფექტური ღუმელები, ასევე შესყიდული და დამონტაჟებულია 100 ლედ ნათურა #1 საბავშვო ბაღში.
სოფელ გუთურში დამონტაჟდა 51 ერთეული ლედგანათება. აღნიშნული სამუშაოები წარმოადგენს მუნიციპალიტეტის კონტრიბუციას პროექტში.
7 დეკემბერს, პოლონეთის სოლიდარობის ფონდის საქართველოს ოფისის დირექტორი იუსტინა კუცუკი, გურიის რწმუნებულის პირველი მოადგილე ლევან ჯაფარიძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა, სოფლის დეპუტატი ლაშა ირემაძე, ფონდის და თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად, სოფელ ზოტის საბავშვო ბაღში იმყოფებოდნენ და ფონდის დაფინანსებით შეძენილი ენერგოეფექტური ღუმელებისთვის სათბობი ბრეკეტები გადასცეს.
8 დეკემბერს, მერიაში გაიმართა პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია, რომელსაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა ესწრებოდნენ.
თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა გამოხატეს კმაყოფილება თანამშრომლობის შედეგად მიღწეული შედეგებით. კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადეს ფონდსა და პოლონელ ხალხს დაფინანსებისთვის და გამოთქვეს მზადყოფნა მომავალი თანამშრომლობისთვის.