კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონში 9 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ვეძისის დასახლების, გოთუას, დემეტრე თვდადებულის, შაქარაშვილის და ცხაკაიას ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იმედაშვილის, არდაზიანის, ზემო ვეძისის, ჩერქეზიშვილის, ვაზისუბნის, ისაკაძის, სახოკიას, შარტავას ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოხუას და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვანის და კედიას ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), თვალჭრელიძის, მაისურაძის და ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, მონადირის, ავშნის და ფირცხალავას ქუჩების მოსახლეობას. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ხუდადოვის და ახალმოწამეთა ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხიზაბავრის და ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.