Author Archives: admin

პროგრამის „ევროკავშირი გარემოსთვის – წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პროგრამის „ევროკავშირი გარემოსთვის – წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტის, წყლის აღრიცხვის კუთხით საქართველოში დღეს არსებული მდგომარეობა და გამოწვევები დეტალურად განიხილეს. საჭიროებების იდენტიფიცირებასა და იმ პრიორიტეტების გამოვლენაზე იმსჯელეს, რა მიმართულებებითაც პროექტის სამომავლო აქტივობები დაიგეგმება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გასულ წლებში, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტების შედეგად, საქართველომ წყლის რესურსები ...

Read More »

Shell-ი რუსეთიდან გასვლის გამო $5 მილიარდს კარგავს

Shell-ი რუსეთის ბაზრის დატოვების შემდეგ $5 მილიარდს კარგავს, იმაზე მეტს ვიდრე აქამდე იყო ნავარაუდევი, რადგან ნავთობისა და გაზის ფასების ზრდამ გამოიწვია სავაჭრო აქტივობის ზრდა წლის პირველ კვარტალში. თუმცა, კომპანიის განცხადების თანახმად, $4-დან $5 მილიარდამდე დანაკარგი არ იმოქმედებს კომპანიის მოგებაზე. Shell-ი, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით $210 მილიარდია, ადრე ამბობდა, რომ კლება დაახლოებით $3,4 მილიარდი იქნებოდა. $5 მილიარდამდე ზრდა გამოიწვია დამატებითმა პოტენციურმა ზემოქმედებამ, ...

Read More »

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო: “უკრაინაში ზოგიერთ მაღაროს ვერ აღვადგენთ”

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად, საოკუპაციო ძალები ქვანახშირის მაღაროებსა და გაზის საბადოებს ანადგურებენ. ამის შესახებ RBC-უკრაინას ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განუცხადა. მინისტრის თქმით, არის მაღაროები, რომელთა აღდგენა შეუძლებელია. „არის მაღაროები, რომლებსაც ვერ აღვადგენთ. ისინი დატბორილია და სამუშაოდ მათი დაბრუნება შეუძლებელია. ეს არის, მაგალითად, ლუგანსკის ოლქში მაღარო “ზოლოტაია” და “ტოშკოვსკა”. ისინი ძლიერი დაბომბვის ქვეშ მოხვდნენ, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა“, ...

Read More »

საქართველოს მთავრობა საწვავის გაიაფებისთვის თურქმენეთს მოელაპარაკა?!

ბოლო დროს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მკვეთრ ცვლილებას განიცდის. ამ ფაქტორმა გავლენა საქართველოზეც მოახდინა და  საცალო ქსელში ისტორიული ანტირეკორდიც კი დამყარდა. დიდი გაძვირების შემდეგ, ქვეყანაში გაჩნდა იმედი, რომ საწვავის ფასი ნელა-ნელა ქვემოთ ჩავა და გაიაფება დაიწყება. მთავრობაში საწვავის ღირებულების შემცირების მტკიცე მოლოდინი აქვთ და ამბობენ, რომ ამ მიმართულებით ეფექტური ნაბიჯების გადადგმა დაწყებულია, თუმცა ამას როდის იგრძნობს მოსახლეობა, ჯერჯერობით, უცნობია. საწვავი ...

Read More »

დენის შმიგალი აცხადებს, რომ რუსული ნავთობისა და გაზისთვის გადახდილი თანხა სისხლიანი ფულია

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, რუსული ნავთობისა და გაზისთვის გადახდილი თანხა სისხლიანი ფულია. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმა „ბიბისისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. შმიგალმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, უარი თქვან რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე. „ეს სისხლიანი ფულია. ამ თანხას ისინი იარაღის შესაძენად იყენებენ, რომლითაც შემდეგ უკრაინელებს ხოცავენ. რუსეთის ბიუჯეტი – ეს ტერორიზმის ბიუჯეტია. არამხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ“,- აღნიშნავს შმიგალი. მისივე თქმით, რუსი სამხედროების სისასტიკე – გენოციდია.

Read More »

დავით ნარმანია KIU-ს სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ლექცია წაიკითხა. სემეკის თავმჯდომარემ სტუდენტებს გააცნო სემეკის ფუნქციები, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული მდგომარეობა, ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობის აუცილებლობაზე. „მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებით ახალგაზრდების, სტუდენტების დაინტერესება. ენერგეტიკას საქართველოში აქვს განვითარების დიდი პოტენციალი და ამ კუთხით, ახალგაზრდების ჩართულობა, მათი იდეების გენერირება ...

Read More »

ლუკოილი რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს აჩერებს

ნავთობპროდუქტების ჭარბწარმოების გამო რუსული ნავთობგიგანტი ლუკოილი ქარხნების გაჩერებას აპირებს. ამის შესახებ kommersant.ru ლუკოილის ხელმძღვანელისა და თანამფლობლის ვაგიტ ალეკპეროვის მიერ რუსეთის ვიცე–პრემიერის ალეკსანდრ ნოვაკისადმი გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით წერს. წერილში აღნიშნულია, რომ ექსპორტის შემცირების გამო კომპანია მაზუთის ჭარბწარმოების წინაშე აღმოჩნდა. „გადამუშავებაში მკვეთრად შემცირდა მაზუთის გატანა და შედეგად საცავებში ჭარბი საწვავი დაგროვდა“, – ნათქვამია დოკუმენტში. ალეკპეროვის თქმით, საცავების გადავსება ქარხნების გაჩერებას გამოიწვევს. გამოსავალს ...

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 7 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ნოზაძის, მინდელის და ძოწის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დადიანის, ნათაძის, ...

Read More »

დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსეთის სარაკეტო თავდასხმების შედეგად ნავთობის საცავი განადგურდა

დნეპროპეტროვსკის რაიონში რუსულმა რაკეტებმა ღამით გაანადგურეს ნავთობის საცავი და ცეცხლი წაუკიდეს ქარხანას, – ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს. „ღამე იყო შემაშფოთებელი და რთული. მტერმა ჩვენს რეგიონს ჰაერიდან შეუტია და ნავთობის საწყობს და ერთ-ერთ ქარხანას დაარტყა. დანგრეულია საწვავით ნავთობის საცავი. ქარხანაში მაშველები ამ დრომდე ასუფთავებენ ტერიტორიას”, – განაცხადა რეზნიჩენკომ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მაშველები ხანძარს რვა საათზე მეტხანს ...

Read More »

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი – ომმა და სანქციებმა ევროპას ლტოლვილები, კაპიტალის გადინება და ენერგოდეფიციტი მოუტანა, აშშ-ს კი მოგება და სიმდიდრე

ომმა და სანქციებმა ევროპას ლტოლვილები, კაპიტალის გადინება და ენერგოდეფიციტი მოუტანა, აშშ-ს კი მოგება და სიმდიდრე, – ჩინეთის სახელმწიფო სააგენტოს „სინჰუას“ ცნობით, ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა. ამასთან, ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მოუწოდებს აშშ-ს, შეაჩეროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, რომლებიც პეკინის აზრით, მხოლოდ აზარალებს გლობალურ ეკონომიკას. „ისტორიამ და რეალობამ ნათლად ჩვენა, რომ სანქციები არ უზრუნველყოფს მშვიდობას და ...

Read More »