სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 7 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ნოზაძის, მინდელის და ძოწის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დადიანის, ნათაძის, ბეჟანიშვილის, ხვინგიას, ჭილაიას, ზესტაფონის და წიწამურის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აბუსერიძე-ტბელის და მამისაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნადიკვარის და კალანდაძის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაზისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის I კვარტლის და პატარიძის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.