Author Archives: admin

შესაძლოა, სემეკმა „თელასი“ და „თელმიკო“ დააჯარიმოს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია სხდომაზე ამ წუთებში „თელასისა“ და „თელმიკოს“ შემოწმების შედეგებს ასაჯაროებს. სემეკის ხელმძღვანელის განცხადებით, დედაქალაქის მასშტაბით, 1 თვის ვადაში შემოწმებულია 650 ათასამდე აბონენტი. დარღვევა 1,5 პროცენტში გამოვლინდა, რაც დაახლოებით, 10 000-მდე აბონენტის მაჩვენებელს წარმოადგენს. ყველა შემთხვევაში ეს ზედმეტობით თანხის დარიცხვას არ უკავშირდება. დარღვევა, რომელიც სემეკმა აღმოაჩინა, ნახევარი მილიონის ოდენობით თანხის დარიცხვას უკავშირდება. სემეკი წინასწარი ინფორმაციით, ...

Read More »
ნორვეგიელი მუშების გაფიცვამ ნავთობის ფასი გაზარდა

რუსეთს ნორვეგიის $1,3 ტრილიონიანი ნავთობის ფონდიც ტოვებს

ნორვეგიის $1,3 ტრილიონი ნავთობის ფონდი რუსულ ინვესტიციებს გაყიდის. აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის მხარდაჭერის ფართო პაკეტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტორემ გამოაცხადა. პრემიერის განცხადებით, ნორვეგიის ცენტრალური ბანკი დაუყოვნებლივ გაყინავს ყველა ახალ ინვესტიციას რუსეთში და რუსული აქტივების გაყიდვას დაიწყებს. Bloomberg-ის თანახმად, ფონდი 2020 წლის ბოლოს რუსეთში $3,3 მილიარდის აქციებსა და ობლიგაციებს ფლობდა. ამასთან, ნორვეგიამ განაცხადა, რომ სანქციები მოახდენს რუსეთს ფინანსურ იზოლაციას „ცენტრალურ ბანკზე დარტყმით და ...

Read More »
ახალგორიდან მილსადენის გატანის დამუშავებული პროექტი არსებობს

BP და Equinor „როსნეფტიდან“ გადიან

ნორვეგიული ნავთობისა და გაზის კომპანიის Equinor-ის (ყოფილი Statoil-ის) დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთში ერთობლივი საწარმოებიდან გასვლისა და იქ ახალი ინვესტიციების შეჩერების შესახებ. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც რუსული მედია ავრცელებს. „რუსეთში Equinor-ის მონაწილეობით ერთობლივი საწარმოებიდან გასვლის პროცესი დაიწყო,“ – აცხადებენ ნორვეგიელები. Equinor რუსეთში 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ოპერირებს. 2021 წლის ბოლოსთვის კომპანიის გრძელვადიანი აქტივები ქვეყანაში 1,2 მლრდ ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2022 წლის 25 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემციირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 97,93 (- 1,15)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  91,59  (- 1,22)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

დღეს, თბილისის აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, დიდუბის, მთაწმინდისა და საბურთალოს რაიონებში აბონენტების ნაწილს დღეს, 28 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), კედიას, მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილისა და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონი – 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბესიკის, ვეძინის, მესხის, მთაწმინდის, რიწის, ყიფიანის, ჭონქაძისა და პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩების მოსახლეობას. ...

Read More »

ლიზ ტრასი რუსეთის ენერგომატარებლებზე წვდომის შეზღუდვას მოითხოვს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა კვირას განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე მოითხოვს რუსეთის წინააღმდეგ ზომების გამკაცრებას, კერძოდ, მისი გაზისა და ნავთობის მარაგებზე წვდომის შეზღუდვას. „საქმე ამით არ სრულდება,“ უთხრა ტრასმა Times Radio-ს. „დღეს ‘დიდ შვიდეულში’ პარტნიორებს ვხვდები და შეხვედრაზე მოვითხოვ, გავამკაცროთ რუსეთის წინააღმდეგ ზომები, მათ შორის – რუსეთის ნავთობსა და გაზზე წვდომა,“ თქვა ტრასმა. იგულისხმება რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტზე ...

Read More »

რა მოხდება თუ რუსეთი ევროპას გაზის მიწოდებას შეუწყვეტს – თემურ გოჩიტაშვილის განმარტება

ექსპერტი ენერგეტიკულ საკითხებში თემურ გოჩიტაშვილი განმარტავს, რა მოხდება თუ რუსეთი ევროპას გაზის მიწოდებას შეუწყვეტს. ექსპერტი დასაწყისშივე დასძენს, რომ ევროპა ისედაც გეგმავს წიაღისეულის სათბობის შემცირებას ენერგეტიკულ ბალანსში, რადგან ისინი განახლებად ენერგიაზე გადადიან, თუმცა ეს დროის ამბავია. „ბოლო წლებში რუსეთის წილი ევროპის გაზმომარაგებაში 35%-დან 40%-მდე იყო. წინა წელს, როცა მან შეწყვიტა სავაჭრო პლატფორმებზე გაზის მიწოდება, მხოლოდ კონრტაქტებით აწვდიდა, ეს ჩამოვიდა 17%-მდე. 2022 ...

Read More »

ბრიტანეთის მთავრობამ BP-ის „როსნეფტში“ წილის გაყიდვა მოთხოვა

BP ბრიტანელი პოლიტიკოსების ზეწოლის ქვეშ არის, რომ რუსულ ენერგეტიკულ ჯგუფ „როსნეფტში“თავისი წილი გაყიდოს და მასთან კავშირი გაწყვიტოს. ამის შესახებ The Financial Times წერს. გაერთიანებული სამეფოს ბიზნესის დეპარტამენტის მდივანმა, კვასი კვარტენგმა BP-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბერნარდ ლუნი ე.წ. კრიზისულ თათბირზე მას შემდეგ დაიბარა, რაც კომპანიას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა „როსნეფტის“ წილის გაყიდვა მოთხოვეს. ბიზნესმდივანმა „როსნეფტში“ BP-ის ჩართულობით შეშფოთება გამოთქვა და ბერნარდ ლუნის მოსთხოვა, გაემართა ...

Read More »

უკრაინის მთავრობა რუსი პოლიტიკოსების კრიპტო ინფორმაციას ითხოვს

უკრაინის მთავრობა რუსი და ბელორუსი პოლიტიკოსების კრიპტო საფულეებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას ითხოვს. ვიცე-პრემიერმა მიხაილო ფედოროვმა შაბათს ტვიტერზე დაწერა, რომ უკრაინის კრიპტო საზოგადოება დააჯილდოებს მათ, ვინც ამ ინფორმაციას მიაწვდის. მთავრობამ უკვე გამოიყენა Twitter-ი კრიპტო შემოწირულებების მოსაძიებლად და ჰაკერების ონლაინ ფორუმებზე გამოაქვეყნა, რომ კიბერშეტევებისგან დასაცავად დახმარება სჭირდება. უკრაინელი იურისტის, არტემ აფიანის თქმით, რომელიც ამ ძალისხმევას ხელმძღვანელობს, პოლიტიკოსების კრიპტო საფულის ინფორმაციისთვის ჯილდოები კერძო ...

Read More »

საფრანგეთი უკრაინას თავდაცვით აღჭურვილობასთან ერთად საწვავის მარაგს გაუგზავნის

საფრანგეთი უკრაინას თავდაცვით აღჭურვილობასთან ერთად საწვავის მარაგს უგზავნის, რათა მხარი დაუჭიროს ქვეყანას რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ, – აღნიშნულია ელისეს სასახლის განცხადებაში, რომელიც ეროვნული თავდაცვის საბჭოს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა. განცხადებაში დამატებითი დეტალები თავდაცვითი აღჭურვილობის შესახებ მითითებული არ არის, თუმცა წყარომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს შეიძლება მოიცავდეს ტანკსაწინააღმდეგო იარაღს. ეროვნული თავდაცვის საბჭო ასევე დასთანხმდა რუსების ფინანსური აქტივების გაყინვას და გამოაცხადა ზომები „რუსული მედიის პროპაგანდის ...

Read More »