უკრაინის მთავრობა რუსი პოლიტიკოსების კრიპტო ინფორმაციას ითხოვს

უკრაინის მთავრობა რუსი და ბელორუსი პოლიტიკოსების კრიპტო საფულეებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას ითხოვს.

ვიცე-პრემიერმა მიხაილო ფედოროვმა შაბათს ტვიტერზე დაწერა, რომ უკრაინის კრიპტო საზოგადოება დააჯილდოებს მათ, ვინც ამ ინფორმაციას მიაწვდის. მთავრობამ უკვე გამოიყენა Twitter-ი კრიპტო შემოწირულებების მოსაძიებლად და ჰაკერების ონლაინ ფორუმებზე გამოაქვეყნა, რომ კიბერშეტევებისგან დასაცავად დახმარება სჭირდება.

უკრაინელი იურისტის, არტემ აფიანის თქმით, რომელიც ამ ძალისხმევას ხელმძღვანელობს, პოლიტიკოსების კრიპტო საფულის ინფორმაციისთვის ჯილდოები კერძო შემოწირულებებით დაფინანსდება და არა მთავრობისგან. აფიანმა უარი თქვა შეგროვებული შემოწირულებების გამჟღავნებაზე, მაგრამ აღნიშნა, რომ შემოწირულებები ძირითადად გაცემულია ეთერიუმში, ასევე ბიტკოინში და სხვა კრიპტოვალუტაში.

ძალისხმევის მიზანი პოლიტიკოსების მისამართების სიის უახლოეს ორ-სამ დღეში გამოქვეყნება და მათი კრიპტო ბირჟებთან გაზიარებაა. აფიანის თქმით, მათ სურთ ამ მისამართების მონიშვნა, როგორც „ტოქსიკური”, რათა ადამიანებმა და ბიზნესებმა მათთან ტრანზაქციები აღარ აწარმოონ.

წყარო: “ბიზნესფორმულა”

Leave a Reply