Author Archives: admin

2023 წლიდან გაზის სამომხმარებლო ტარიფები გაიზრდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, 2023 წლიდან გაზის სამომხმარებლო ტარიფის ზრდაა მოსალოდნელი. „ბოლო წლებში იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი გაიზარდა, თუმცა ამ ეტაპზე ტარიფზე ზეწოლა არ გვაქვს. უხვი ნალექების წყალობით წინა წელს გამომუშავება გაიზარდა, რეაბილიტირდა ენგურჰესიც, ეს ტენდენცია გრძელდება და უხვნალექიანობის გამო მეტი იაფი ელექტროენერგია გამოვიმუშავეთ. შესაბამისად, ამ ეტაპზე ზრდა მოსალოდნელი არაა. რაც შეეხება გაზს, ბუნებრივი აირის ...

Read More »

ესპანეთი რუსული ნავთობის ემბარგოს მხარს უჭერს

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა, რომ ესპანეთი მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტს, რომელიც მოიცავს ემბარგოს რუსულ ნავთობზე. ამის შესახებ Eurointegration-ი წერს. ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სანქციების მიზანია პუტინს არ მიეცეს შესაძლებლობა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები გააგრძელოს. „როდესაც ვამტკიცებთ სანქციების პაკეტს, ჩვენ გვაქვს ორი მიზანი. პირველი – არ მივცეთ პუტინს საშუალება ომი ევროპული კაპიტალით დააფინანსოს და ...

Read More »
სანქციების მოხსნის შემდეგ, ევროპაში ირანული ნავთობით დატვირთული პირველი ტანკერი ჩავიდა

ირანმა სპარსეთის ყურეში ორი ბერძნული ნავთობნაკერი დააკავა

ირანის სამხედრო ძალებმა სპარსეთის ყურეში ორი ბერძნული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობის ტანკერი დააკავეს. მანემდე, კვირის დასაწყისში, საბერძნეთის წყლებში ირანული ნავთობის კონფისკაცია მოხდა. საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირანის საზღვაო ძალების ვერტმფრენი საბერძნეთის დროშის ქვეშ საერთაშორისო წყლებში მცურავ გემზე, Delta Poseidon-ზე დაეშვა და ეკიპაჟი, მათ შორის საბერძნეთის ორი მოქალაქე დაატყვევა.  სამინისტროს თქმით, მსგავსი ინციდენტი ირანის სანაპიროსთან დაფიქსირდა – საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავ კიდევ ერთ გემზე ...

Read More »

ევროკავშირში რუსული ნახშირის ექსპორტი, შესაძლოა, სამხრეთ აფრიკამ ჩაანაცვლოს

Financial Times-ის ცნობით, ევროკავშირის ბაზარზე, შესაძლოა, რუსული ნახშირი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ექსპორტმა ჩაანაცვლოს. გამოცემა წერს, რომ ეს შესაძლებელია, თუმცა სამხრეთ აფრიკაში მაღალი კორუფციის გამო ქვანახშირის ევროკავშირის ბაზარზე გადასაზიდად საკმარისი ვაგონები არ არის. რუსულ ნახშირზე ევროკავშირის ემბარგოსა და ბაზრის დივერსიფიცირებაზე განაცხადის შემდეგ, სამხრეთ აფრიკაში ნედლეულის ფასი გაორმაგდა. ამასთან EU შეეცდება რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, ნახშირის მოხმარება გაზარდოს. სამხრეთ აფრიკის ნახშირი, ევროკავშირის ბაზარზე ...

Read More »

უკრაინულ ნაფტოგაზს 140-მდე რუსული ბენზინგასამართი სადგური გადაეცემა

დაახლოებით 140 რუსული ბენზინგასამართი სადგური უკრაინულ კომპანია Naftogaz-ს გადაეცემა ბენზინგასამართი სადგურების სახელმწიფო ქსელის ორგანიზებისთვის, განაცხადა საწარმოს ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი რიაბჩინმა. „ახლა არის დაახლოებით 130-140 ბენზინგასამართი სადგური, რომლებიც შეირჩა რუსული აქტივებიდან ნაფტოგაზისთვის გადაცემის პროცესში“, – ციტირებს „რია ნოვოსტი“ რიაბჩინის განცხადების ფრაგმენტს უკრაინა 24-ის ეთერიდან. იურიდიული საკითხების მოგვარებას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ პროცესი საბოლოოდ დასრულდება ზაფხულში, განაცხადა რიაბჩინმა. მისი თქმით, ვლადიმერ ზელენსკიმ ...

Read More »
ნორვეგიელები მცურავი გვირაბების აშენებას აპირებენ

უკრაინამ გერმანიისგან Nord Stream 1-ის შეჩერება მოითხოვა

უკრაინა გერმანიისგან ითხოვს შეაჩეროს ან მკვეთრად შეამციროს ბუნებრივი აირის ნაკადები Nord Stream 1 გაზსადენზე. ამის შესახებ 27 მაისს კომპანია “Оператор ГТС Украины-ის” გენერალურმა დირექტორმა სერხი მაკოგონმა განაცხადა. მაკოგონმა თქვა, რომ უკრაინის GTS ოპერატორმა ნაფტოგაზთან ერთად მიმართა გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს Nord Stream 1-ის გამორთვის შესახებ. “ეს ნაკადი მუშაობდა გამორიცხვის საფუძველზე, რათა უზრუნველყოს გაზის უსაფრთხოება ევროპაში. მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მიზეზები, რის ...

Read More »

შრი-ლანკა კრიზისის ფონზე რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს

შრი-ლანკა 28 მაისიდან რუსული ნავთობის პირველ პარტიას მიიღებს. ბიზნესი ნედლეულით საწვავს აწარმოებს, რადგან დეფოლტის გამოცხადების შემდეგ, ქვეყანაში ნავთობპროდუქტების დეფიციტია. ამის შესახებ Bloomberg -თან ინტერვიუში ნავთობკომპანია Ceylon Petroleum-ის ხელმძღვანელმა განაცხადა. მისი თქმით, მსუბუქი ციმბირული ნავთობი საპუგასკანდას ქარხანაში გადამუშავდება, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როგორ გადაიხდის შრი-ლანკა მიწოდების საფასურს. შრი-ლანკა ერთ-ერთი უკანასკნელი აზიური ქვეყანაა, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იაფი რუსული ნავთობის შესყიდვაზე თანხმობა განაცხადა. აპრილში შრი-ლანკის ფინანსთა სამინისტრომ ...

Read More »
“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

რუსეთი და სერბეთი გაზის მიწოდებაზე ახალ ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ  ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, გაზის მიწოდების ახალ სამწლიან კონტრაქტზე შეთანხმდა. ფასზე ახლა ვერ ვისაუბრებ, ყველა დეტალი გაზპრომთან იქნება შეთანხმებული“, – განუცხადა ვუჩიჩმა ჟურნალისტებს. სერბეთს 10-წლიანი კონტრაქტი რუსულ გაზპრომთან 31 მაისს ეწურება. სერბეთი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ისახავს მიზნად, ბოლო დროს დასავლეთის ზეწოლის ქვეშ მოექცა, რათა შეუერთდეს ბლოკს, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში. 2008 წელს, ბალკანეთის ქვეყნის ...

Read More »
ელექტროენერგიის მოხმარება 2016 წლის მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8%-ით გაიზარდა

რომელი კომპანიები მოიხმარენ ყველაზე მეტ ელექტროენერგიას საქართველოში

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2022 წლის 4 თვეში ქვეყანაში პირდაპირმა მომხმარებლებმა 1.3 მილიარდი კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, 931 მილიონ კვტ.სთ-ზე, 43%-ით მეტია. პირდაპირ მომხმარებლებს შორის არიან კრიპტობიზნესით დაკავებული კომპანიებიც – მათგან ყველაზე მეტი, 130.9 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგია წელს „ბი ეფ დი სიმ“ (Bitfury Georgia) მოიხმარა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე, 119.1 მლნ კვტ.სთ-ზე, 9.9%-ით ...

Read More »

ევროკომისია წინადადებით გამოდის, საზღვაო გზით მიწოდებულ რუსულ ნავთობზე უარის თქმის შემთხვევაში, მილსადენით იმპორტირებულ ნავთობზე შეზღუდვების დაწესება გადაიდოს

ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს წინადადება წარუდგინა, რომელიც საზღვაო გზით მიწოდებულ რუსულ ნავთობზე უარის თქმის შემთხვევაში, მილსადენით იმპორტირებულ რუსულ ნავთობზე შეზღუდვების დაწესების გადადებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ინფორმაციით, აღნიშნული წინადადება უნგრეთს, რომელიც რუსული ნავთობის აკრძალვას ეწინააღმდეგება, მეტ დროს მისცემს ტექნიკური გადაწყვეტილების მოსაძებნად მისი ენერგეტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და ასევე ითვალისწინებს სხვა ქვეყნების, მათ შორის სლოვაკეთისა და ჩეხეთის შეშფოთებას, რომლებიც ...

Read More »