Author Archives: admin

ბუნდოვანი კანონმდებლობა და ტექნიკური პრობლემები – რა აფერხებს კრიპტოვალუტის წარმოების გაფართოებას

კრიპტოვალუტის წარმოების გააქტიურებასთან ერთად, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში (თიზ) მაინინგთან დაკავშირებით არაერთი კითხვა გაჩნდა. თიზ-ების წარმომადგენლების ნაწილი კანონმდებლობის დახვეწას ითხოვენ. დეპუტატების ნაწილი კი ფინანსთა სამინისტროს თიზ-ებთან მიმართებით სუბსიდირებაში ადანაშაულებს. ფრაქცია „ლელოს” წევრის, დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებით, კრიტპოვალუტის მომპოვებლები, რომელთაც მნიშვნელოვანი მოცულობის შემოსავლები აქვთ, თიზ-ებში საქმიანობის გამო არ იხდიან გადასახადებს, რაც პრობლემას წარმოადგენს. დეპუტატის თქმით, ეს „სუბსიდირების ტოლფასია“. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ...

Read More »

“Saudi Aramco”-ს სუფთა მოგება 2,6-ჯერ გაზარდა

საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობმომპოვებელმა კომპანია “Saudi Aramco”-მა 2021 წლის მესამე კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. აღნისნულის შესახებ ინფორმაციას “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” ავრცელებს. კომპანიის სუფთა მოგებამ შეადგინა 30,4 მილიარდი დოლარი , რაც 2,6-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, ნათქვამია Saudi Aramco-ის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში. 2021 წლის მესამე კვარტალში მოგებამ შეადგინა 114,1 მილიარდ რიალს (30,4 მილიარდი აშშ დოლარი) – წინა წლის 44,2 მილიარდი ...

Read More »

გლაზგოს სამიტზე მსოფლიოს ლიდერებმა პირობა დადეს, რომ შეამცირებენ მეთანის ემისიას

გლაზგოში, კლიმატის საკითხებისადმი მიძღვნილ გაეროს სამიტზე, მსოფლიოს ლიდერებმა პირობა დადეს, რომ ათწლეულის ბოლოსთვის „შეაჩერებენ და შეაბრუნებენ“ ტყეების გაქრობის პროცესს და შეამცირებენ სათბურის გაზის, მეთანის ემისიას. 2 ნოემბერს 80-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა აშშ-ისა და ევროპის კავშირის ინიციატივას, მეთანის ემისია 2030 წლისთვის 30%-ით შემცირდეს 2020 წლის დონესთან შედარებით. მეთანზე მოდის ადამიანის საქმიანობით გამოწვეული გლობალური დათბობის ერთი მესამედი. ჯერჯერობით ეს ინიციატივა სამიტის ყველაზე ...

Read More »

ბაიდენი: პუტინს ტუნდრა ეწვის – რუსეთს კლიმატის სერიოზული პრობლემები აქვს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს გლაზგოში კლიმატის ცვლილების შესახებ სამიტზე არდასწრების გამო აკრიტიკებს. „ეს გლობალური მნიშვნელობის საკითხია და ისინი არ გამოცხადდნენ. როგორ შეიძლება ლიდერობაზე პრეტენზია გქონდეს? გულწრფელად რომ ვთქვათ, დიდი შეცდომა იყო, რომ ჩინეთი არ გამოცხადდა. დანარჩენმა მსოფლიომ ჩინეთს შეხედა და თქვა: „რა ღირებულებას გვთავაზობენ ისინი?“ – აღნიშნა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის ლიდერმა ასევე გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტის ქმედებები. „პუტინს ...

Read More »

Shiba Inu-მ საბაზრო ღირებულებით Dogecoin-ს გაუსწრო

Shiba Inu-ს ციფრული მონეტა საბაზრო ღირებულების მიხედვით, ყველაზე ძვირფასი ციფრული აქტივების ათეულში მოხვდა. ხუმრობის გარშემო შექმნილმა კრიპტოვალუტამ საბაზრო კაპიტალიზაციით $40 მილიარდს მიაღწია და მის მეგობარ კრიპტოვალუტას, Dogecoin-ს გადააჭარბა. გასულ კვირას ციფრული მონეტის ღირებულების გაორმაგების შემდეგ, ორშაბათს შუადღისას Shiba-ს ფასი კიდევ 10%-ით გაიზარდა. მონეტამ გასულ ოთხშაბათს უზარმაზარი 66%-იანი ზრდა აჩვენა. მისი ბოლო გრანდიოზული ზრდის პირობებში, გასულ თვეში ის დაახლოებით 900%-ით გაიზარდა. ...

Read More »
აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის

2022 წელს შაჰ-დენიზის მილსადენიდან საქართველოს შეღავათიან ფასად მეტი ბუნებრივი აირის მიღების შესაძლებლობა ექნება

2022 წლისთვის შაჰ-დენიზის მილსადენი 20 მლრდ კუბურ მეტრ გაზს გაატარებს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, ვინაიდან ამ მილსადენის მაქსიმალური დატვირთვა ჯერჯერობით 22 მლრდ კუბურ მეტრს აღწევს. შესაბამისად, საქართველო, როგორც ტრანზიტული ქვეყანა მომდევნო წელს აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტიდან კიდევ უფრო მეტ დაბალფასიან ბუნებრივ აირს მიიღებს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში განუცხადეს. მაგალითად, თუ მიმდინარე წელს ჯამურად საქართველომ 1.014 ...

Read More »
გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,2%-ით შემცირდა

Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი გაიზარდა, ხოლო Light Sweet-ის – შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 2 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe) Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  84.72  (+ 0.34)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) Light Sweet-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  83,91 (- 0,14)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

თბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 3 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ჩუღურეთის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, ეროსი მანჯგალაძის, მიხეილ მესხის, ხუდადოვის, ნოე ჩხიკვაძის, არგვეთის, მანგლისის, ნინო ტყეშელაშვილის, ქურდიანის, ცოტნე დადიანის, ზაქრაძის, ლალიონის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ჩუბინაშვილის, ივანე ჯავახიშვილის, მარჯანიშვილის, ნინოშვილის, კიტა აბაშიძის,  ზურაბ ჭავჭავაძის და ზურაბ ჩაჩუას ქუჩების მოსახლეობას. ...

Read More »

სემეკი განცხადებას აქვეყნებს: მოქალაქეებისათვის ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი არ ძვირდება

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, სემეკი განმარტავს, რომ მოქალაქეებისათვის ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი არ იზრდება. როგორც ქ. თბილისში შპს „თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის, ასევე რეგიონებში – შპს „სოკარ ჯოარჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“ დ შპს „ინტერ გაზის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის მოქმედი ტარიფები დადგენილია 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და შპს „ინტერ გაზის“ მიერ გავრცელებული განცხადება ...

Read More »

რუსეთში ოქტომბერში ნავთობისა და კონდენსატის მოპოვება გაიზარდა

მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში რუსეთში ნავთობისა და კონდენსატის მოპოვება 1,1%-ით გაიზარდა თვიურ გამოხატულებაში – 10,843 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული საწვავისა და ენერგიტუკული კომპლექსის ცენტრალური სადისპეტჩერო სამმართველოს მონაცემებზე დაყრდნობით, “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” ავრცელებს. ამასთან წლიურ გამოხატულებაში აღნიშნული მაჩვენებელი 8,5%-ით გაიზარდა. “OPEC +”-მა გასული წლის მაისის თვიდან მოყოლებული ნავთობზე მოთხოვნილეს შემცირების გამო, რომელის გამოწვეული იყო კოროვირუსული პანდემიით, ...

Read More »