საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობმომპოვებელმა კომპანია “Saudi Aramco”-მა 2021 წლის მესამე კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. აღნისნულის შესახებ ინფორმაციას “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” ავრცელებს.
კომპანიის სუფთა მოგებამ შეადგინა 30,4 მილიარდი დოლარი , რაც 2,6-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, ნათქვამია Saudi Aramco-ის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.
2021 წლის მესამე კვარტალში მოგებამ შეადგინა 114,1 მილიარდ რიალს (30,4 მილიარდი აშშ დოლარი) – წინა წლის 44,2 მილიარდი რიალის მაჩვენებელთან შედარებით.
თავად კომპანიაში მოგების ზრდას აკავშირებენ ნავთობზე შედარებით მაღალ ფასებთან და გაყიდვების უფრო მაღალ მოცულობებთან, მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე მოთხოვნილების აღდგენასთან , ასევე „საკვანძო ბაზრებზე ეკონომიკურ აქტივობასთან“.
ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნებიდან პირველ დღეს “Saudi Aramco”-ის აქციების ფასი 0,4%-ით გაიზარდა და მიაღწია 37,9 რიალს .