Author Archives: admin

მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივა საქართველოში

ისრაელი, იორდანია და საამიროები შეთანხმდნენ, რომ იორდანიაში მზის ელექტროსადგური ისრაელში მდებარე საწარმოსთვის ენერგიას გამოიმუშავებს

ისრაელი, იორდანია და არაბთა გაერთიანებული საამიროები მომდევნო კვირას ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომლის მიხედვით, იორდანიის უდაბნოში მზის ელექტროსადგური გამოიმუშავებს ენერგიას ისრაელში ზღვის წყლისგან მარილის გამოცალკევების საწარმოსთვის, რომლითაც იორდანია სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Times of Israel იტყობინება. არსებული ცნობებით, შეთანხმებების გაფორმება დუბაიში მომავალ კვირას სამ ქვეყანას შორის ფარული მოლაპარაკებების შემდეგ იგეგმება. მედიის ინფორმაციით, ამ ტიპის მოლაპარაკებებში ამერიკული მხარეც იყო ჩართული, კლიმატის საკითხებზე ...

Read More »

ბილ გეიტსის $4-მილიარდიანი ბირთვული რეაქტორი ვაიომინგში განთავსდება

ამერიკელი მილიარდერის, ბილ გეიტსის მიერ დაფუძნებულმა კომპანია TerraPower-მა განაცხადა, რომ 4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ბირთვულ რეაქტორს ვაიომინგის შტატის ქალაქ კემერერში განათავსებს. აღსანიშნავია, რომ პროექტს ფედერალური მთავრობა 1.9 მილიარდი აშშ დოლარით აფინანსებს. აქედან 1.5 მილიარდი აშშ დოლარი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ მიმდინარე კვირაში ორი პარტიის მიერ მხარდაჭერილი ინფრასტრუქტურის კანონპროექტის ფარგლებში გამოიყოფა. როგორც ცნობილია, ბილ გეიტსის კომპანია ნატრიუმის ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ რეაქტორს ...

Read More »
თებერვალში ელექტროენერგიაში იმპორტის წილი შემცირდა

2021 წლის ათ თვეში საქართველომ 12 367.2 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რომლის უმეტესი ნაწილი ადგილობრივ გამომუშავებაზე მოდის

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2021 წლის ათ თვეში საქართველომ 12367.2 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია მოიხმარა. ადგილობრივმა გამომუშავებამ 10 266.0 მლნ კვტ/სთ, იმპორტმა კი 1 724.5 მლნ კვტ/სთ შეადგინა. ძირითადი იმპორტიორები რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი არიან. ათ თვეში საქართველომ რუსეთიდან 1057.6 მლნ კვტ/სთ, თურქეთიდან – 923.7 მლნ კვტ/სთ, აზერბაიჯანიდან კი 161.2 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია შეიძინა.

Read More »
ნავთობის მსოფლიო ფასები უკვე 27 დოლარს ჩამოსცდა

მსოფლიო ნავთობსა და გაზზე დამოკიდებული დიდხანს იქნება – BP-ის აღმასრულებელი დირექტორი

ბრიტანული ნავთობისა და გაზის კომპანიის BP-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბერნარდ ლონი პროგნოზირებს, რომ ნავთობი და გაზი, გლობალური ენერგეტიკული სისტემის ნაწილი კიდევ მრავალი წლის და ათწლეულების განმავლობაში იქნება. ამის შესახებ გამოცემა CNBC წერს. ბერნარდ ლონიმ მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდა ყურადღება  მავნე გამონაბოლქვის შემცირებაზე გაამახვილონ და არა იდეოლოგიურ პოზიციებზე. ის ასევე საჭიროდ მიიჩნევს მომხმარებლისთვის საწვავის გაძვირების პრევენციას. ”შეიძლება არ იყოს პოპულარული იმის თქმა, რომ ნავთობი და გაზი დარჩება ქსელში მომდევნო ...

Read More »
ირანური გაზის ექსპორტთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება

ირანში ნავთობსადენი აფეთქდა

ირანის სამხრეთ ნაწილში ნავთობსადენი აფეთქდა, – ინფორმაციას Reuters-ი ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი მოძველებული ინფრასტრუქტურა გახდა. „შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია“, – განაცხადა ნავთობით მდიდარი ხუზისტანის პროვინციის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა. მისივე თქმით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე ბიძგები იგრძნობოდა.

Read More »

ჰიდროენერგეტიკის განვითარების მეცნიერებათა მაგისტრის სტიპენდიის პროგრამა

ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, სთავაზობს ჰიდროენერგეტიკის განვითარების შესწავლით დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეებს, ოთხ სამაგისტრო სტიპენდიას, სწავლება წარიმართება ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (NTNU), რომელიც მდებარეობს ქალაქ ტრონჰეიმში/ნორვეგია. სტიპენდია მოიცავს ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის დაფინანსებას 2022 წლიდან. საქართველო და ნორვეგია – ორი ჰიდროენერგეტიკული ქვეყანა საქართველოს ელექტროენერგიის მოთხოვნილების დაახლოებით 80 პროცენტის დაკმაყოფილება ხორციელდება ადგილობრივი ჰიდროელექტროსადგურების ...

Read More »
ნავთობზე დაბალი ფასები 10 წლის განმავლობაში შენარჩუნდება

აშშ-მა აზიის ქვეყნებს ნავთობის სტრატეგიული მარაგების გამოთავისუფლება სთხოვა

აშშ-მა აზიის რამდენიმე ქვეყანას სთხოვა გაათავისუფლონ ნავთობის სტრატეგიული მარაგები, რათა ზეწოლა მოახდინონ OPEC-ზე და მიაღწიონ ფასების დააკლებას. Reuters წყაროზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. სააგენტოს ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციამ თხოვნით მიმართა მსხვილ მომხმარებლებს – იაპონიას, სამხრეთ კორეას, ინდოეთსა და ჩინეთს. ამბობენ, რომ ტოკიოში დადებითდი რეაგირება მოახდინეს ვაშინგტონის წინადადებაზე, მაგრამ საბოლოო პასუხი ჯერ არცერთ ქვეყანას არ გაუცია. კითხვაზე, თუ რატომ მიმართეს ინდოეთს, ...

Read More »
„ინტერ რაოს“ კომისიის დასკვნით, „თელასი“ 2016-2017 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდება

სექტემბერში ელექტროენერგიის მოხმარება 53.8%-ით, წარმოება კი 40%-ით გაიზარდა

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება და წარმოება იზრდება, იმპორტი კი მინიმუმ მაჩვენებელზეა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის ოქტომბერში ქვეყანამ მთლიანად 1444.126 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 53,8%-ით მეტია, შარშან ოქტომბერში მოხმარებამ 936.552 მლნ კვტ-სთ შეადგინა. ამასთან, გაიზარდა ელექტროენერგიის გენერაციაც. კერძოდ, თუ 2020 წლის ოქტომბერში საქართველოში სულ გამომუშავებული იქნა 851.507 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია, წელს ანალოგიურ ...

Read More »
საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაზარდა

ევროპაში გაზის ფასი შემცირდა

ევროპაში გაზის ფასი სავაჭრო დღის განმავლობაში 3.4%-ით დაეცა. ამას მოწმობს ICE Futures-ის მონაცემები. დეკემბრის გაზის ფიუჩერსების ღირებულებამ ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში  ათას კუბურ მეტრზე 1 089 აშშ დოლარამდე შემცირდა. თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, ევროპის ენერგეტიკული კრიზისი პიკს აღწევს, გასულ წელთან შედარებით ფასები ხუთჯერ გაიზარდა. ბუნებრივი გაზის მარაგები იმდენად დაბალია, რომ ნორმალურზე ცივმა ზამთარმა შესაძლებელია ინდუსტრიისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეზღუდვის აუცილებლობა დააყენოს. ენერგიის ხარჯის ზრდის ...

Read More »
სომხეთში საქართველოსგან იაფფასიანი ელექტროენერგიის შეძენას განიხილავენ

საქართველოში, მიმდინარე წლის ათ თვეში, ელექტროენერგიის გამომუშავება 9,6%-ით, მოხმარება კი 13,3%-ით გაიზარდა

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო) მიმდინარე წლის 10 თვის ელექტროენეგიის ბალანსის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს: ესკოს მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში თბოსადგურების, ქარის ელექტროსადგურის და ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებულია 10 266,0 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, რაც წინა წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით 9,6%-ით მეტია. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში მომხმარებელს 11 203,1 მლნ კვტსთ ელექტროენერგია მიეწოდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 312,2 მლნ კვტსთ-ით ანუ ...

Read More »