„ინტერ რაოს“ კომისიის დასკვნით, „თელასი“ 2016-2017 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდება

სექტემბერში ელექტროენერგიის მოხმარება 53.8%-ით, წარმოება კი 40%-ით გაიზარდა

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება და წარმოება იზრდება, იმპორტი კი მინიმუმ მაჩვენებელზეა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის ოქტომბერში ქვეყანამ მთლიანად 1444.126 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 53,8%-ით მეტია, შარშან ოქტომბერში მოხმარებამ 936.552 მლნ კვტ-სთ შეადგინა.

ამასთან, გაიზარდა ელექტროენერგიის გენერაციაც. კერძოდ, თუ 2020 წლის ოქტომბერში საქართველოში სულ გამომუშავებული იქნა 851.507 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია, წელს ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 1192.333 მლნ კვტ-სთ შეადგინა, ზრდა 40%-ია.

როგორც წესი, გამომუშავებულ ელექტროენერგიაში ყველაზე დიდი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის. კერძოდ, წელს ოქტომბერში ჰესებმა ჯამში 977.179 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, თბოსადგურებმა – 205.458 მლნ კვტ-სთ, ქართლის ქარის სადგურმა კი 9.696 მლნ კვტ-სთ.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply