Author Archives: admin

Nord Stream 1-ით მიწოდების შეწყვეტის მიუხედავად, ევროპაში გაზი 44%-ით გაიაფდა

მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს რუსულმა ენერგოგიგანტმა „გაზპრომმა“ მილსადენ Nord Stream 1-ით ევროპას გაზის მიწოდება შეუწყვიტა. მიწოდების შეფერხებების ფონზე, 26 აგვისტოს ბუნებრივი აირის ფასმა კონტინენტზე ისტორიულ მაქსიმუმს, 339 აშშ დოლარს მიაღწია 1 მეგავატ საათზე. თუმცა, მას შემდეგ ევროპულ ბაზარზე ბუნებრივი აირის ღირებულებამ თითქმის 44%-ით დაიკლო და დღეისთვის 190 დოლარს უტოლდება. მიუხედავად ამ შემცირებისა, გაზის ფასი მაინც საგრძნობლად მაღალ ნიშნულზე რჩება. ამიტომაც ...

Read More »
სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიაზე შეღავათით ისარგებლებენ

თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 14 სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წერეთლის, გოგი სვანიძის, თამარაშვილის და ხაბეიშვილის ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის და წინანაურის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა ...

Read More »

საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ განაცხადეს, რომ ირანის პოზიცია IAEA-ის გამოძიების მიმართ საფრთხეს უქმნის ბირთვულ მოლაპარაკებებს

საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ 10 სექტემბერს იმედგაცრუება გამოთქვეს ირანის მოთხოვნის გამო, რომ გაეროს ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ დახუროს გამოძიება თეირანის წარსული ბირთვული საქმიანობის შესახებ. ამის გარეშე, აცხადებს ირანი, 2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლება შესაძლებელი ვერ იქნება. საფრანგეთი, ბრიტანეთი და გერმანია თვლიან, რომ ეს საფრთხეს უქმნის მოლაპარაკებებს. ამ თვის დასაწყისში ირანმა თავისი პასუხი გააგზავნა ევროპის კავშირის მიერ შეთავაზებულ ტექსტთან დაკავშირებით. ტექსტი ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის 13 სექტემბერს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  92.63 (-1.24)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  86.87 (-0.91)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
უკრაინა ენერგო ბაზრის განსავითარებლად ამერიკასთან მოლაპარაკებებს იწყებს

აშშ-მა უკრაინას შესაძლოა 1.5 მილიარდი დოლარი გამოუყოს გაზის შესაძენად

„აშშ Eximbank-მა შესაძლოა 1,5 მილიარდი დოლარი გამოუყოს უკრაინას გაზის შესაძენად“, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა აშშ-ს ხაზინის მდივან, ჯანეტ იელენთან საუბრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მხარეებმა განიხილეს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და გათბობის სეზონის საკითხები, ასევე გაზის შესყიდვაში ამერიკელი პარტნიორების დახმარება. „ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ტრანშის გამოყოფაზე 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით გაზის შესაძენად აშშ-ის Eximbank-ისგან“, – განაცხადა შმიჰალმა. წყარო: bfm.ge

Read More »

რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო საფრანგეთში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა

სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში ხანძარმა 1000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაანადგურა, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. წერს apnews-ი. ამავე ინფორმაციით, ჟირონდის რეგიონში 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, ბორდოს სამხრეთით ჰაერის ტემპერატურამ 39 გრადუსს მიაღწია. ძლიერმა ქარმა შეაფერხა ასობით მეხანძრე-მაშველის ძალისხმევა, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ ხანძრის ლოკალიზებას. შემდეგ კი ხანძრის ქრობის პროცესში სპეციალიზებული თვითმფრინავი ჩაერთო, სწორედ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი ხანძრის ლოკალიზება. ...

Read More »

რატომ დაიწყეს ნავთობის ტანკერების მფლობელებმა ისეთი გემების შეძენა, რომლებსაც ყინულოვან წყლებში გადაადგილება შეუძლიათ

ნავთობის ტანკერების მფლობელებმა მასიურად დაიწყეს გემების შეძენა, რომლებსაც შეუძლიათ ტვირთის, კერძოდ რუსული ნავთობის გადაზიდვა ყინულოვან წყლებში. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი გემის ბროკერის, ბრიტანული კომპანიის E.A. Gibson Shipbrokers-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ექსპერტების აზრით, მაის-აგვისტოში დაინტერესებულმა გემთმფლობელებმა დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი დახარჯეს მეორადი  ყინულის კლასის ტანკერებზე, რაც ხუთჯერ მეტია, ვიდრე ერთი წლის წინანდელი მაჩვენებლები. ირკვევა, რომ ამ პერიოდში გაიყიდა 42  ყინულის კლასის ტანკერი, ხოლო ...

Read More »

თურქეთში შიდა წარმოების ელექტრომატარებელი შექმნეს

თურქეთი შიდა წარმოების ელექტრომატარებლის გასაშვებად ემზადება. კომპოზიცია 160 კმ/სთ სიჩქარის განვითარებას შეძლებს. თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს დაქვემდებარებული კომპანია TÜRASAŞ აგრძელებს შიდა წარმოების ელექტრო კომპონენტების წარმოებას და ტესტირებას. TÜRASAŞ-ის წარმომადგენელმა საქარიას პროვინციაში ერდალ აბამ, ჟურნალისტებს ელექტრომატარებლების ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. მისი თქმით, დასრულებულია ორი პროტოტიპის ელექტრომატარებლის მშენებლობა, ტესტირების პროცესის დასრულება კი მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. „სამუხრუჭე და მაღალსიჩქარიანი სისტემების ტესტები, ასევე მატარებლების ზოგადი ...

Read More »

თურქეთმა ექვს თვეში $8.2 მილიარდის ბუნებრივი აირის გადასახადები დაასუბსიდირა

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ფატიჰ დონმეზის განცხადებით, ქვეყანაში, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში, ბუნებრივი აირის სუბსიდირების მოცულობამ 150 მილიარდ ლირას ($8.2 მილიარდი) მიაღწია. მთავრობის მხრიდან სუბსიდირების მიზანი ენერგიის გლობალურად მზარდი ფასებისგან მოსახლეობის დაცვაა. აღსანიშნავია, რომ მინისტრმა გლობალურად არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ მისი 25-30-წლიანი გამოცდილების განმავლობაში, ენერგიის ფასების მსგავსი ზრდა არ ახსოვს. ეს ფაქტი კი საყურადღებოა, იმისდა ...

Read More »

კულება: „როსატომი” ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში უნდა მოხვდეს

უკრაინას, რუსეთის „როსატომის“ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში ჩართვა სურს. ამის შესახებ უკრაინულ მედიას საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განუცხადა. ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტზე საუბრისას კულებამ თქვა, რომ საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე განვითარებული მოვლენების შემდეგ გახდა. „როსატომის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესების ყველა საფუძველი არსებობს. ევროკავშირში არიან ქვეყნები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან”, – განაცხადა კულებამ. მისი პროგნოზით, ევროკავშირმა ახალი სანქციების პაკეტი შესაძლოა უფრო ...

Read More »