რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო საფრანგეთში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა

სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში ხანძარმა 1000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაანადგურა, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. წერს apnews-ი.

ამავე ინფორმაციით, ჟირონდის რეგიონში 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, ბორდოს სამხრეთით ჰაერის ტემპერატურამ 39 გრადუსს მიაღწია.

ძლიერმა ქარმა შეაფერხა ასობით მეხანძრე-მაშველის ძალისხმევა, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ ხანძრის ლოკალიზებას.

შემდეგ კი ხანძრის ქრობის პროცესში სპეციალიზებული თვითმფრინავი ჩაერთო, სწორედ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი ხანძრის ლოკალიზება.

ფრანგულმა მეტეოროლოგიურმა სააგენტომ Meteo France-მა განაცხადა, რომ სექტემბერში განსაკუთრებით სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. სწორედ მაღალი ტემპერატურით იყო პროვოცირებული შემოდგომაზე გაჩენილი ხანძრები.

Leave a Reply