რატომ დაიწყეს ნავთობის ტანკერების მფლობელებმა ისეთი გემების შეძენა, რომლებსაც ყინულოვან წყლებში გადაადგილება შეუძლიათ

ნავთობის ტანკერების მფლობელებმა მასიურად დაიწყეს გემების შეძენა, რომლებსაც შეუძლიათ ტვირთის, კერძოდ რუსული ნავთობის გადაზიდვა ყინულოვან წყლებში. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი გემის ბროკერის, ბრიტანული კომპანიის E.A. Gibson Shipbrokers-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ექსპერტების აზრით, მაის-აგვისტოში დაინტერესებულმა გემთმფლობელებმა დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი დახარჯეს მეორადი  ყინულის კლასის ტანკერებზე, რაც ხუთჯერ მეტია, ვიდრე ერთი წლის წინანდელი მაჩვენებლები.

ირკვევა, რომ ამ პერიოდში გაიყიდა 42  ყინულის კლასის ტანკერი, ხოლო 2021 წელს გემთმფლობელებმა შესაბამისი დროის განმავლობაში მხოლოდ 12 ტანკერი იყიდეს. კომპანიის კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელის, რიჩარდ მეთიუსის განმარტა, რომ ტანკერებს ძირითადად ჩინური, თურქული და არაბეთის გაერთიანებული საამიროების კომპანიები ყიდულობდნენ.

„კომპანიებს, რომლებიც აპირებენ რუსული ექსპორტის ხელშეწყობას ზამთარში, დასჭირდებათ ყინულის კლასის გემები“, – თქვა მეთიუსმა.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნები 5 დეკემბრიდან რუსული ნავთობის საზღვაო იმპორტის აკრძალვას გეგმავენ. შედეგად, რუსული ნავთობის გადამზიდველები, სავარაუდოდ, ბალტიის ზღვისგან დაშორებით მდებარე დანიშნულების ადგილებში იმოძრავებენ, რის გამოც სპეციალური გემები გახდება საჭირო.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply