Author Archives: admin

გორის გარდა, ქარის ენერგიის ასათვისებლად საქართველოში 4 ლოკაციის შესწავლა მიმდინარეობს

ქარის ახალი ელექტროსადგურები თერჯოლისა და ტყიბულის ტერიტორიაზე მოეწყობა

თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ქარის ელექტროსადგურები მოეწყობა, – მთავრობამ „გოგნის ქარის ელექტროსადგურის“ პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელებაზე იმსჯელა. ელექტროსადგურის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 103,5 მგვტ იქნება, სავარაუდო წლიური გამომუშავება – 362 მლნ.კვტ.სთ, ხოლო საპროექტო ღირებულება – 130 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. მინისტრთა კაბინეტმა დღევანდელ სხდომაზე 11 საკითხი განიხილა. მთავრობის წევრებმა ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტები ,,პირისათვის საერთაშორისო კომპანიის ...

Read More »

ნავთობის ფასი მცირედით გაიზარდა

2022 წლის  17 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  91.85 (+0.22)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85.84 (+0.04)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

სემეკის წევრი გიორგი ფანგანი „თვინინგ ლაითის“ მმართველი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, გიორგი ფანგანმა ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში მიმდინარე თვინინგ ლაითის პროექტის მმართველი კომიტეტის სხდომა გახსნა. მან სიტყვით მიმართა სხდომის მონაწილეებს და დადებითად  შეაფასა ევროკავშირის დახმარება სემეკში დიგიტალიზაციის ხელშეწყობასა და სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით. სემეკის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ იტალიის ენერგეტიკული მომსახურების სამსახურისა (GSE) და საქართველოში ევროდელეგაციის წარმომადგენლები. მონაწილეებმა განიხილეს პროექტის მიმდინარეობა, ამ ეტაპზე განხორციელებული აქტივობები ...

Read More »

დავით ნარმანიამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სემეკის 2021 წლის ანგარიში წარადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სემეკის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში წარადგინა. დავით ნარმანიამ ისაუბრა 2021 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე, მომხმარებელთა ინტერესების დაცვასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში. სემეკის თავმჯდომარემ დეტალურად უპასუხა დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს, რომლებიც რეგულირებად სექტორებში ქსელზე ...

Read More »
ნორვეგიელები მცურავი გვირაბების აშენებას აპირებენ

ევროპაში კიდევ ერთ გაზსადენზე მოხდა ავარია

ნორვეგია საგანგებო სიტუაციას აცხადებს გაზსადენზე, რომლითაც დიდი ბრიტანეთი მარაგდება, წერს სააგენტო Bloomberg. ნორვეგიის პოლიციამ „გაურკვეველი ვითარების“ შესახებ განაცხადა გაზის ქარხანაში Ormen Lange, სადაც ნედლეული გადამუშავდება. საწარმო დიდი ბრიტანეთის გაზის მოხმარების 20%–ს უზრუნველჰყოფს. ადგილობრივი მედია ნორვეგიელი სამართალდამცველების განცხადებას ელოდება. „Ormen Lange–ზე ვითარება გაირკვა. ინციდენტთან დაკავშირებით პრესისთვის განცხადებას გავაკეთებთ“, – წერს ტვიტერზე ადგილობრივი პოლიცია. ნორვეგიელი სამართალდამცველები ობიექტს მას შემდეგ იცავენ, რაც ქვეყნის ...

Read More »

პარიზში საწვავისა ელქტროენერგიის ფასების ზრდა გააპროტესტეს

პარიზში ათასობით ადამიანმა ფასების ზრდა გააპროტესტა. აქციაში, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში გაიმართა, ულტრამემარცხენეთა ლიდერი ჟან-ლუკ მელანშონი და ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატი ანნი არნო მონაწილეობდნენ. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. აქციის მონაწილეები ხელფასებისა და სოციალური შემწეობის გაზრდას, ელექტროენერგიაზე ფასების დასტაბილურებას, დიდ შემოსავალზე გადასახადის დაწესებას და ეკოლოგიურ პროექტებში ინვესტიციების დაბანდებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები საწვავზე ფასების მატებას და საპენსიო ასაკის ზრდას აპროტესტებდნენ. აქციის ორგანიზატორთა ცნობით, ...

Read More »

მსოფლიო ბანკი: ჩინეთს კლიმატური მიზნების მისაღწევად $17 ტრილიონის ინვესტირება სჭირდება

ჩინეთის კლიმატისა და განვითარების გამოწვევების შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ აზიურ სახელმწიფოს კლიმატური მიზნების მისაღწევად $17 ტრილიონის დამატებითი ინვესტიციები სჭირდება. ინვესტიციები მოიცავს დაფინანსებას მწვანე ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიებისთვის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში, რათა ქვეყანამ შეძლოს და 2060 წელს წმინდა ნულოვან ემისიას მიაღწიოს. ანგარიშის თანახმად, რომელიც ერთ-ერთია Country Climate and Development Reports-ის სერიიდან, ჩინეთს, მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკას, ...

Read More »

რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დნეპროპეტროვსკის ოლქში ენერგოობიექტი დაზიანდა

რუსეთის სამხედრო ძალებმა გამთენიისას სარაკეტო შეტევა მიიტანეს უკრაინის დნეპროპეტროვსკის და სუმის ოლქებზე. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, ერთი რაკეტა მოხვდა ენერგოობიექტს, სადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა. სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დმიტრო ჟივიცკის ცნობით, სარაკეტო დარტყმა განხორციელდა კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტზე რომენსკის რაიონში. არიან დაშავებულები. კონკრეტულ ობიექტს ჟივიცკი ჯერჯერობით არ ასახელებს.  

Read More »

უკრაინის ენერგოკომპანია: გამოირთო ზაპოროჟიეს ატომურ სადგურთან დამაკავშირებელი ბოლო ხაზი

უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის ინფორმაციით, დღეს, 17 ოქტომბერს, რუსმა სამხედროებმა დაცხრილეს კიევის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე ქვესადგური, რომლის დაზიანების შედეგად გამოირთო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დამაკავშირებელი ბოლო, 750-კილოვოლტიანი ხაზი. ძაბვის ვარდნის გამო გაჩერდა სადგურის სარეზერვო ტრანსფორმატორი და ჩაირთო დიზელზე მომუშავე გენერატორები. უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის განცხადებით, რუსეთმა ტაქტიკა შეცვალა და ამჟამად ცდილობს უკრაინა და დანარჩენი მსოფლიო დააშანტაჟოს დაცხრილვით იმ ქვესადგურებისა, რომლებიც ზაპოროჟიეს ატომურ ...

Read More »

„ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში, სსე ახალციხისა და ბათუმის ქვესადგურების დამაკავშირებელი ხაზის მშენებლობის პროექტს ახორციელებს

„ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახალციხისა და ბათუმის ქვესადგურების დამაკავშირებელი 220-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტს ახორციელებს. პროექტი მოიცავს დაახლოებით 145 კმ სიგრძის, 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას ახალციხიდან ბათუმის ქვესადგურამდე და ორ ეტაპად ხორციელდება. პირველი ეტაპი, რომელიც ბათუმი – შუახევის 52 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას გულისხმობდა, დასრულებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალციხე-შუახევის 94 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები. ანძებისთვის მზადდება ...

Read More »