Author Archives: admin

ბლინკენი

ენტონი ბლინკენი – აშშ და ევროკავშირი პირობას დებენ, რომ იმუშავებენ შესაბამისად, რათა უზრუნველყონ ევროგაერთიანებისთვის ბუნებრივი აირის შეუფერხებელი მიწოდება

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი პირობას დებენ, რომ იმუშავებენ შესაბამისად, რათა უზრუნველყონ ევროგაერთიანებისთვის ბუნებრივი აირის შეუფერხებელი მიწოდება იმ ფონზე, როდესაც ევროპისთვის გაზის უდიდესი მიმწოდებელი, რუსეთის ფედერაცია უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალების თავმოყრას აგრძელებს, – ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარ ჟოზეფ ბორელთან ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ ახლა ვმუშაობთ, რათა ენერგომომარაგება ...

Read More »

ინდოეთი კრიპტო შემოსავალს 30%-ით დაბეგრავს

ინდოეთი ციფრული რუპიის გამოშვების პარალელურად კრიპტო ვალუტების დაბეგვრას გეგმავს. ქვეყანა ვირტუალური ფინანსური ინსტრუმენტებისკენ მიდრეკილ გლობალურ ტრენდს მიჰყვება. ქვეყნის ფინანსთა მინისტრის, ნირმალა სითარამანის განცხადებით, ნებისმიერი ვირტუალური აქტივის ტრანსფერიდან მიღებული შემოსავალი 30%-ით დაიბეგრება. ნაბიჯი გამოწვეულია ინდოეთში ვირტუალური მონეტების მზარდი პოპულარობით. ცენტრალური ბანკის გაფრთხილებების შემდეგ, რომელიც ფულის გათეთრებას, ტერორიზმის დაფინანსებას და ფასების არასტაბილურობას ეხებოდა, ქვეყანა ასეთი ინვესტიციების რეგულირებას ერთი ნაბიჯით უახლოვდება. ფინანსთა მინისტრმა ...

Read More »

დღეს, თბილისის რაიონებში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, ვაკის, საბურთალოსა და კრწანისის რაიონებში აბონენტების ნაწილს 8 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს IV, V მიკრორაიონებისა (ნაწილობრივ) და პოლიტკოვსკაიას ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის ...

Read More »

სალივანი: თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, Nord Stream 2 არ ამოქმედდება

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, Nord Stream 2-ის გაზსადენი არ ამოქმედდება. ამის შესახებ 6 თებერვალს, ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა NBC-ის ეთერში განაცხადა. სალივანმა განაცხადა, რომ აშშ დარწმუნებულია ევროპული ქვეყნები აპირებენ “სერიოზული ფასი გადაახდევინონ რუსეთს,” მაგრამ “რუსული გაზის შეწყვეტამდე და ევროპის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციამდე შორი გზაა.” გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტისგან მიიღო დავალება მსოფლიოში ბუნებრივი აირის მიმწოდებლები მოიძიოს, რათა გაუთვალისწინებელი ...

Read More »

აშშ-მა ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ სანქციები შეამსუბუქა

აშშ-ის ადმინისტრაციამ ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ ადრე დაწესებული სანქციების ნაწილი გააუქმა. ამის შესახებ Reuters იუწყება. ამასთანავე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ეს ფაქტი არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც ვაშინგტონის მხრიდან თეირანის მიმართ გარკვეული დათმობა. „სანქციებიდან გარკვეული გამონაკლისის დაშვება იმით არის განპირობებული, რომ მესამე ქვეყნებს ირანის უსაფრთხოების და ბირთვული გაუვრცელებლობის პროგრამებში მონაწილეობის მიღების საშუალება მიეცეს“, – განაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში. ამასთანავე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, ...

Read More »

საუდის არაბეთმა ბარელი ნავთობის ფასი $95-მდე გაზარდა, მსოფლიოში საწვავი ძვირდება

მსოფლიოს უმსხვილესმა ნავთობის მწარმოებელმა და ექსპორტიორმა სახელმწიფო კომპანიამ, Saudi Arabia Aramco-მ ბარელი ნავთობის ღირებულება 95 დოლარამდე გაზარდა, რამაც მსოფლიოს მასშტაბით საწვავისა და სხვა ენერგოპროდუქტების გაძვირება გამოიწვია. Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, 2022 წელს ნავთობის ღირებულება 100 დოლარს გადააჭარბებს, 2023 წლიდან კი, შესაძლოა, რომ ბარელის ღირებულებამ 110 დოლარსაც მიაღწიოს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდა ქართულ ბაზარზეც აისახება. Wissol-ის გენერალური დირექტორის, ვასილ ...

Read More »
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი სს "სართიჭალა გაზს" რეკომენდაციით მიმართვას

ენერგოომბუდსმენი: ყველა თეთრი, რომელიც აბონენტებმა ზედმეტად გადაიხადეს, უკლებლივ დაბრუნდება მათ ბალანსებზე

„ვინაიდან, ამ ორი კომპანიის („თელასისა“ და „თელმიკოს“) მისამართით, მოსახლეობის მასობრივი პრეტენზია უკვე განმეორებითია, მარეგულირებელ კომპანიასთან ერთად, გადავწყვიტეთ, ჩატარდეს ყოველმხრივი გენერალური შემოწმება. იქნება არა მხოლოდ დოკუმენტების გაცვლა და მათი შესწავლა, არამედ, მთლიანად, ტექნიკური ციკლის შესწავლა“, – აცხადებს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი. მისი თქმით, მოქალაქეებს, რომელთაც ზედმეტი თანხის გადახდა მოუწიათ, ეს თანხა ბალანსზე დაუბრუნდებათ. „შესწავლით, დადგინდება, რა რაოდენობის ადამიანური რესურსი და რა მეთოდით იწარმოება ...

Read More »

ნარმანია თელასსა და თელმიკოზე: მასობრივი არასწორი დარიცხვების შემთხვევაში ორმაგად დაჯარიმდებიან

მასობრივი არასწორი დარიცხვების შემთხვევაში “თელასი” და “თელმიკო” ორმაგად დაჯარიმდებიან, – აღნიშნულის შესახებ სემეკის დირექტორმა, დავით ნარმანიამ მედიასთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ ხსენებული კომპანიები არასწორი დარიცხვების გამო უკვე დაჯარიმდნენ. “თუ არასწორად იქნება დარიცხული, ერთეულ ასეთ შემთხვევაში დარიცხვების კორექტირება მოხდება, ხოლო თუ მასობრივი ხასიათი ექნება არასწორი დარიცხვის შემთხვევებს, გაორმაგებულად დავაჯარიმებთ “თელასს” 100 ათასი ლარით და “თელმიკოს” 150 ათასი ლარით. ...

Read More »

მცურავი კუნძულები ბალტიის ყურის სასუქებისგან გაწმენდას ემსახურება

ბალტიისპირეთის სამხრეთისთვის ჩვეული მრავალი ადგილის მსგავსად, კურშის ყურეს ჭარბი სასუქი აზიანებს. თუმცა ამ პრობლემის მოგვარებას ხელოვნური მცურავი ჭაობი უწყობს ხელს. ამ ჭაობის კუნძულს ჩვეულებრივი ლელქაში და ტირიფი ქმნის. როდესაც ეს მცენარეები იზრდებიან, ისინი ჭარბი აზოტითა და ფოსფორით იკვებებიან, რაც მდინარეებში უხვად ჩაედინება. საიდან მოდის ეს ნივთიერებები და რა გავლენას ახდენს  მცურავი კუნძულები? არტურას რათინკოვას-ბათიუკასი იმ პროექტის ხელმძღვანელია, რომელსაც ეს ინიციატივა ეკუთვნის. ...

Read More »

ჟოზეფ ბორელი – ევროკავშირში გაზი დაახლოებით ათჯერ ძვირია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო, რაც დიდ დატვირთვას აყენებს ელექტროენერგიის ფასებს

ევროკავშირში გაზი დაახლოებით ათჯერ ძვირია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო, რაც დიდ დატვირთვას აყენებს ელექტროენერგიის ფასებს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა, პირად ბლოგზე დაწერა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, გაზის ფასების ზრდამ 2021 წლის ბოლოსთვის ინფლაცია გაზარდა. ბორელის განცხადებით, თუ ენერგეტიკული ფასები 2022 წლის განმავლობაში მაღალი დარჩება, რაც უზრუნველყოფს უფრო მაღალ ინფლაციას, ეს სერიოზულად იმოქმედებს პანდემიის შემდგომ აღდგენაზე. „იმ მძიმე ...

Read More »