Author Archives: admin

იანვარში აზერბაიჯანში ყოველდღიურად 580,9 ათასი ბარელი ნედლი ნავთობის მოპოვება ხდებოდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, მიმდინარე წლის იანვრის თვეში აზერბაიჯანში ნავთობის დღიურმა მოპოვებამ (კონდენსატთან ერთად) შეადგინა 700,5 ათასი ბარელი. ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით Report ავრცელებს ინფორმაციას, რომ აქედან 580,9 ათასი ბარელი მოდის ნედლ ნავთობზე, ხოლო 119,6 ათასი ბარელი –  კონდენსატზე. აღსანიშნავია, რომ “OPEC+”-ის ქვეყნების მინისტრების 23-ე შეხვედრაზე მიღებული „თანამშრომლობის დეკლარაციის“ ფარგლებში, 2022 წლის იანვრის თვეში აზერბაიჯანში ნედლი ნავთობის დღიური მოპოვება  გაიზარდა კიდევ 7 ათასი ...

Read More »
სახელმწიფო კომპანიებისგან საწვავს 1.33–დან 1,47 ლარამდე ფასად შეიძენს

რამდენი ლარი ეღირებოდა საწვავი დღგ-სა და აქციზის გადასახადის გარეშე

კონკურენციის სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში 2021 წლის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საწვავზე ფასის დადგენის ფაქტორებიც მიმოიხილა. სააგენტოს ინფორმაციით, ჩვეულებრივ პირობებში, ქვეყანაში საცალო ფასწარმოქმნაზე რამდენიმე ძირითადი ფაქტორი მოქმედებს: საწვავის თვითღირებულება (საერთაშორისო ფასი), ლარის გაცვლითი კურსი, ფასზე ასახვის დროითი შუალედი, მოთხოვნა და ბიზნეს მოლოდინები და კონკურენტების ქცევა. კონკურენციის სააგენტოს მიერ დასახელებულ ფაქტორებს შორის ვერ მოხვდა სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული გადასახადები — დღგ და ...

Read More »

შემცირების შემდეგ, ნავთობის ფას კვლავ გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2022 წლის 16 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 94.81  (+ 1.53)   დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  93.66  (+  1.59)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
საქართველოდან უკრაინაში გაზის მიწოდება შესაძლოა 2-3 წელიწადში დაიწყოს

იტალიას TAP-ით გაზის იმპორტის 7-დან 10 მლრდ კუბურ მეტრამდე გაზრდა სურს

იტალიას ტრანსადრიატიკის მილსადენით (TAP) ბუნებრივი აირის იმპორტის წელიწადში 10 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდა სურს. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, მანლიო დი სტეფანომ გაზეთ La Repubblica-სთან ინტერვიუში განაცხადა. „TAP-მა იტალიას საშუალება მისცა, ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის შედეგები შეემსუბუქებინა. დღეს ბუნებრივი აირი ენერგეტიკულ ტრანზიციაში საკვანძო ელემენტია. ჩვენ მიზნად ვისახავთ, TAP-ით ბუნებრივი აირის მიწოდება წელიწადში 7 მილიარდიდან 10 ...

Read More »
საქართველოში საწვავზე ფასმა იმატა

საავტომობილო საწვავის ბაზარი კონკურენტულია – კონკურენციის სააგენტო

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს შეფასებით, 2021 წელს საავტომობილო საწვავის ბაზარზე კონკურენტული გარემო ჯანსაღია, თუმცა ეკონომიკური აგენტების მიმართულებით რეკომენდაციას გასცემს. „2013 წლიდან ბაზარზე დადებითი ცვლილებები შეინიშნება როგორც ბენზინის და დიზელის იმპორტის, ასევე საბითუმო და საცალო რეალიზაციის მიმართულებით. 2012 წელს, ბაზრის იმპორტის დონეზე წარმოდგენილი იყო 8 ეკონომიკური აგენტი, 2021 წელს მათი რიცხვი 39–ია. საცალო ბაზარზე 5 ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი 58%–ია, მაშინ როდესაც, ...

Read More »
აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

დღეს თბილისის ზოგიერთ რაიონს17 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონში 17 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. მთაწმინდის და კრწანისის რაიონები – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ბეთანიის და კოჯრის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, ზემო ვეძისის დასახლების, კვანტალიანის, პეტრე სარაჯიშვილის, ელგუჯა ამაშუკელის და მუხრან მაჭავარიანის ...

Read More »

შვედური კომპანია ხის ელემენტების შექმნაზე მუშაობს

შვედური კომპანია „ლიგნა ენერჯი“ ხის ელემენტებისა და ბატარეების შექმნაზე მუშაობს. პროდუქტი არა ხისგან, არამედ ლიგნინისგან მზადდება. ლიგნინი ხეში არსებული წებოვანი მასაა, რომელიც ხის სტრუქტურას კრავს. კომპანია „Ligna Energy-ის“ აღმასრულებელი დირექტორი პიტერ რინგსტადი ამბობს, რომ გაფხვიერებული ლინინგისგან იქმნება ფენა, რომელიც ძალიან თხელი რკინისა და პლასტმასის ფოლგაზე გადააქვთ. ასეთ ელემენტებს აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. ზოგს ლითიუმის ელემენტები არ მოსწონს, რადგან ...

Read More »
საუდის არაბეთში ყველაზე გრძელ სატრანსპორტო სისტემას ააშენებენ

მწვანე პროექტებისთვის საუდის არაბეთი სიმდიდრის ფონდს $80 მილიარდს გადასცემს

ნორვეგიისა და სინგაპურის სახელმწიფო ფონდებისთვის კონკურენციის გასაწევად და მწვანე პროექტებში ინვესტირებისთვის, საუდის არაბეთმა სუვერენულ სიმდიდრის ფონდს $80 მილიარდი გადასცა. საუდის არაბეთის სიმდიდრის ფონდი, სამეფოს დე ფაქტო მმართველის, პრინც მუჰამედ ბინ სალმანის განცხადებით, მსოფლიოს ნავთობის უდიდესი ექსპორტიორის Saudi Aramco-ს აქციების 4%-ს მიიღებს. საჯარო საინვესტიციო ფონდისთვის პრინცის მიერ წილის გადაცემა სამეფოს ნავთობის ეკონომიკის რესტრუქტურიზაციის მხარდამჭერი გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია. პრინც მუჰამედის განცხადებით, სამეფოს ...

Read More »

Ferrari და Qualcomm-ი თვითმართვად ელექტრომობილს ერთად შექმნიან

იტალიურმა ავტომწარმოებელმა, Ferrari-მ თვითმართვადი ტექნოლოგიის ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან, Qualcomm-თან სტრატეგიული კოლაბორაცია დაიწყო, რაც საბოლოო ჯამში, რამდენიმე წელიწადში, Ferrari-ს მიერ თვითმართვადი ავტომობილის გამოშვებით უნდა დასრულდეს. ამ ეტაპზე უცნობია, Qualcomm-ის რომელ ტექნოლოგიას გამოიყენებს Ferrari, მაგრამ, როგორც იტალიური ავტომწარმოებლის პრესრელიზში ვკითხულობთ, პირველ რიგში, დრო ციფრული სამართავი პანელის შექმნას დაეთმობა.

Read More »

ევროპის ყველაზე ენერგოდამოკიდებული ქვეყნები რუსეთის ენერგორესურსებზე

8 თებერვალს, ევროკავშირის ენერგომომარაგების სააგენტომ ACER-მა დაასახელა მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია და ბოსნია და ჰერცეგოვინა ევროპაში რუსეთის ენერგორესურსებზე ყველაზე დამოკიდებულ ქვეყნებად. ამის შესახებ სააგენტო Regnum-ი წერს. ACER-ის მონაცემებით, ჩრდილოეთ მაკედონია რუსულ გაზზე 100%-ით არის დამოკიდებული, სერბეთი 89%-ით, ბულგარეთი 77%-ით, სლოვენია 51%-ით. დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან რუსულ გაზზე დამოკიდებულებით ფინეთი გამოირჩევა, დამოკიდებულების მინიმალური დონე საფრანგეთს მიეკუთვნება – 24%. ამასთან, ადრე ჩრდილოეთ მაკედონიაში გამოაცხადეს ...

Read More »