აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

დღეს თბილისის ზოგიერთ რაიონს17 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონში 17 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ბეთანიის და კოჯრის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, ზემო ვეძისის დასახლების, კვანტალიანის, პეტრე სარაჯიშვილის, ელგუჯა ამაშუკელის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, მეფე არჩილის (ნაწილობრივ) და უნივერსიტეტის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), იმედაძის და ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილოს ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანი II მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და დუმბაძის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახეთის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილი-3 I კვარტლის (ნაწილობრივ) და საცხენისის ქუჩის მოსახლეობას.„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Leave a Reply