იანვარში აზერბაიჯანში ყოველდღიურად 580,9 ათასი ბარელი ნედლი ნავთობის მოპოვება ხდებოდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, მიმდინარე წლის იანვრის თვეში აზერბაიჯანში ნავთობის დღიურმა მოპოვებამ (კონდენსატთან ერთად) შეადგინა 700,5 ათასი ბარელი.

ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით Report ავრცელებს ინფორმაციას, რომ აქედან 580,9 ათასი ბარელი მოდის ნედლ ნავთობზე, ხოლო 119,6 ათასი ბარელი –  კონდენსატზე.

აღსანიშნავია, რომ “OPEC+”-ის ქვეყნების მინისტრების 23-ე შეხვედრაზე მიღებული „თანამშრომლობის დეკლარაციის“ ფარგლებში, 2022 წლის იანვრის თვეში აზერბაიჯანში ნედლი ნავთობის დღიური მოპოვება  გაიზარდა კიდევ 7 ათასი ბარელით – 661 ათას ბარელამდე/დღეში, ხოლო შემცირების ვალდებულება ითვალისწინებს 57 ათასი ბარელით.

Leave a Reply