Author Archives: admin

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

3 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.  ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის  გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, ირაკლი უჩანეიშვილი და ვახტანგ ტაბლიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ნუცუბიძის პლატოს III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის (ნაწილობრივ), სოფელი ლისის, ლისის ტბის ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,12 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 86,41 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში: აზერბაიჯანი ევროკავშირის საიმედო ენერგეტიკულ პარტნიორად ჩამოყალიბდა

აზერბაიჯანი ევროკავშირის საიმედო ენერგეტიკულ პარტნიორად ჩამოყალიბდა. აღნიშნულის შესახებ ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა Report-თან ინტერვიუში განაცხადა. „შარშანდელი ენერგეტიკული კრიზისის პიკის დროს, სამხრეთის გაზის კორიდორი აღმოჩნდა მილსადენებით ბუნებრივი აირის მიწოდების ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო ევროპისთვის. ხსენებული სადენით 2022 წელს ევროკავშირისთვის მიწოდებული გაზის მოცულობა დაახლოებით 8 მილიარდი კუბური მეტრიდან 11.4-მდე გაიზარდა, რაც 40%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. ბოლო წლებში, აზერბაიჯანი ევროკავშირის საიმედო ენერგეტიკულ ...

Read More »

გერმანია მწვანე წყალბადის ევროპულ მილსადენზე პარტნიორობას უერთდება

მწვანე წყალბადის მილსადენი, რომელიც საფრანგეთს ესპანეთიდან და პორტუგალიიდან მოამარაგებს, გერმანიამდე უნდა გაგრძელდეს. აღნიშნული გეგმა პარიზისა და ბერლინის მიერ წარმოდგენილი ახალი „ერთობლივი საგზაო რუკის“ ნაწილია, რომელიც „სამომავლო, განსაკუთრებით განახლებადი და დაბალი ნახშირბადის გამომყოფი პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიებში, ინვესტიციების გაძლიერებას“ ითვალისწინებს. H2Med-ის სახელით ცნობილი წყალქვეშა მილსადენი ექსპლუატაციაში სავარაუდოდ 2030 წელს შევა. მილსადენის საშუალებით, იბერიის ნახევარკუნძულიდან საფრანგეთამდე, განახლებადი ენერგიის გამოყენებით წარმოებული წყალბადის ტრანსპორტირება განხორციელდება. ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2023 წლის 2 თებერვლის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82.58 (-0.31)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 76.25 (-0.16)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

OPEC+-ის კომიტეტი რეკომენდაციას უწევს ნავთობის მოპოვების დონის შენარჩუნებას

შეხვედრის შემდეგ OPEC+-ის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრებმა ალიანსს ნავთობის მოპოვების ამჟამინდელი დონის შეცვლაზე რეკომენდაცია არ მისცეს. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას ორგანიზაციის პრესსამსახური ავრცელებს. დელეგატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება სამთო გეგმის მიმართ, რომელიც შეთანხმებული იყო 2022 წლის 5 ოქტომბერს. შემდეგი სხდომა 2023 წლის 3 აპრილს არის დაგეგმილი.

Read More »

ურსულა ფონ დერ ლაენი: ევროკავშირმა კარგ შედეგებს მიაღწია განახლებადი ენერგეტიკის კუთხით

ევროკავშირმა გასულ წელს პირველად მიიღო უფრო მეტი ელექტროენერგია განახლებადი ენერგიის წყაროებიდან, ვიდრე წიაღისეული საწვავის გამოყენებით. აღნიშნულის თაობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირმა გასულ წელს “გაორმაგდა კვლევების ინტენსივობა” განახლებადი ენერგიის გამომუშავების შესაძლებლობების მიმართულებით. „პირველად, ჩვენ ვაწარმოეთ უფრო მეტ ელექტროენერგია განახლებადი ენერგიით, ვიდრე ბუნებრივი აირით“, – განაცხადა მან.

Read More »

უკრაინის გავლით “გაზპრომის” გაზის მიწოდება ევროპაში 32%-მდე შემცირდა

“გაზპრომი” ევროპას უკრაინის გავლით დღეში 29,4 მლნ კუბური მეტრ გაზს აწვდის, რაც რაც 20%-ით აღემატება წინა დღის მაჩვენებელს, თუმცა მთლიანობაში მიწოდება შემცირებულია. აღნიშნულის თობაზე “გაზპრომის” წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა. “გაზპრომი” აწვდის რუსულ გაზს უკრაინის გავლით, უკრაინული მხარის მიერ დადასტურებული ოდენობით, გაზგამანაწილებელი Sudzha-ს მეშვეობით – 29,4 მილიონი კუბური მეტრის ოდენობით, 1 თებერვლის მდგომარეობით. თუმცა გაზგამანაწილებელ „სოხანოვკაზე“ განაცხადი უარყოფილია“, – განაცხადა მან. თუმცა, ...

Read More »

ენერგეტიკულ ბირჟაზე სიმულაციური ვაჭრობა იწყება

საქართველოს ენერგეტიკულმა ბირჟამ დაიწყო მზადება ელექტროენერგიის დღიური ბაზრის გაშვებისათვის. ამ მიზნით, 2023 წლის 13 თებერვლიდან დაიწყება სატესტო ვაჭრობა პლატფორმაზე. ენერგეტიკული ბირჟა კომპანიებს შესაბამის ტრენინგზე იწვევს, სადაც მათ გააცნობს დღიურ ბაზარზე ვაჭრობის მარეგულირებელ ძირითად ნორმებს; დღიურ ბაზარზე ფასწარმოქმნისა და  ფასის შეთავაზების პრინციპებს; დღიური ბაზრის პლატფორმას და მომხმარებლის გზამკვლევს; სიმულაციური ვაჭრობისათვის მომზადების ეტაპებს (განცხადების წარმოდგენა, რეგისტრაცია). ენერგეტიკულმა ბირჟამ მოქმედება 31 მარტიდან უნდა ...

Read More »
მაისის თვეში საწვავის იმპორტი შემცირდა

ევროკავშირის სანქციების გამო, აშშ-მ ზაფხულში შესაძლოა ბენზინის დეფიციტს განიცადოს

2023 წლის 5 თებერვლიდან ევროკავშირის (EU) შეზღუდვამ რუსეთიდან ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე შესაძლოა ფასების ნახტომი გამოიწვიოს, რაც ზაფხულისთვის აშშ-ში საწვავის დეფიციტს გამოიწვევს. ინფორმაციას Bloomberg-ზე ავრცელებს. სააგენტო აცხადებს, რომ ნიუ-იორკს და აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროს დიდ ნაწილს ამ ზაფხულს შესაძლოა ბენზინის დეფიციტი შეექმნას, რადგან ევროკავშირის აკრძალვა რუსულ საწვავზე ემუქრება სარეზერვო მიწოდების შეწყვეტას. საუბარია იმაზე, რომ ზაფხულობით ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპირო დამოკიდებულია ტრანსატლანტიკურ იმპორტზე. შეერთებულ ...

Read More »