“გაზპრომი” ევროპას უკრაინის გავლით დღეში 29,4 მლნ კუბური მეტრ გაზს აწვდის, რაც რაც 20%-ით აღემატება წინა დღის მაჩვენებელს, თუმცა მთლიანობაში მიწოდება შემცირებულია.
აღნიშნულის თობაზე “გაზპრომის” წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“გაზპრომი” აწვდის რუსულ გაზს უკრაინის გავლით, უკრაინული მხარის მიერ დადასტურებული ოდენობით, გაზგამანაწილებელი Sudzha-ს მეშვეობით – 29,4 მილიონი კუბური მეტრის ოდენობით, 1 თებერვლის მდგომარეობით. თუმცა გაზგამანაწილებელ „სოხანოვკაზე“ განაცხადი უარყოფილია“, – განაცხადა მან.
თუმცა, იანვრის დასაწყისიდან გაზის მიწოდების მოცულობა 44%-დან 32%-მდე შემცირდა.