Author Archives: admin

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ცნობით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 29 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. „საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, გოძიაშვილის, ირაკლი ფარჯიანის, თოფურიძის, გელოვანის, მუხრან მაჭავარიანის, ციალა გაბაშვილის, ჯორჯ ბალანჩინის, არზაყან (დიმიტრი) ემხვარის, გვირილების, პეტრიწის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ...

Read More »

Shell-მა დაიწყო მოლაპარაკებები “გაზპრომთან” ერთობლივ პროექტში “სახალინ-2”-ში წილის გაყიდვის თაობაზე

აქტივით ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაინტერესებული იყოს სხვა ვინმე, გარდა ჩინეთის სახელმწიფო კორპორაციებისა, ამიტომ გარიგება, სავარაუდოდ, ბრიტანული კომპანიისთვის არახელსაყრელი პირობებით დაიდება, აღნიშნავენ ისინი. კომპანია მოლაპარაკების ადრეულ ეტაპებზეა ჩინურ სახელმწიფო კორპორაციებთან – Cnooc-თან, CNPC-თან და Sinopec-თან 27.5%-იანი წილის გაყიდვის შესახებ, განაცხადეს FT-ის წყაროებმა. Shell-მა “გაზპრომთან” ერთობლივი პროექტებიდან, მათ შორის “სახალინ-2”-დან და “ჩრდილოეთ ნაკადი-2”-დან გასვლის შესახებ, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღეში განაცხადა. ჯგუფმა ...

Read More »

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად გამოაცხადა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად გამოაცხადა და ახლა მსოფლიოში მეორე ქვეყანაა, რომელმაც კრიპტოვალუტა კანონიერი გადახდის საშუალებად მიიღო. როგორც Bloomberg-ი წერს, ბიტკოინის გამოყენების ლეგალიზებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა (CAR) იმედოვნებს, რომ ინვეტიციებს მოიზიდავს. “მისი გამოყენება გაამარტივებს ფულადი გზავნილების გადარიცხვას, რაც ზოგჯერ შეიძლება სირთულეს წარმოადგენდეს ჩვენს ქვეყანაში”– განაცხადა ალბერტ მოკპემემ, პრეზიდენტ ტუადერას სპიკერმა.

Read More »

ამერიკელმა მკვლევრებმა მწვანე ენერგიის გადაცემის ახალი წყარო წარმატებით გამოცადეს

აშშ-ში საზღვაო კვლევითი ლაბორატორიის (NRL) მკვლევართა ჯგუფმა მწვანე ენერგიის გადაცემის ახალი წყარო წარმატებით გამოსცადა. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია” (GREDA) inceptivemind.com–ზე დაყრდნობით ავრცელებს. „აღნიშნული ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს, გადამცემი ხაზების ნაცვლად, ელექტროენერგია ლაზერის სხივის მეშვეობით, როგორც Wi-Fi (უსადენო კავშირი), ისე გადავცეთ. ამასთანავე ამ ტექნოლოგიით ჩვენ შევძლებთ ელ.ენერგია კოსმოსში და პირიქთ კოსმოსიდან დედამიწაზე გავაგზავნოთ“, – ნათქვამია კვლევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში. ...

Read More »

საქართველოში ნარჩენების მართვა კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

დედამიწის საერთაშორისო დღეს გარემოსდამცველები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ადამიანებს, გაუფრთხილდნენ და იზრუნონ პლანეტაზე. საქართველოში გარემოს დაცვის თვალსაზრისით, ერთ-ერთი მწვავე პრობლემა კვლავ ნარჩენების მართვაა. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში მდგომარეობა გამოსწორდა, თბილისსა და რეგიონებში კვლავ წააწყდებით არაერთ არალეგალურ ნაგავსაყრელსა და დაბინძურებულ რეკრეაციულ ზონას. პლასტმასის ნარჩენები, პოლიეთილენის პარკები, ვადაგასული საკვები პროდუქტები – ნარჩენები თბილისის ზღვის თითქმის მთლიან სანაპიროზეა მიმოფანტული. მათი ნაწილი წყლის ზედაპირზეც ტივტივებს. ტალღებს ნაგავი შორს მიაქვთ, ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 27 აპრილის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  105.32  (+  0.33)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  102.02  (+  0.32)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

რუსეთი ევროპისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტას შეუდგა

კრემლმა თავისი ყველაზე მძლავრი ეკონომიკური იარაღი მოქმედებაში მოიყვანა და ევროპისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტას შეუდგა. პირველი ქვეყანა პოლონეით აღმოჩნდა, რომელმაც ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდაზე კატეგორიული უარი განაცხადა. რუსეთი პოლონეთს „იამალის“ მილსადენით ბუნებრივ გაზს აღარ აწვდის, რის გამოც პოლონეთის გარემოს დაცვის სამინისტროში კრიზისული ჯგუფი შეიკრიბა. პოლონეთის ენერგეტიკულ კომპანიაში დაადასტურეს მიწოდების შეწყვეტა და აღნიშნეს, რომ კომპანიას ამასთან დაკავშირებით „გაზპრომისგან“ ოფიციალური განმარტება არ ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0.7 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,7 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 414,424 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა  1,57   მილიონი ბარელით  და შეადგინა  230,805  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა  1,45  მილიონი ბარელით და შეადგინა  107,286 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,8 ...

Read More »

რო­ბერტ ჰა­ბე­კი: გერმანიამ რუსეთიდან გაზის იმპორტი 35%-მდე შეამცირა – რუსულ გაზზე უარის თქმისთვის არარეალური უნდა ვცადოთ

გერ­მა­ნი­ის ვიცე-კან­ცლე­რის, ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის, რო­ბერტ ჰა­ბე­კის გან­ცხა­დე­ბით, მისი მთავ­რო­ბის მი­ზა­ნი რუ­სუ­ლი ენერ­გო­მო­მა­რა­გე­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა უნდა იყოს. ”გერ­მა­ნი­ამ რუ­სე­თი­დან გა­ზის იმ­პორ­ტი 35 პრო­ცენ­ტამ­დე შე­ამ­ცი­რა, რო­მე­ლიც ომის და­წყე­ბამ­დე 55 პრო­ცენტს შე­ად­გენ­და,” – აღ­ნიშ­ნა მან. მისი თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­მა­ვალ წლამ­დე რუ­სულ გაზ­ზე მთლი­ა­ნად უა­რის თქმა არა­რე­ა­ლუ­რია, ბერ­ლინ­მა ახლა “არა­რე­ა­ლუ­რი უნდა სცა­დოს“. “მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩვენ ახლა გარ­კვე­ულ­წი­ლად არა­რე­ა­ლუ­რი უნდა ვცა­დოთ,” – აღ­ნიშ­ნა ჰა­ბეკ­მა. მან ...

Read More »
ქვეყნები, სადაც განახლებადი ენერგიის სექტორი მზარდია

ევროკომისია 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის წილის სამიზნეს ზრდის

45%-იან განახლებად მიზანს უკვე აქვს ევროკავშირის ასამბლეის წამყვანი მომლაპარაკებლისა და განახლებადი ინდუსტრიული ჯგუფ SolarPower Europe-ის მხარდაჭერა. ევროკომისიის ახალი მიზნის განხორციელება ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებსა და ევროპარლამენტზეა დამოკიდებული. სწორედ ეს ჯგუფები აწარმოებენ მოლაპარაკებებს კლიმატური ცვლილებების კანონების ფარგლებში, განახლებადი მიზნების მიღწევისა და ევროკავშირის ემისიების სწრაფად შემცირების საკითხში. 2020 წელს ევროკავშირის მიერ გამოყენებული მზის, ქარისა და ბიომასის ანუ განახლებადი ენერგიის წილმა 22% შეადგინა. სუფთა ...

Read More »