ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად გამოაცხადა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად გამოაცხადა და ახლა მსოფლიოში მეორე ქვეყანაა, რომელმაც კრიპტოვალუტა კანონიერი გადახდის საშუალებად მიიღო.

როგორც Bloomberg-ი წერს, ბიტკოინის გამოყენების ლეგალიზებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა (CAR) იმედოვნებს, რომ ინვეტიციებს მოიზიდავს.

“მისი გამოყენება გაამარტივებს ფულადი გზავნილების გადარიცხვას, რაც ზოგჯერ შეიძლება სირთულეს წარმოადგენდეს ჩვენს ქვეყანაში”– განაცხადა ალბერტ მოკპემემ, პრეზიდენტ ტუადერას სპიკერმა.

Leave a Reply