რო­ბერტ ჰა­ბე­კი: გერმანიამ რუსეთიდან გაზის იმპორტი 35%-მდე შეამცირა – რუსულ გაზზე უარის თქმისთვის არარეალური უნდა ვცადოთ

გერ­მა­ნი­ის ვიცე-კან­ცლე­რის, ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის, რო­ბერტ ჰა­ბე­კის გან­ცხა­დე­ბით, მისი მთავ­რო­ბის მი­ზა­ნი რუ­სუ­ლი ენერ­გო­მო­მა­რა­გე­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა უნდა იყოს.

”გერ­მა­ნი­ამ რუ­სე­თი­დან გა­ზის იმ­პორ­ტი 35 პრო­ცენ­ტამ­დე შე­ამ­ცი­რა, რო­მე­ლიც ომის და­წყე­ბამ­დე 55 პრო­ცენტს შე­ად­გენ­და,” – აღ­ნიშ­ნა მან.

მისი თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­მა­ვალ წლამ­დე რუ­სულ გაზ­ზე მთლი­ა­ნად უა­რის თქმა არა­რე­ა­ლუ­რია, ბერ­ლინ­მა ახლა “არა­რე­ა­ლუ­რი უნდა სცა­დოს“.

“მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩვენ ახლა გარ­კვე­ულ­წი­ლად არა­რე­ა­ლუ­რი უნდა ვცა­დოთ,” – აღ­ნიშ­ნა ჰა­ბეკ­მა.

მან რუ­სე­თის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პო­ლო­ნე­თი­სა და ბულ­გა­რე­თის­თვის გა­ზის მი­წო­დე­ბის შე­წყვე­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით უწო­და მა­გა­ლი­თი იმ რე­ა­ლო­ბი­სა, “სა­დაც ენერ­გია ია­რა­ღად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა”.

“ისი­ნი მზად არი­ან შე­ა­ჩე­რონ გა­ზის მი­წო­დე­ბა. ჩვენ ამას სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა მი­ვუდ­გეთ და ეს ასე­ვე ეხე­ბა ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებს. ეს არის რე­ა­ლო­ბა – ეს არის რე­ა­ლო­ბა, სა­დაც ენერ­გია გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ია­რა­ღად და ჩვენ უნდა და­ვი­ნა­ხოთ, რომ არ ვართ და­უც­ვე­ლე­ბი, რო­დე­საც ენერ­გია გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ია­რა­ღად,“- გა­ნა­ცხა­და ჰა­ბეკ­მა.

მან გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბას მო­უ­წო­და, მო­მა­ვა­ლი 10 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და­აჩ­ქა­როს თხე­ვა­დი ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ტერ­მი­ნა­ლის მშე­ნებ­ლო­ბა.

Leave a Reply