Author Archives: admin

Visa უკვე 65 კრიპტოპლატფორმის პარტნიორია

დღევანდელი მდგომარეობით, გადახდების გიგანტი, Visa უკვე 65 კრიპტოპლატფორმისა და სავაჭრო ქსელის პარტნიორია. გარდა ამისა, კომპანიის განცხადებით, ფისკალური წლის პირველ კვარტალში კრიპტოსთან დაკავშირებულმა ბარათით გადახდებმა 2.5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს კი 2021 ფისკალური წლის საერთო გადახდების რაოდენობის 70%-ს წარმოადგენს. Visa-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ალ კელიმ აღნიშნული მოცემულობის შესახებ გასულ კვირას ისაუბრა. მისი განცხადებით, გადახდებში დღევანდელი ტენდენცია, მათ შორის კრიპტოგადახდების ტენდენციები, გადახდის ...

Read More »
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საკურორტო სეზონისთვის მზადებას განაგრძობს

ენერგო პრო ჯორჯია: ბაკურიანში საბაგიროს გაჩერება კომპანიის მიზეზით არ მომხდარა

„ენერგო-პრო ჯორჯია“- ს ინფორმაციით, ბაკურიანში ერთ-ერთი საბაგიროს გაჩერება კომპანიის მიზეზით არ მომხდარა: „მიტარბი და მიტარბის საბაგიროს მკვებავი ქსელი, შეუფერხებლად მარაგდებოდა ელექტროენერგიით. აღნიშნულ მონაკეთებს ელექტროენერგია მიეწოდება ფიდერიდან „კოხტა გორა“, რომელზეც შეფერხება არ მომხდარა”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, ბაკურიანში, მიტარბის პირველ ტრასასთან არსებული საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გაჩერდა. 6 თებერვალს, დაახლოებით 16 საათისთვის, ბაკურიანში, მიტარბის საბაგირო გაჩერდა, რის ...

Read More »

BP აბერდინის წყალბადის ქალაქის პარტნიორი გახდა

ნავთობისა და გაზის გიგანტი BP ბრიტანულ ქალაქ აბერდინის წყალბადის ამბიციების კომერციული პარტნიორი გახდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. აბერდინი მთავარი საზღვაო, ნავთობსამრეწველო და თევზსარეწი პორტი და სიდიდით მესამე ქალაქია შოტლანდიაში. უკვე კეთდება პროგნოზები, რომ თუკი ქალაქი წყალბადის ენერგიის წამყვანი ცენტრი გახდება, 10 წლის განმავლობაში ასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება. აბერდინის საკრებულოს ქალაქის განვითარებისა და რესურსების კომიტეტმა BP-ისთან პარტნიორობას მხარი დაუჭირა. ქალაქს უკვე ჰყავს ...

Read More »

აბონენტებზე დარიცხული დავალიანებების საკითხზე, სემეკმა „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმება დაიწყო – როდის მიიღებს კომისია გადაწყვეტილებას

იმის დასადგენად, არსებობს თუ არა ხარვეზები ენერგოკომპანიებში, სემეკმა „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმება დაიწყო. მათ მიერ აბონენტებისადმი დარიცხული დავალიანებების შესწავლისთვის, სემეკს 1 თვე აქვს, თუმცა, როგორც კომისიის წარმომადგენელი აცხადებს, საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ეცდებიან, საკითხის შესწავლა თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში დაასრულონ. „თუ აღმოჩნდება კონკრეტული, სალიცენზიო პირობების დარღვევები, ეს გადაეცემა კომისიას, რომელიც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იმსჯელებს დაჯარიმებაზე ან რაიმე სანქციაზე. თუ ეს ასე შეფასდება, როგორც ...

Read More »

გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოში ნურსულთან ნაზარბაევის სიძეს შეცვლის

მოელიან, რომ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი, რომელიც კომპანია Nord Stream AG-ის აქციონერთა კომიტეტის თავმჯდომარეა, რუსულ ენერგეტიკულ გიგანტ „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოში ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბევის სიძის, ტიმურ კულიბაევის, ადგილს დაიკავებს. როგორც „გაზპრომის“ 4 თებერვლის ცნობაშია მითითებული, დირექტორთა საბჭოს ახალ კანდიდატებს კომპანიის აქციონერთა ყოველწლიურ შეხვედრაზე, ივნისის ბოლოს დაამტკიცებენ. ტიმურ კულიბაევმა, რომელიც 2011 წლიდან არის „გაზპრომის“ მმართველთა საბჭოს წევრი, ყაზახეთში მომხდარი ...

Read More »

„თბილისი ენერჯი“ – დიდუბის რაიონში ერთ-ერთმა კომპანიამ შეუთანხმებელი სამუშაოებისას გაზსადენი დააზიანა, 3 400 აბონენტისთვის გაზმომარაგების აღდგენა 13:00 საათიდან დაიწყება

დიდუბის რაიონში ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ, „თბილისი ენერჯისთან“ შეუთანხმებელი სამუშაოების შესრულებისას გაზსადენი დააზიანა. „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, შედეგად 3 400 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. მათივე ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 13:00 საათიდან, ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებისთანავე და სრულად აღდგება დღის ბოლომდე. „გაზის მიწოდება შეუწყდა – მარჯანიშვილის ქ. 2, 3, 4, 16, 16-2, 16-3, 16-4 (16-4ა), 16-5, 18, დავით აღმაშენებლის გამზ. 104, 106, ...

Read More »

რამდენად დამოკიდებულია ევროპა რუსულ გაზზე

მოსკოვი ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება. რუსი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ თუ დასავლეთი უკრაინის ირგვლივ შექმნილი კრიზისის გამო მოსკოვს მასშტაბურ სანქციებს დაუწესებს, ევროპა რუსეთიდან ნავთობს, გაზსა და ლითონებს ვეღარ მიიღებს. შეერთებული შტატები და მოკავშირეები აქტიურად ეძებენ რუსული გაზის ალტერნატივას. მათ უკვე სთხოვეს ალჟირს, აზერბაიჯანსა და ნორვეგიას, რომ რუსეთის მიერ მუქარის შესრულების შემთხვევაში, ევროპას აირის მიწოდება გაუზარდონ. გაძვირებული აირი რუსეთსა და უკრაინას ...

Read More »

„თელასი“ აბონენტებს მიმართავს

სს „თელასი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ თუ მომხმარებლებს, რომელთაც მრიცხველის ჩვენებასთან, მოხმარებულ კილოვატსაათებთან დაკავშირებით პრეტენზია აქვთ, კომპანია „თელასს“ შესაბამისი განცხადებით მიმართონ. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, განცხადება უმოკლეს ვადებში იქნება განხილული. „იმ შემთხვევაში თუ მონაცემების შესწავლის პროცესში გამოიკვეთა ტექნური მიზეზით გამოწვეული უზუსტობა, აღნიშნული დაუყონებლივ გასწორდება და ინფორმაცია აბონენტს მიეწოდება. მომხმარებლებს შეუძლიათ მოგვაწოდონ ინფორმაცია: „თელასი“-ს ვებ-გვერდის ონლაინ ჩატის (www.telasi.ge) და facebook-გვერდის პირადი ...

Read More »

საწვავის აქციზიდან მიღებული შემოსავალი 12%-ით გაიზარდა

2021 წელს 2020 წელთან შედარებით, თამბაქოსა და საწვავის აქციზის გადასახადიდან საქართველოს ნაერთ ბიუჯეტში შესული თანხა 11.9%-ით გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2021 წელს აქციზის გადასახადიდან ბიუჯეტში 1.868 მლრდ ლარი შევიდა, რაც 249 მლნ ლარით აღემატება, წინა წლის მაჩვენებელს. აქციზის გადასახადიდან მიღებულმა შემოსულობებმა წლიურ გეგმას 2.4%-ით გადააჭარბა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების წლიური გეგმა (18.099 მლრდ) 101.5%-ით ...

Read More »

აბონენტებზე დარიცხული დავალიანებების საკითხზე, სემეკი „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმებას დღეიდან იწყებს

იმის დასადგენად, არსებობს თუ არა ხარვეზები ენერგოკომპანიებში, სემეკი „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმებას დღეიდან იწყებს. მათ მიერ აბონენტებისადმი დარიცხულ დავალიანებებს სემეკი დღეიდან 1 თვის განმავლობაში შეისწავლის. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაში აცხადებენ, რომ მომხმარებლებს ზედმეტად გადახდილი თანხები ბალანსზე უკან დაუბრუნდებათ. ბოლო თვეებში ასობით მომხმარებელი აღნიშნავს, რომ ელექტროენერგიის არაადეკვატურად გაზრდილი გადასახადი მისდის. დეკემბერსა და იანვარში გაზრდილი გადასახადის გამო, სემეკში, უკმაყოფილო მოქალაქეების უამრავი საჩივარია შესული.

Read More »