Author Archives: admin

„ენგურჰესი” ჩამქრალი ენერგოსისტემის აღდგენას შეძლებს

მონიტორინგის მიზნით, ქართველი და გერმანელი წამყვანი მეცნიერები ენგურჰესზე საველე სამუშაოებს ატარებენ

მაღალი კაშხლის სიცოცხლისუნარიანიბის გახანგრძლივების მონიტორინგის ფარგლებში, ენგურჰესზე საველე სამუშაოები მიმდინარეობს. ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა უნიკალური აპარატურა, დაინერგა ინოვაციური მეთოდები და ჩატარდა კომპლექსური კვლევები. საველე სამუშაოებს ქართველი და გერმანელი წამყვანი მეცნიერები ერთობლივად ახორციელებენ. მეცნიერების განცხადებით, ჩატარებული სეისმოლოგიური, გეოლოგიური და გეოდეზიური სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ 30 წლის შემდეგ ენგურჰესის ხანმედეგობა დასრულდება. უახლესი აპარატურით ჩატარებული საველე სამუშაოები კი საშუალებას იძლევა ზუსტად დადგინდეს, თუ ...

Read More »

სერბეთი აზერბაიჯანთან ელექტროენერგიის შესყიდვაზე შეთანხმდა

სერბეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია EPS აზერბაიჯანთან 2600 მგვტ/სთ ელექტროენერგიის შესყიდვაზე შეთანხმდა. ამის შესახებ სერბეთის ვიცე-პრემიერმა, სამთო და ენერგეტიკის მინისტრმა ზორანა მიხაილოვიჩმა Reuters-ს განუცხადა. მიხაილოვიჩმა აღნიშნა, რომ ბელგრადი ამჟამად, ამ ელექტროენერგიის გადაცემაზე მოლაპარაკებებს თურქეთთან აწარმომებს. მისი თქმით, სერბეთი ასევე განიხილავს ელექტროენერგიის დამატებით იმპორტს უნგრეთიდან. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანში ელექტროენერგიის წარმოება 2,6 პროცენტით გაიზარდა. ამ პერიოდში ქვეყანაში 19,115 ...

Read More »
ნორვეგიელი მუშების გაფიცვამ ნავთობის ფასი გაზარდა

უკრაინის ომის დაწყებიდან, ნორვეგიის ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან დამატებითი შემოსავალი 200 მილიარდი ევროს შეადგენს

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ევროპის გაზით მომარაგების საკითხი პრიორიტეტულად იქცა. რუსული გაზის მიწოდების შეზღუდვას ნორვეგიიდან მიწოდების ზრდა მოჰყვა.  შედეგად, ქვეყნის სავაჭრო ბალანსი 20 მილიარდი ევროს პროფიციტშია. ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან დამატებითი, მოულოდნელი შემოსავალი დაახლოებით 200 მილიარდი ევროა. ნორვეგიაში ეს ამბავი ახარებთ, მაგრამ ადარდებთ კიდეც – ომით გამორჩენის მიღება. “იშვიათად, მაგრამ ისეც ხდება ხოლმე, რომ მეტი ფულის მოგება, სახალისო ...

Read More »

ერდოღანი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ თურქეთი რუსული გაზის 25 პროცენტს რუბლებში შეისყიდის

„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა ბუნებრივი აირისა და უკრაინული მარცვლეულის საკითხები განიხილეს. გავრცელებული ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ ანკარა რუსული გაზის 25 პროცენტს რუბლებში შეისყიდის. „საკითხი შეთანხმებულია, ამ მიმართულებით მუშაობა ჩვენი შეთანხმებების შესაბამისად წარიმართება. ჩვენ მზად ვართ, მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი მიწოდება თურქეთში ყველა მიმართულებით, რომელიც თქვენთვის საინტერესოა“, – განაცხადა პუტინმა ერდოღანთან შეხვედრისას. ამასთან, რუსული ...

Read More »

სექტემბრის პირველ 2 კვირაში საექსპორტო შემოსავლების სიდიდით მე-2 წყარო უკრაინაში ელექტროენერგია გახდა

სექტემბრის პირველ ორ კვირაში ელექტროენერგიის ექსპორტმა 131 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ახალი სავაჭრო რეკორდია. უკრაინისთვის ტრადიციულად ყველაზე დიდი საექსპორტო შემოსავლის მომტანი რაფსის და ხორბლის შემდეგ ელექტროენერგიამ მეორე ადგილი დაიკავა. მადლობა ტარას კაჩკას (უკრაინის ეკონომიკის მინისტრ – „აიპრესი”) კარგი ახალი ამბისთვის, – წერს ფეისბუქზე უკრენერგოს გამგეობის ხელმძღვანელი ვოლოდიმირ კუდრიცკი და დასძენს, რომ რეკორდმა ხელი შეუწყო სავაჭრო დეფიციტის შემცირებას და უკრაინის სახელმწიფოთაშორისი ...

Read More »

ნავთობისა და გაზის მოპოვება, გადამუშავება და ტრანსპორტირება

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორთა საბჭოს რეკომენდაციითა და მხარდაჭერით შემუშავდა და გამოიცა მონოგრამა “ნავთობისა და გაზის მოპოვება, გადამუშავება და ტრანსპორტირება”, რომლის ავტორიც პროფესორი თეიმურაზ გოჩიტაშვილია. ნაშრომში მოცემულია ნავთობისა და გაზის მოპოვებასთან, გადამუშავებასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პროცესების, მოწყობილობებისა და სისტემების ძირითადი საცნობარო მასალები. მასში შედარებით ვრცლად არის განხილული ნავთობ- და გაზსადენების დაპროექტების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის საკითხები, რაც განპირობებულია საქართველოს, როგორც ...

Read More »

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი – გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს ჩინეთისკენ მიმავალი ალტერნატიული გაზსადენი, „ციმბირის ძალა 2“ ჩაანაცვლებს

გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს ჩინეთისკენ მიმავალი ალტერნატიული გაზსადენი, „ციმბირის ძალა 2“ ჩაანაცვლებს. ამის შესახებ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა. „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობა, რომელსაც გაზი ევროპაში უნდა ჩაეტანა, 2021 წელს დასრულდა, თუმცა მისი სერტიფიცირება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. რუსმა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი და ჩინეთი მალე მოაწერენ ხელს შეთანხმებას, რომელიც „ციმბირის ძალა 2“-ით წელიწადში ჩინეთისთვის 50 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ...

Read More »

სანქციების მიუხედავად, რუსეთის უმსხვილესი სახელმწიფო ნავთობის ფირმა აგრძელებს წარმოების ზრდას

როსნეფტის თქმით, წლის პირველ ნახევარში წმინდა შემოსავალი 13%-ით გაიზარდა და დაახლოებით 7,2 მილიარდი დოლარი შეადგინა — აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Business Insider-ი აქვეყნებს. დასავლეთის სანქციების მიუხედავად, რუსეთის უმსხვილესი სახელმწიფო ნავთობის ფირმა აგრძელებს წარმოების ზრდას. კომპანიის მიერ წიაღისეული საწვავის წარმოება გაიზარდა 1,5%-ით, ანუ დაახლოებით 4,85 მილიონი ბარელი ნავთობი დღეში. Rosneft Oil, რუსეთის უმსხვილესი სახელმწიფო ნავთობკომპანია, იტყობინება, რომ წლის პირველ ნახევარში მოგება 13%-ით გაიზარდა  და შეადგინა დაახლოებით ...

Read More »

“ოკუპანტები ტექნიკას კახოვკის ჰესის ტერიტორიაზე ეზიდებიან”

რუსული ჯარები კახოვკის ჰიდროელექტროსადგურში ეზიდებიან ტექნიკას,– იუწყება ხერსონის რეგიონალური საბჭოს დეპუტატი სერგეი ხლანი. „ხერსონის რეგიონი. ადგილობრივები იუწყებიან, რომ ორკებმა კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურში 100-ზე მეტი ტექნიკა შეიტანეს. კარიბჭის ნანგრევებით ამოვსებას აპირებენ. საინჟინრო გადაწყვეტა არს ისეთია, მაგრამ დაე, შეიტანონ – HIMARS მზად არის“, – დაწერა ხლანმა. სხვა წყაროებს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებიათ. უკრაინის ოპერატიული სარდლობა “სამხრეთ” მანამდე იტყობინებოდა, რომ უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ საცეცხლე ...

Read More »

აშშ ევროკავშირისთვის გათხევადებული გაზის მიწოდებას ზრდის

აშშ აქტიურად ზრდის ევროპაში გათხევადებული გაზის მიწოდებას. ამის შესახებ LPG სააგენტოს Argus-ის ხელმძღვანელმა განაცხადა. მისი თქმით, უკვე 8 აგვისტოს მდგომარეობით, ამერიკული თხევადი გაზის ევროპაში იმპორტი აღემატება მთელი წინა წლის მაჩვენებელს. „ გასულ წელს ეს მაჩვენებელი იყო 3,98 მლნ ტონა, ხოლო 2022 წლის 8 აგვისტოსთვის ამ მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 4 მილიონ ტონას. წლის ბოლომდე ველოდებით 7 მლნ ტონა მიწოდებას,“ – განაცხადა ...

Read More »