მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ევროპის გაზით მომარაგების საკითხი პრიორიტეტულად იქცა. რუსული გაზის მიწოდების შეზღუდვას ნორვეგიიდან მიწოდების ზრდა მოჰყვა.
შედეგად, ქვეყნის სავაჭრო ბალანსი 20 მილიარდი ევროს პროფიციტშია. ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან დამატებითი, მოულოდნელი შემოსავალი დაახლოებით 200 მილიარდი ევროა.
ნორვეგიაში ეს ამბავი ახარებთ, მაგრამ ადარდებთ კიდეც – ომით გამორჩენის მიღება. “იშვიათად, მაგრამ ისეც ხდება ხოლმე, რომ მეტი ფულის მოგება, სახალისო ამბავი სულაც არააო,” უთქვამს ენერგეტიკის მინისტრს ტერიე ოსსლანდს.
იგივეს ამბობს იქაური პრესაც, ომით გამორჩენის მიღება ცუდი საქციელიაო და ასკვნის – იმაზე უნდა ვიფიქროთ, ეს ფული ღირსეულად როგორ დავხარჯოთო.
მწვანეთა პარტია წინადადებით გამოვიდა, რომ მილიარდობით ევრო ამ თანხიდან უკრაინისთვის “მარშალის გეგმის” ანალოგის დასაფინანსებლად გამოიყენონ. ამ ამბავს მმართველი მემარჯვენე ცენტრისტული პარტიაც ეთანხმება და აქტიურად განიხილავს თურმე.
წყარო: “ევროპის მოამბე”