Author Archives: admin

ბელორუსი უკრაინაში ელექტროენერგიის მიწოდებას წყვეტს

ბელორუსის ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდება 18 ნოემბრიდან შეუწყდება. მათივე ინფორმაციით, მიწოდების აღდგენა „ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით“ იქნება განხილული. “უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდება 18 ნოემბრიდან შეუწყდება, სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში ურთიერთქმედების დადგენილი წესით“, – ნათქვამია სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში. აღნიშნულია, რომ „უკრაინაში ელექტროენერგიის შემდგომი მიწოდების შესაძლებლობას ბელორუსული მხარე ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით განიხილავს“.

Read More »
ნავთობის ფასის სამომავლო ტენდენციები ბუნდოვანია

IEA მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნილების ზრდას ვარაუდობს

საერთაშორისო ენერგეტიკულმა  სააგენტომ (IEA) თითქმის უცვლელი დატოვა პროგნოზები 2021-2022 წლებში ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილებასთან დაკავშირებით: მიმდინარე წელს კვლავ ივარაუდება მისი ზრდა 5,5 მილიონი ბარელით/დღეში, ხოლო 2022 წლისთვის პროგნოზი გაზრდილია 0,1 მილიონი ბარელით 3,4 მილიონ ბარელამდე/დღეში. სააგენტოს ნოემბრის თვის ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილება იზრდება ბენზინის აქტიურ მოხმარებასთან და საერთაშორისო მოგზაურობის ზრდასთან დაკავშირებით, ვინაიდან სულ უფრო მეტი ქვეყანა ხსნის ...

Read More »

პოლონეთის პრემიერი – პოლონეთი საჭიროდ თვლის, დაუყოვნებლივ შეჩერდეს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი

პოლონეთი საჭიროდ თვლის, დაუყოვნებლივ შეჩერდეს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი და აპირებს, ამ ნაბიჯის გადადგმისკენ გერმანიის მომავალ კანცლერს, ოლაფ შოლცს მოუწოდოს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ გერმანულ „ბილდთან“ საუბარში განაცხადა. „ჩვენ ახლა პოლონეთში ევროკავშირის საზღვრებს ვიცავთ. თუ უფრო ფართო პერსპექტივაზეა საუბარი, მაშინ ერთად ვიმუშაოთ მშვიდობისთვის და არ მივცეთ ვლადიმირ პუტინს დამატებითი თანხები, რომლითაც მას შეუძლია გააგრძელოს შეიარაღება“, – აღნიშნა მორავიეცკიმ. მანამდე, 16 ნოემბერს, ქსელების თაობაზე ფედერალურმა სააგენტომ (BNetzA) ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 17 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  80.28 (- 2.15)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  78.36 (- 2.40)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »
აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: დიდუბის რაიონი – 11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის პირველი კვარტლის (ნაწილობრივ), მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას და ნოდარ ბოხუა ქუჩების მოსახლეობას; ნაძალადევის რაიონი – 10:30-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის და ჭოპორტის ქუჩის მოსახლეობას; სამგორის რაიონი – 10:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და მამისაშვილის ...

Read More »

როგორ ხვდება ბიზნესი სიახლეს – გაზზე მომუშავე ტექნიკის რეგულაციები 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება

ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობების იმპორტისა და რეალიზაციისთვის ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე დაახლოებით ორი კვირა რჩება. რეგლამენტი, რომელიც იმპორტიორებს და მწარმოებლებს მოწყობილობების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად დაპროექტებული და წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას ავალდებულებს, საბოლოოდ 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება. ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობებისთვის ახალ ნორმებს აწესებს, რამდენჯერმე გადავადდა. რეგულაცია იანვარში უნდა ამოქმედებულიყო, რომელიც ჯერ 1-ლი ივლისიდან 1-ელ სექტემბრამდე, შემდგომ კი 1-ელ ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,17%-ით, 0,97 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 83,90 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ტემპერატურის 2°C-ით მომატება მსოფლიოში 1 მილიარდ ადამიანს დააზარალებს

მსოფლიოში ტემპერატურის 2°C-ით მომატების შემთხვევაში, სითბური დარტყმა მილიარდ ადამიანს დააზიანებს. დიდი ბრიტანეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის, Met Office-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2°C-ის მატებამ შეიძლება გამოიწვიოს სითბოს და ტენიანობის პოტენციურად ფატალური ნაზავის 15-ჯერ მატება. გლაზგოში COP26 კლიმატის კონფერენციაზე გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ტემპერატურის 4°C-ით მატება ნიშნავს, რომ მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი დაზარალდება. სითბური დარტყმის რისკის შესაფასებლად Met Office-მა კვლევაში გამოიყენა ინდიკატორი, ...

Read More »
“როსნეფტის” 19.5%-იანი წილი შესაძლოა ჩინურმა და ინდურმა კომპანიებმა შეიძინონ

როსნეფტი 2022 წლის შუა რიცხვებისთვის ნავთობის ფასის 120 დოლარამდე ზრდას ვარაუდობს

2022 წლის პირველი ნახევრის ბოლოსთვის ნავთობის ფასმა შესაძლოა მიაღწიოს 120 დოლარს/ბარელზე. როსნეფტის ვიცე-პრეზიდენტის ოტაბეკ კარიმოვის განცადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „ჩვენ ნამდვილად ვხედავთ, რომ ნავთობის ფასმა მომდევნო ნახევრის ბოლოს შესაძლოა მიაღწიოს 120 დოლარს/ბარელზე “, – განაცხადა მან. მისი თქმით, მსოფლიოში ენერგორესურსების ძალიან სერიოზული დეფიციტია და ამან არ შეიძლება არ იმოქმედოს ფასებზე. კარიმოვმა აღნიშნა, რომ “OPEC +”-ის ქვეყნებს არ შეუძლიათ ...

Read More »

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, წალკის მუნიციპალიტეტის 10 დასახლებულ პუნქტში გაზიფიცირების სამუშაოებს აწარმოებს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, წალკის მუნიციპალიტეტის 10 დასახლებულ პუნქტში, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს. დაშბაშში, კოხტაში, ბეშთაშენში, სამადლოში, ახალშენში, იმერაში, ბარეთში, არჯევან-სარვანში, საბეჭისსა და თეჯისში პროექტის ფარგლებში, ჯამურად აშენდება 93 918 გრძივი მეტრი გაზსადენი და 2 092 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 4 385 667 ლარს. გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში, წალკის მუნიციპალიტეტში სულ ...

Read More »