Author Archives: admin

„გაზპრომმა“ აზერბაიჯანისთვის გაზის მიწოდება დაიწყო

პოლონეთი და სლოვენია რუსული გაზის საფასურს რუბლებში არ გადაიხდაინ

პოლონური ნავთობისა და გაზის კომპანია PGNiG (Polskie Górnictwo Naftowe i Gazownictwo) აცხადებს, რომ ისინი ვერ ხედავენ ბუნებრივი აირის საფასურის მხოლოდ რუსული რუბლით გადახდის შესაძლებლობას, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 23 მარტს მოითხოვა. ამის შესახებ 24 მარტს პრესკონფერენციაზე PGNiG-ის გამგეობის ხელმძღვანელმა პაველ მაიევსკიმ განაცხადა. “ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს. იამალის კონტრაქტი, რომლის დეტალებს ვერ ვამხელ, ითვალისწინებს ფასის დარეგულირების გზას”, – განაცხადა მან. ამავდროულად, ...

Read More »

შოლცი გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე უარს ამბობს

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცმა უარყო რუსეთის მოთხოვნა, რომ ევროკავშირმა და აშშ-მა რუსული გაზის საფასური რუბლებში უნდა გადაიხადოს. politico-ს ცნობით, შოლცი ამტკიცებს, რომ გაზის შესყიდვის ხელშეკრულებების უმეტესობა გადახდას ევროში ან აშშ დოლარში ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, პუტინმა დასავლეთის სანქციების საპირისპიროდ განაცხადა, რომ ე.წ. არამეგობრულმა ქვეყნებმა, მათ შორის, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა რუსული გაზის იმპორტის საფასური რუბლებში უნდა გადაიხადონ. politico-ს შეფასებით, პუტინს ეს ...

Read More »
“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

იაპონიამ და საფრანგეთმა რუსული გაზის ტერმინალის მშენებლობაში ინვესტიციები გაყინეს

იაპონელმა და ფრანგმა ინვესტორებმა შეაჩერეს რუსული გაზის კერძო კომპანიის Novatek-ის 23 მილიარდი დოლარის დაფინანსება ჩრდილოეთ რუსეთში თხევადი ბუნებრივი აირის ქარხნის ასაშენებლად – ამის შესახებ იაპონური საინფორმაციო სააგენტო Nikkei იტყობინება. „იაპონიამ და საფრანგეთმა შეწყვიტეს ახალი ინვესტიციების განხორციელება რუსეთის არქტიკაში თხევადი ბუნებრივი აირის ძირითად პროექტში, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამო“, – წერს Nikkei. გავრცელებული ინფორმაციით, სანქციებმა ფინანსურ ინსტიტუტებს საშუალება არ მისცეს, გადაერიცხათ პროექტის დასაფინანსებლად ...

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

რა ღირს საწვავი საქართველოში – ქართულ ბაზარზე მოქმედი ძირითადი კომპანიების ფასები

საქართველოში საწვავის ფასი საგრძნობლად გაიზარდა და ამას უკვე ყველა ამჩნევს. ეს ფაქტი, პირველ რიგში, გლობალურ ბაზარზე ფასების მატებითაა გამოწვეული. ზოგადად, საწვავის ფასის დადგენისას რამდენიმე ფაქტორია მნიშვნელოვანი. მათ შორის, გადამუშავებული საწვავის საერთაშორისო ფასი (Platts), ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით. ასევე, საწვავის ფასზე მოქმედებს სახელმწიფო აქციზის გადასახადი, დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) და საოპერაციო ხარჯები. 2021 წლის მარტის პერიოდში, ბარელი ნავთობის ფასი ...

Read More »
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ანკარა რუსული გაზის შეძენის საკითხს გადახედავს

ერდოღანი: ბუნებრივი აირის თითქმის ნახევარს რუსეთისგან ვყიდულობთ – ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში ვერ დავტოვებ

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი რუსული გაზის შესყიდვის საკითხთან დაკავშირებით რადიკალურ ნაბიჯებს ვერ გადადგამს. „ბუნებრივი აირის თითქმის ნახევარს რუსეთისგან ვყიდულობთ. ამასთანავე, რუსეთთან ერთად ატომურ ელექტროსადგურს ვაშენებთ. ამ საკითხს განზე ვერ გადავდებთ. ასე რომ, აქ ვერაფერს ვიზამთ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სენსიტიურობა ამ საკითხთან დაკავშირებით. ჯერ ერთი, მე ვერ დავტოვებ ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში. მეორეც, მე ვერ შევაჩერებ ჩვენს ინდუსტრიას“, ...

Read More »

რუსეთმა შესაძლოა, ზოგიერთი ქვეყნისგან ნავთობისა და ბუნებრივი აირის მიწოდების საფასური ბიტკოინებში მიიღოს

რუსეთმა შესაძლოა, ზოგიერთი ქვეყნისგან, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მიწოდების საფასური, ბიტკოინებში მიიღოს, – იუწყება BBC. გამოცემის ცნობით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ენერგეტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა პაველ ზავალნიმ განაცხადა, რომ „მეგობარ“ ქვეყნებს, ასევე შეუძლიათ, ადგილობრივ ვალუტაში გადაიხადონ. ასეთ ქვეყნებში მან, მათ შორის თურქეთი და ჩინეთი დაასახელა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 23 მარტს თქვა, რომ მოსკოვი „არამეგობრულ“ ქვეყნებს გაზს მხოლოდ რუბლში მიჰყიდის. ამ ქვეყნებს შორის ...

Read More »

IDFI: რუსეთიდან იმპორტირებული ელენერგია, შესაძლოა, მეგობარი ქვეყნებიდან ჩანაცვლდეს

უკრაინის მიმართ რუსეთის მხრიდან გამოვლენილი აგრესია და რეგიონში საომარი მოქმედებების დაწყება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე. IDFI -ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში მოცემულია საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება მეზობელი ქვეყნის და მეგობარი ქვეყნის ეკონომიკების მიმართ. კვლევა ასახავს: ვაჭრობის, ფულადი გზავნილების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ენერგეტიკული ბაზრის არსებულ მდგომარეობას და მოსალოდნელ დინამიკას. “საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების შეფასება მოგვცემს საშუალებას, მოვახდინოთ მიმდინარე გამოწვევების იდენტიფიცირება და ...

Read More »

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროპელებს გვსურს, დივერსიფიცირება რუსეთისგან, აშშ-ის გადაწყვეტილება, მოგვაწოდოს გაზი, არის დიდი ნაბიჯი ამ მიმართულებით

ევროპელებს გვსურს, დივერსიფიცირება რუსეთისგან და სანდო მომწოდებლებზე ორიენტირება. მაშასადამე, აშშ-ის გადაწყვეტილება, რომ მოგვაწოდოს გაზი, არის დიდი ნაბიჯი ამ მიმართულებით, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მონაწილეობდა. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება სტრატეგიული მარცხი ვლადიმერ პუტინისთვის. „ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ წინ აღვუდგეთ რუსეთის სასტიკ ომს. ეს ...

Read More »

ჯო ბაიდენი – რუსული გაზის აღმოფხვრას ექნება თავისი საფასური, მაგრამ ეს არის სწორი ნაბიჯი მორალური თვალსაზრისით

რუსული ბუნებრივი რესურსების იმპორტი შევწყვიტეთ, რომ ცხადად გვეთქვა, ამერიკის მოსახლეობა არ არის უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი და გაუმართლებელი ომის სუბსიდირების ნაწილი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „პირველ რიგში, შეთანხმება ეხება რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირებას. პუტინი იყენებს ენერგეტიკულ რესურსებს მეზობლების იძულებისთვის და მანიპულირებისთვის, საომარი მანქანის ფუნქციონირებისთვის. სწორედ ამიტომ, შევწყვიტეთ რუსული ბუნებრივი რესურსების იმპორტი, რომ ცხადად ...

Read More »

დასრულდა დრო, როცა რუსეთი ენერგეტიკას შანტაჟისთვის იყენებდა – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ დასრულდა დრო, როცა რუსეთი ენერგეტიკას შანტაჟისთვის იყენებდა. მისი თქმით, რუსეთს არ მიეცემა უფლება, ნავთობისა და გაზისთვის გადახდა რუბლებში მოითხოვოს, რადგან ეს სანქციებისთვის გვერდის ავლა იქნება. „ეს იქნება ცალმხრივი გადაწყვეტილება და ხელშეკრულების აშკარა დარღვევა. ეს იქნება სანქციების გვერდის ავლის მცდელობა. ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი სანქციების გვერდის ავლას. დრო, როდესაც ენერგეტიკა შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო ჩვენი ...

Read More »