Author Archives: admin

აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

ჩეხეთი რუსული გაზის საფასურს რუბლებში არ გადაიხდის. ქვეყანა რუსეთიდან 90%-ზე მეტად მარაგდება

ჩეხეთი რუსეთის პირობებს არ შეასრულებს და გაზის მიწოდების საფასურს რუბლებში არ გადაიხდის, რადგან ეს ევროკავშირის სანქციების მოთხოვნებს არღვევს. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალამ განაცხადა, რასაც Bloomberg ავრცელებს. პრემიერი მიიჩნევს, რომ რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდის გადაწყვეტილება არის „საშიში“ და სანქციების დარღვევად ჩაითვლება. მისი თქმით, ჩეხეთი მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ახალი გაზსადენის პროექტზე მოლაპარაკებებს მალე პოლონეთთან დაიწყებს და შესაძლოა, პოლონური თხევადი ბუნებრივი ...

Read More »

რუსულ ნავთობზე ემბარგო, შესაძლოა, წლის ბოლომდე ამოქმედდეს

ევროკავშირი მომავალ კვირას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტს აანონსებს. იგეგმება „სბერბანკის“  SWIFT-დან გათიშვა და რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოს დაწესება. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს. წყაროების ცნობით, ევროკავშირი გეგმავს რუსულ ნავთობის იმპორტის სრულ აკრძალვას წლის ბოლოსთვის, თუმცა მანამდე შეზღუდვები ეტაპობრივად დაწესდება. კერძოდ, ლაპარაკია ჯერ ტანკერის, ხოლო შემდეგ ნავთობსადენის ნავთობის აკრძალვაზე. ამასთან, ევროკავშირის სანქციების პაკეტში მოხვდება ბელორუსიც, რადგან ის რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ გარკვეულ ...

Read More »

კიევმა გაეროს ატომურ სააგენტოს აცნობა, რომ რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე თავისი ექსპერტები მიავლინა

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო იტყობინება, რომ კიევმა მას აცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთმა ატომური ენერგეტიკის სპეციალისტები მიავლინა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ზაპოროჟიის ელექტროსადგურზე სამეთვალყურეოდ. ატომურ სადგურს, რომელიც რუსეთის კონტროლის ქვეშაა, ჯერ კიდევ მართავს უკრაინული პერსონალი. ამის ფონზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს რუსეთისა და უკრაინის ჯარებს შორის. ზაპოროჟიის ატომური სადგური გაეროს ატომური სააგენტოს შეშფოთების ობიექტად რჩება. სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ მარიანო გროსიმ 29 აპრილს ...

Read More »
საქართველოზე გამავალი სატრანზიტო მილსადენები

ევროკავშირის ქვეყნები რუსეთზე დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად ახალ გაზსადენებს ააშენებენ

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები რუსეთზე დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად ახალი გაზსადენების აშენებას გეგმავენ. საბერძნეთ-ბულგარეთის საზღვრებს შორის ბუნებრივი აირის მილსადენი მზად უნდა იყოს ივნისისთვის, რომელიც მიზნად ორი ქვეყნისა და მათი მეზობლების ქსელის ახალ კავშირებზე წვდომის უზრუნველყოფას ისახავს. ახალი მილსადენის აშენება მას შემდეგ გადაწყდა, რაც რუსეთმა ბულგარეთსა და პოლონეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა. პროექტს ევროკავშირი აფინანსებს. გარდა ამისა, შესაძლოა აშენდეს ჩეხურ-პოლონური მილსადენიც. პოლონეთი და ჩეხეთი ...

Read More »

Gazprom-ის გაყიდვები აპრილში 3-თვიან მინიმუმამდე დაეცა

Gazprom-ის ბუნებრივი აირის ყოველდღიური გაყიდვები ძირითად უცხოურ ბაზრებზე აპრილში ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა. მომხმარებლებმა ზომიერი ამინდისა და LNG-ის ტალღის ფონზე უფრო იაფ, ადგილობრივი გაცვლის ბაზარს მიანიჭეს უპირატესობა. Gazprom-ის ექსპორტმა გასულ თვეში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს მიღმა დღეში საშუალოდ 387 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც მარტის შედეგზე 22%-ით ნაკლებია. ასევე, წლის პირველ ოთხ თვეში გაგზავნილი 50,1 მილიარდი კუბური მეტრი ...

Read More »

ამსტერდამისა და როტერდამის პორტების თანამშრომლებმა უარი თქვეს რუსული ტანკერების მიღებაზე

ამსტერდამის პორტის თანამშრომლები უარს ამბობენ რუსული ნავთობით დატვრითული ტანკერის მიღებასა და დაცლაზე. მანამდე რუსული ნავთობით კიდევ ერთი ტანკერის მიღებაზე უარი თქვეს როტერდამის პორტის თანამშრომლებმაც. ინფორმაციას ამის შესახებ ნიდერლანდების საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. საუბარია მარშალის კუნძულების დროში ქვეშ მცურავ ტანკერ Suny Liger-ზე, რომელიც რუსეთის პრიმორსკიდან გამოვიდა და ამ დროისთვის VesselFinder-ის მონაცემებით ნიდერლანების ნაპირიდან 40 კილომეტრის დაშორებით დგას. პორტის თანამშრომლების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა მუნიციპალიტეტმაც, ...

Read More »
უკრაინამ რუსეთისგან გაზის ყიდვისთვის საჭირო დაფინანსება ვერ მიიღო

ევროპას რუსული გაზი უკრაინის კვლავ გავლით მიეწოდება

რუ­სუ­ლი გა­ზის კომ­პა­ნია “გა­ზპ­რომ­ში” აცხა­დე­ბენ, რომ რუ­სე­თი ევ­რო­პელ მომ­ხმა­რებ­ლებს ბუ­ნებ­რიც აირს კვლავ უკ­რა­ი­ნის გავ­ლით აწ­ვდის, მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტო “რო­ი­ტერ­სი“ ავრცე­ლებს.’ სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, გა­ზპ­რო­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირ­ველ მა­ისს მო­თხოვ­ნის მო­ცუ­ლო­ბა იყო 97,2 მი­ლი­ო­ნი კუ­ბუ­რი მეტ­რი, ხოლო გა­სულ შა­ბათს 71,7 მი­ლი­ო­ნი. ცნო­ბის­თვის, მოს­კოვ­მა გაზ­მო­მა­რა­გე­ბა შე­უ­წყვი­ტა პო­ლო­ნეთ­სა და ბულ­გა­რეთს.ორი­ვე ქვე­ყა­ნა რუ­სეთს იმ “არა­მე­გობ­რუ­ლი ქვეყ­ნე­ბის” სი­ა­ში ჰყავს, რომ­ლებ­საც გა­ზის სა­ფა­სუ­რის რუბ­ლებ­ში გა­დახ­დას სთხო­ვენ. ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: გაზპრომის ირგვლივ მიზანმიმართული სპეკულაციები ხორციელდება

“დიდი ჰესები, მათ შორის ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონიც მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით განხორციელდეს, რათა ჩვენი ხალხის იყოს და არა კერძო ინვესტორების”

ენერგეტიკა თუ არ განვავითარეთ და ჰესები არ ავაშენეთ, ძალიან რთული იქნება საუბარი ენერგოუსაფრთხოებაზე, ენერგოდამოუკიდებლობაზე და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ნამახვან ჰესთან“ დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები ყოფილ ინვესტორთან და მოლაპარაკებების შედეგები მალე გახდება ცნობილი. „მცირე, საშუალო და დიდი ჰესებიც უნდა აშენდეს ქვეყანაში, მაგრამ რა თქმა უნდა, აქვე გავიმეორებ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მხოლოდ. მე საჯაროდ ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: ეკოლოგიის კუთხით თბილისში კატასტროფა გვაქვს

პრემიერ-მინისტრმა კონკურენციის სააგენტოს მიმართა, საწვავის ფასების შესახებ ანგარიში 15 მაისამდე წარუდგინოს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კონკურენციის სააგენტო საწვავის ფასების კუთხით ბაზარზე არსებულ ვითარებას პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დააკვირდება და ეკონომიკურ საბჭოს 15 მაისამდე წარუდგენს ანგარიშს. 29 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე ეკონომიკური საბჭოს წევრებს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ საავტომობილო საწვავის ფასებზე არსებული ვითარების გასული სამი თვის ანგარიში წარუდგინა. „ანგარიშის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებოთ, სააგენტო საწვავის ბაზარზე დაკვირვებას განაგრძობს, რათა შეიმუშაოს სრულყოფილი ...

Read More »

გერმანია მზად არის, უარი თქვას რუსულ ნავთობზე და მხარი დაუჭიროს ევროკავშირის სანქციებს

გერმანია მზად არის, შეწყვიტოს რუსული ნავთობის ყიდვა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. გერმანია რუსული ნავთობისა და გაზის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე იყო. როგორც ჟურნალი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, 27 აპრილს ბერლინის წარმომადგენლებმა ევროკავშირში გააუქმეს ქვეყნის წინააღმდეგობა რუსეთის ნავთობის სრულ ემბარგოზე იმ პირობით, რომ გერმანიას მიეცემა საკმარისი დრო ალტერნატიული მიწოდების უზრუნველსაყოფად. გერმანიის პოზიციის ცვლილება ...

Read More »