რუსული გაზის კომპანია “გაზპრომში” აცხადებენ, რომ რუსეთი ევროპელ მომხმარებლებს ბუნებრიც აირს კვლავ უკრაინის გავლით აწვდის, მოთხოვნის შესაბამისად. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო “როიტერსი“ ავრცელებს.’
სააგენტოს ცნობით, გაზპრომის ინფორმაციით, პირველ მაისს მოთხოვნის მოცულობა იყო 97,2 მილიონი კუბური მეტრი, ხოლო გასულ შაბათს 71,7 მილიონი.
აღსანიშნავია, რომ როგორც “ბლუმბერგი” წერს, რუსული გაზის ოთხმა ევროპელმა მყიდველმა მისი საფასური რუბლებში უკვე გადაიხადა, ისე, როგორც ამას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ითხოვდა, რუსული გაზის კიდევ 10-მა მყიდველმა ანგარიში რუბლში გახსნა.