საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კონკურენციის სააგენტო საწვავის ფასების კუთხით ბაზარზე არსებულ ვითარებას პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დააკვირდება და ეკონომიკურ საბჭოს 15 მაისამდე წარუდგენს ანგარიშს.
29 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე ეკონომიკური საბჭოს წევრებს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ საავტომობილო საწვავის ფასებზე არსებული ვითარების გასული სამი თვის ანგარიში წარუდგინა.
„ანგარიშის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებოთ, სააგენტო საწვავის ბაზარზე დაკვირვებას განაგრძობს, რათა შეიმუშაოს სრულყოფილი რეკომენდაციები ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის ხელშესაწყობად”, – იუწყება პრესსამსახური.
ამასთან, საბჭოს წევრებმა განიხილეს ფარმაცევტულ ბაზარზე მიმდინარე პროცესები.