აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

ჩეხეთი რუსული გაზის საფასურს რუბლებში არ გადაიხდის. ქვეყანა რუსეთიდან 90%-ზე მეტად მარაგდება

ჩეხეთი რუსეთის პირობებს არ შეასრულებს და გაზის მიწოდების საფასურს რუბლებში არ გადაიხდის, რადგან ეს ევროკავშირის სანქციების მოთხოვნებს არღვევს. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალამ განაცხადა, რასაც Bloomberg ავრცელებს.

პრემიერი მიიჩნევს, რომ რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდის გადაწყვეტილება არის „საშიში“ და სანქციების დარღვევად ჩაითვლება. მისი თქმით, ჩეხეთი მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ახალი გაზსადენის პროექტზე მოლაპარაკებებს მალე პოლონეთთან დაიწყებს და შესაძლოა, პოლონური თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) ტერმინალების სიმძლავრეები გამოიყენოს.

Bloomberg-ის მონაცემებით, ამჟამად ჩეხეთი გაზის 90%-ზე მეტს რუსეთიდან იღებს.

პუტინმა „არამეგობრულ” ქვეყნებს გაზის მიწოდების საფასურის რუბლებში გადახდა მარტის ბოლოს მოთხოვა, ხოლო გადაწყვეტილება ძალაში 1 აპრილიდან შევიდა. გასულ კვირას რუსეთმა პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდება რუბლებში გადახდაზე უარის გამო შეუწყვიტა, რაც პოლონეთმა ხელშეკრულების პირობების დარღვევად შეაფასა. ქვეყნის მთავრობამ შესაძლოა, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს.
წყარო: bpn

Leave a Reply