Author Archives: admin

“ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის უკრაინის ელექტროქსელთან კავშირი აღდგა”

ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის უკრაინის ელექტროქსელთან კავშირი აღდგა, -ამის შესახებ განცხადება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში გააკეთეს. სააგენტოში განაცხადეს, რომ უკრაინის ინფორმაციით, ატომური სადგური დღის განმავლობაში სულ მცირე ორჯერ გამოირთო ქსელიდან, თუმცა ახლა ის ისევ მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ატომური სადგური კვლავაც მიერთებულია ზაპოროჟიეს თბოელექტროსადგურთან, რომელსაც სარეზერვო ელექტროენერგიის უზრუნველყოფა შეუძლია.

Read More »

ბორჯომში ტყის ხანძარს უკვე მეშვიდე დღეა ებრძვიან

ზუსტად ერთი კვირაა ბორჯომის უნიკალურ ტყეებში ხანძარს ებრძვიან. სტიქიის მეშვიდე დღეს, 24-საათიან რეჟიმში, იქ ისევ ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. ხანძარი ქვეყნის სამხრეთ ნაწილს ისევ აგრესიულად უტევს. ფიჭვის, სოჭისა და ნაძვის წიწვოვან ტყეს, ახლა ცეცხლი უკვე ახალციხის მუნიციპალიტეტშიც უკიდია. თუმცა, შსს-ს ინფორმაციით, წითელ ზონას ცეცხლის პერიმეტრი არ სცდება. ბოლო მონაცემებით, ოფიციალურად, ბორჯომ -ახალციხის გზაზე ცეცხლი 150 ჰექტარ ტყესაა მოდებული. მათ შორის არის ...

Read More »
სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიაზე შეღავათით ისარგებლებენ

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 25 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 VI, VII, VIII, IX კვარტლების, შუამთის, კალოუბნის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის, ბაშალეიშვილის და შენგელიას ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან ...

Read More »

პლანეტაზე ექსტრემალური სიცხე კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული – მეცნიერების პროგნოზები

2022 წლის ზაფხულში თითქმის მთელ პლანეტაზე ექსტრემალური ამინდი იყო. დედამიწის ბევრ რეგიონს წყალდიდობებმა გადაუარა, ძირითადად ევროპის კონტინენტის მასშტაბით კი მრავალკვირიანი ტყის ხანძრები და გვალვა აღინიშნებოდა. კლიმატის ცვლილებების საკითხზე მომუშავე მეცნიერები და გარემოს დამცველები დადასტურებით ამბობენ, რომ ასეთი დრამატული მოვლენები გლობალური კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული, რაც ადამიანის ბუნებაში უხეში ჩარევის ლოგიკური შედეგია. კალიფორნიის უნივერსიტეტის კლიმატის საკითხებზე მომუშავე მეცნიერი დენიელ სვენი აცხადებს, რომ ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

2022 წლის  25 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  101.22  (+  1.00)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  94.89  ( +  1.15)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
რას ნიშნავს ენერგოეფექტურობა და როგორია პერსპექტივები

მწვანე ელექტროენერგია

ქარი და ქარის წისქვილი – მომავლის წყვილი უხსოვარი დროიდან ადამიანი იყენებდა ქარის ენერგიას, მაგრამ მიუხედავად მათი ხანგრძლივი ისტორიისა, პირველი ქარის ელექტროსადგურები მაინც შეიძლება ჩაითვალოს თანამედროვედ. ქარის გამოყენება პირველად ეგვიპტეში ჩვ.წ. 3000 წელს არის ნახსენები, პირველი ქარის ტურბინა ელექტროენერგიის გამომუშავების მიზნით აშენდა 1887-1888 წლების მიჯნაზე, მისი კონსტრუქტორი იყო ჩარლზ ფრენსის ფუნჯი, ამერიკული ელექტრო ინდუსტრიის ერთ-ერთი პიონერი. თუმცა, მისი დიზაინი ჯერ კიდევ არ ჰგავდა იმ ქარის ელექტროსადგურებს, რომლებიც ...

Read More »

გაეროში რუსეთის ელჩი: მოწოდებები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნის შესახებ უპასუხისმგებლო

„მოწოდებები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნის შესახებ უპასუხისმგებლო“, – ამის შესახებ გაეროში რუსეთის ელჩმა  ვასილი ნებენზიამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. გაეროში რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ატომურ სადგურზე ავარიას კატასტროფული შედეგები მოჰყვება ევროპის მთელ კონტინენტზე. „ზოგიერთი დასავლელი კოლეგა ფიქრობს, რომ არსებობს ერთადერთი და უმარტივესი გამოსავალი ამ სიტუაციიდან – რუსული ჯარების გაყვანა და დემილიტარიზებული ზონის შექმნა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო. ეს ...

Read More »
აზერბაიჯანს გაზის დეფიციტის შევსებაში გაზპრომი ეხმარება

ბულგარეთი რუსეთთან გაზზე მოლაპარაკებებს “გარდაუვლად” მიიჩნევს

ბულგარეთის ტექნიკური მთავრობის ენერგეტიკის მინისტრი საჭიროდ მიიჩნევს, რომ ქვეყანამ გამართოს მოლაპარაკებები “გაზპრომთან” გაზის მიწოდების აღდგენაზე, რომელიც აპრილში შეწყდა. როზენ ჰრისტოვს არ უთქვამს, როდის დაიწყება მოლაპარაკებები რუსულ მონოპოლისტთან, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ბულგარეთმა მიიღოს იაფი გაზი. “მრეწველობისა და პროფკავშირების მოთხოვნებთან დაკავშირებით, “გაზპრომთან” მოლაპარაკებები გაზის მიწოდების აღდგენის შესახებ გარდაუვალია”, – ციტირებს Reuters ხრისტოვს. ბულგარეთი თავისი საჭიროებების 90 პროცენტზე ...

Read More »
21-ე საუკუნეში ყველაზე გავრცელებული ენერგიის წყარო ქვანახშირია

გერმანიაში კიდევ ერთი ქვანახშირის ელექტროსადგური განაახლებს მუშაობას

ენეგრეტიკული კონცერნი Uniper აცხადებს, რომ ორშაბათიდან კვლავ სრული დატვირთვით ამუშავდება ქვანახშირის ელექტროსადგური Heyden 4, რომელიც ერთი წლის დეკარბონიზაციის პროგრამის ფარგლებში გადაიყვანეს კონსერვაციის რეჟიმში. კიდევ ერთმა ენერგეტიკულმა კონცერმა STEAG დღეს განაცხადა, რომ ნოემბერის დასაწყისში საარის მხარეში ნახშირზე მომუშავე ორი ელექტროსადგური, ვეიხერის და დაიწყებს სრული სიმძლავრით ფუნქციონირებას. კონცერნის ხელმძღვანელთა თქმით, თბოსადგურები ტექნიკურად უკვე არიან მზად ამუშავდნენ, მაგრამ არსებული კანონის თანახმად, ელექტროსადგურს უნდა ...

Read More »
თბილისში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სამი ავტომატური სადგურის მონტაჟი დაიწყო

სათბურის აირების ემისია მცირდება

კლიმატის ცვლილება აქტუალობას არ კარგავს. ევროსტატმა, სტატისტიკური ანალიზი გამოაქვეყნა, რომელშიც მიმოხიულულია კლიმატის ცვლილებები და მისი გამომწვევი მიზეზები. სათბურის გაზების (GHG) ემისია ადამიანების საქმიანობის შედეგია, რომელიც კლიმატის ანთროპოგენური ცვლილების მიზეზია. როგორც ცნობილია, ევროკავშირს ამბიციური გეგმა მიზნად ისახავს, რომ 2050 წლისთვის სათბურებით გამოწვეული აირების ემისია ნულოვან მაჩვენებელს უტოლდებოდეს. ევროპის გარემოს სააგენტოს (EEA) მომზადებული და ევროსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ცხადყოფს, რომ სათბურის აირების ემისია ...

Read More »