„მოწოდებები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნის შესახებ უპასუხისმგებლო“, – ამის შესახებ გაეროში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
გაეროში რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ატომურ სადგურზე ავარიას კატასტროფული შედეგები მოჰყვება ევროპის მთელ კონტინენტზე.
„ზოგიერთი დასავლელი კოლეგა ფიქრობს, რომ არსებობს ერთადერთი და უმარტივესი გამოსავალი ამ სიტუაციიდან – რუსული ჯარების გაყვანა და დემილიტარიზებული ზონის შექმნა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო. ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც არ ითვალისწინებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის პირობების შენარჩუნების აუცილებლობას“, – აღნიშნა გაეროში რუსეთის ელჩმა.
მისი თქმით კიევმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე „დაუდევარი თავდასხმები“ უნდა შეწყვიტოს.
„მოგიწოდებთ, აიძულოთ კიევი, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დაუდევარი თავდასხმები შეწყვიტოს“, – დასძინა ვასილი ნებენზიამ.