Author Archives: admin

რუსეთი და საუდის არაბეთი შეთანხმდნენ, ერთ დონეზე გაყინონ ნავთობის წარმოება

საუდის არაბეთმა ბაზარზე ნავთობის რეკორდული რაოდენობა გამოიტანა

საუდის არაბეთიდან ნავთობის ექსპორტმა ივლისში 7,5 მილიონ ბარელს მიაღწია დღეში, რაც ყველაზე მაღალია 2020 წლის აპრილიდან მოყოლებული, იტყობინება Bloomberg ტანკერების მიკვლევის მონაცემებზე დაყრდნობით. აღნიშნულია, რომ ივნისში სამეფომ ექსპორტი 6,6 მლნ ბარელზე გაიტანა. ამრიგად, საუდის არაბეთის საექსპორტო მიწოდება გაიზარდა 13,6%-ით. საუდის არაბეთიდან ნავთობის მიწოდება ჩინეთში, რომელიც მთავარი მიმართულებაა, ივლისში საშუალოდ 1,65 მილიონ ბარელამდე გაიზარდა. ინდოეთში მიწოდებამ 2020 წლის აპრილის შემდეგ პირველად ...

Read More »
USAID-ის დახმარებით გაზსადენის სამი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდა

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობსთ: “საგურამო-ქუთაისის მ/გ-ზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” საგურამო-ქუთაისის DN-700მმ მაგისტრალური გაზსადენის ზესტაფონის განშტოებაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში აღნიშნული განშტოების 2.3კმ-ზე არსებული კოროზირებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.

Read More »

რომეო მიქაუტაძე: აჭარის გაზმომარაგების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც შავი ზღვის სანაპირო ზოლის, ისე აჭარის მაღალმთიანი ზონის ეკონომიკურ განვითარებას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორ გიორგი ჩიქოვანთან ერთად, აღმოსავლეთ-დასავლეთის 60 კმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების მშენებლობას ადგილზე გაეცნო. პროექტი დასრულების ეტაპზეა. გაზსადენის ამოქმედების შემდეგ, უზრუნველყოფილი იქნება როგორც ბუნებრივი გაზით აჭარის რეგიონის შეუფერხებელი გაზმომარაგება, ისე – ახალი დასახლებების გაზიფიცირება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ახალი გაზსადენის მშენებლობის ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი 6%-ით შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 6,81 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 105,97 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »
ელექტროენერგიის მომავალი ტენდენციები

ISET: მწვანე სამუშაო ადგილებზე დაინტერესება არ იქნება, თუ მოთხოვნას ბიზნესი არ შექმნის

ახალი კლიმატის პოლიტიკისა და ვალდებულებების გამო მომდვენო ათწლეულების განმავლობაში გლობალურად მილიონობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნაა შესაძლებელი. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზით, მხოლოდ 2030 წლისთვის მწვანე ეკონომიკამ შესაძლოა დამატებით 24 მილიონი ადამიანი დაასაქმოს. მწვანე სამუშაო ადგილები ეხმარება ენერგიისა და ნედლეულის ეფექტურობის გაუმჯობესებას, ამცირებს სათბური გაზების ემისიებს, ნარჩენებსა და დაბინძურებას, ხელს უწყობს ეკოსისტემების დაცვასა და აღდგენას და მხარს უჭერს კლიმატიც ცვლილებების შედეგებთან ადაპტაციას. ...

Read More »
მცხეტელებს წყლის ტარიფი გაეზარდათ

საქართველოში სუფთა სასმელ წყალზე მოსახლეობის მხოლოდ 66 პროცენტს მიუწვდება ხელი

საქართველოში ამაყობენ, რომ ქვეყანა წყლის რესურსებით არის მდიდარი. ქვეყანაში 25 000-ზე მეტი მდინარეა, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და UNICEF-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში სუფთა სასმელ წყალზე მოსახლეობის მხოლოდ 66 პროცენტს მიუწვდება ხელი. ეს რეგიონში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ ონკანის წყალს არ სვამს, ნაწილი სხვადასხვა ხერხს მიმართავს მის გასაფილტრად, თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც ეს პრობლემა საერთოდ არ აწუხებს. სპეციალისტები აცხადებენ, რომ მთავარი ...

Read More »

გერმანია შემოდგომაზე რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტას შესაძლებლად მიიჩნევს

შტეფან ვოლფი, მეტალურგიული და ელექტრო დამსაქმებელთა კავშირის Gesamtmetall-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ გერმანია შემოდგომაზე უნდა მოემზადოს რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტისთვის. Report-ის ცნობით, მან თავისი შეხედულება Funke Media Group-თან კვირას გამოქვეყნებულ ინტერვიუში გამოთქვა. „შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გაზის მიწოდების სრული შეწყვეტა მოხდება შემოდგომაზე, იმ დროს, როდესაც ოჯახები კვლავ ჩართავენ გაზის გამათბობლებს“, – თქვა ვოლფმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ბუნებრივი აირის დეფიციტის შემთხვევაში, ...

Read More »

Petrobras-მა და Ecopetrol-მა კარიბის ზღვის აუზში გაზის ახალი საბადოს აღმოჩენა დაადასტურეს

კოლუმბიურმა ნავთობკომპანიამ Ecopetrol-მა და ბრაზილიურმა Petrobras-მა განაცხადეს, რომ მათ კარიბის ზღვის აუზში ახალი გაზის საბადო აღმოაჩინეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული report ავრცელებს. „Ecopetrol და Petrobras ადასტურებენ ბუნებრივი აირის საბადოების აღმოჩენას Uchuva-1-ის საძიებო ჭასთან, რომელიც გაბურღულია კოლუმბიიის ღრმა წყლებში, სანაპიროდან 32 კმ-ში და ქალაქ სანტა მარტადან 76 კმ-ში“, – ნათქვამია კოლუმბიური კომპანიის განცხადებაში. სიღრმე ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 830 მ-ია. კოლუმბიის პრეზიდენტის ივან დუკეს სიტყვებით, ...

Read More »

სანჩესი: ესპანეთს შეუძლია ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების ჰაბი გახდეს

ესპანეთი მზად არის გახდეს ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების ჰაბი. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა. პოლონელ კოლეგა მატეუშ მორავიეცკისთან შეხვედრის შემდეგ მან აღნიშნა, რომ ქვეყანას აქვს რეგაზიფიკაციის ეფექტური სისტემა. „მე მჯერა, რომ ესპანეთს აქვს შესაძლებლობა გახდეს ევროკავშირის ქვეყნებში რეგაზიფიკაციისა და გაზის ექსპორტის ჰაბი“, – დასძინა სანჩესმა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთი შესთავაზებს ბუნებრივი აირის ექსპორტს ევროპაში ორი გაზსადენის მეშვეობით პირენეების გავლით ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 4%-ით გაიზარდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 4%-ით გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 2 200 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »