Petrobras-მა და Ecopetrol-მა კარიბის ზღვის აუზში გაზის ახალი საბადოს აღმოჩენა დაადასტურეს

კოლუმბიურმა ნავთობკომპანიამ Ecopetrol-მა და ბრაზილიურმა Petrobras-მა განაცხადეს, რომ მათ კარიბის ზღვის აუზში ახალი გაზის საბადო აღმოაჩინეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული report ავრცელებს.

„Ecopetrol და Petrobras ადასტურებენ ბუნებრივი აირის საბადოების აღმოჩენას Uchuva-1-ის საძიებო ჭასთან, რომელიც გაბურღულია კოლუმბიიის ღრმა წყლებში, სანაპიროდან 32 კმ-ში და ქალაქ სანტა მარტადან 76 კმ-ში“, – ნათქვამია კოლუმბიური კომპანიის განცხადებაში. სიღრმე ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 830 მ-ია.

კოლუმბიის პრეზიდენტის ივან დუკეს სიტყვებით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ბოლო 30 წლის განმავლობაში. „აღნიშნული ადასტურებს, რომ კარიბის ზღვის კოლუმბიური ნაწილი ჩვენი ქვეყნისთვის გაზის ერთ-ერთი მთავარი წყაროა“, – დაწერა სახელმწიფოს მეთაურმა Twitter-ზე.

კომპანიები ადგილზე გააგრძელებენ მუშაობას, რათა გაირკვეს, თუ რა მოცულობის ბუნებრივი აირის მარაგია აღმოჩენილ საბადოზე.

Leave a Reply