Author Archives: admin

Sky News – ევროპაში ენერგოკრიზისი შესაძლოა, „არმაგედონად“ იქცეს

უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, ელექტროენერგიის ფასების კუთხით, ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი შესაძლოა „არმაგედონად“ იქცეს. ამის შესახებ Sky News წერს. „ეს არის კრიზისი ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაბალი ფენისთვის, რომლებიც ზამთარში „არმაგედონის“ პირისპირ დარჩებიან. მხოლოდ მთავრობას შეუძლია ჩაერიოს და დარწმუნდეს, რომ ეს არ გამოიწვევს კატასტროფას არც ამ ზამთარს და არც მომავალ ზამთარს“, – განაცხადა საქველმოქმედო ორგანიზაცია National Energy Action-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადამ სკორერმა. ...

Read More »

ცნობილია ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასათვალიერებლად ჩავა

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ [IAEA] დააკომპლექტა ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს დაათვალიერებენ. მისია ზაპოროჟიეს ენერგოსადგურს მომავალ კვირას ეწვევა. ბირთვული ენერგიის ექსპერტის, ედვინ ლაიმანის განცხადებით, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები შეამოწმებენ ყველა საგანგებო სისტემის მდგომარეობას, ასევე შეაფასებენ დიზელის საწვავის მარაგს და მის შესავსებად საჭორო ზომებს. ჯგუფის წევრია ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ მარიანო გროსი და კიდევ 13 ექსპერტი. მათ შორის, არიან ...

Read More »

ევროკავშირი რუსეთთან „ენერგეტიკული ომის“ შესახებ საგანგებო სხდომას მოიწვევს

ევროკავშირი რუსეთთან „ენერგეტიკული ომის“ შესახებ საგანგებო სხდომას მოიწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის,  პეტრ ფიალას ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები უახლოეს მომავალში სასწრაფო წესით შეიკრიბებიან, რათა ენერგეტიკული სიტუაციის მოსაგვარებლად საგანგებო ზომები განიხილონ. ამასთან, ქვეყნის ვაჭრობის მინისტრმა, იოზეფ სიკელამ განაცხადა, რომ ისინი ახლა რუსეთთან „ენერგეტიკულ ომში“ არიან. „ჩვენ ენერგეტიკულ ომში ვართ რუსეთთან და ეს აზიანებს მთელ ევროკავშირს“, – ...

Read More »

ძამას ხეობაში ხანძარია, დაიწვა რამდენიმე სახლი

ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამას ხეობაში ხანძარია. მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ცეცხლი სახლებზეც გავრცელდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “რადიო თავისუფლებას” უთხრეს, რომ ადგილზე არიან მეხანძრე მაშველები და მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზაცია. ხანძრის გავრცელების ფართობსა და სხვა დეტალებზე უწყებაში ჯერ ინფორმაცია არ აქვთ. წყარო: radiotavisupleba.ge

Read More »

ფრანგული კომპანია TotalEnergies, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთში მუშაობს, უარყოფს რუსეთის არმიისთვის საწვავის მიწოდებას

ფრანგული კომპანია TotalEnergies ირწმუნება, რომ რუსეთისთვის მიწოდებული ენერგეტიკული პროდუქტები არ გამოიყენებოდა რეაქტიული თვითმფრინავების საწვავის დასამზადებლად, რომელსაც რუსული ჯარები უკრაინის დაბომბვისთვის იყენებენ. ფრანგულ კომპანიაში განაცხადეს, რომ მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების შემდეგ მათ მიმართეს რუსულ კომპანია Novatek-ს, რომელთანაც ერთად ფლობენ ერთობლივ საწარმო Terneftegaz-ს, რომელიც გაზის კონდენსატის მიწოდებას უზრუნველყოფს. „უსტ-ლუგას კომპლექსში გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს საავიაციო ნავთს, რომლის ექსპორტი მხოლოდ რუსეთის ფარგლებს გარეთ ხდება და არც ...

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

რუსეთი უნგრეთში ორ ბირთვულ რეაქტორს ააგებს

რუსეთი უნგრეთში ორ ბირთვულ რეაქტორს ააგებს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. „ბიბისის“ ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. შეთანხმება რუსეთსა და უნგრეთს შორის 2014 წელს გაფორმდა და პაკშის ბირთვულ ელექტროსადგურის გაფართოებას ისახავს მიზნად. მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციები არ ვრცელდება რუსეთის ბირთვულ სფეროზე. ამასთან უნგრეთი მხარს უჭერს რუსეთისთვის ნავთობისა და გაზის იმპორტზე დაწესებულ შეზღუდვებს. „დღეისათვის, პაკშის ბირთვული ელექტროსადგური, რომელიც ...

Read More »

საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრი ფრანგული კომპანია „ტოტალენერჯის“ და რუსული არმიის კავშირების გამოძიებას ითხოვს

საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრი ფრანგული კომპანია „ტოტალენერჯის“ და რუსული არმიის კავშირების გამოძიებას ითხოვს. საქმე ეხება ფრანგული გამოცემა „ლე მონდის“ მიერ ჩატარებულ გამოძიებას, რომლიდანაც ირკვევა, რომ ფრანგული კომპანია მონაწილეობდა ბუნებრივი აირის კონდენსატის მიწოდებაში, რომელიც იმ საავიაციო საწვავის წარმოებისთვისაა საჭირო, რითაც ხდება რუსული თვითმფრინავების გამართვა უკრაინაში ომის დროს. „ლე მონდი“ წერს, რომ ფრანგულ „ტოტალენერჯის“ რუსულ „ნოვატეკთან“ ერთობლივ საწარმოში 49%-იანი წილი აქვს. გამოცემის ცნობით, საავიაციო საწვავი რუსეთის შეიარაღებული ძალების ორ ...

Read More »

რუსეთის მხრიდან, პერიოდული დაბომბვის შედეგად, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში დაზიანებულია სადგურის ინფრასტრუქტურა

რუსეთის მხრიდან, პერიოდული დაბომბვის შედეგად, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში დაზიანებულია სადგურის ინფრასტრუქტურა, არსებობს წყალბადის გაჟონვისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გაფრქვევის საშიშროება. “სადგურის უკრაინელი პერსონალი მუშაობას აგრძელებს და “ყველა ღონეს” ხმარობს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე ზიანის შედეგების აღმოსაფხვრელად”, – ამის შსახებ ინფორმაციას უკრაინული სახელმწიფო კომპანია “ენერგოატომი” ავრცელებს.  

Read More »

ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა – უახლესი ცნობები ბორჯომის ხეობიდან

ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის ქრო­ბის პრო­ცე­სი დას­კვნით ეტაპ­ზე გა­და­ვი­და. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის ცე­ცხლის დარ­ჩე­ნი­ლი რამ­დე­ნი­მე მცი­რე მას­შტა­ბის აქ­ტი­უ­რი და მხრჩო­ლა­ვი კერა მუ­შავ­დე­ბა. გაყ­ვა­ნი­ლია გზე­ბი მძი­მე ტექ­ნი­კის დახ­მა­რე­ბით და გრძელ­დე­ბა დარ­ჩე­ნილ კე­რებ­თან გზე­ბის მიყ­ვა­ნის პრო­ცე­სი. მა­თი­ვე ცნო­ბით, დი­ლი­დან სა­ლო­კა­ლი­ზა­ციო-სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს ავი­ა­ცია. “ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­ნა­ყო­ფე­ბის მიერ ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ხან­ძრის სა­ლო­კა­ლი­ზა­ციო-სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში ...

Read More »

„ენერგოატომში“ აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ქსელიდან ისევ გათიშულია

უკრაინის „ენერგოატომში“ აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ენერგობლოკი ისევ გათიშულია ქსელიდან. გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროგადამცემი ხაზის მუშაობა აღდგენილია, თუმცა ორი ენერგობლოკის ქსელში ჩართვის სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. შეგახსენებთ, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ელექტროსადგური ქსელში ჩართული იყო. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ისტორიაში პირველად ქსელიდან გუშინ საღამოს გაითიშა. ამასთან, საერთაშორისო ატომური სააგენტოს ექსპერტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სავარაუდოდ მომავალ კვირას ჩავლენ. ინფორმაციას უკრაინული მედია, ენერგეტიკის მინისტრის მრჩეველ ლანა ზერკალზე დაყრდნობით ავრცელებს. „საერთაშორისო ატომური სააგენტოს ...

Read More »