რუსეთის მხრიდან, პერიოდული დაბომბვის შედეგად, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში დაზიანებულია სადგურის ინფრასტრუქტურა, არსებობს წყალბადის გაჟონვისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გაფრქვევის საშიშროება.
“სადგურის უკრაინელი პერსონალი მუშაობას აგრძელებს და “ყველა ღონეს” ხმარობს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე ზიანის შედეგების აღმოსაფხვრელად”, – ამის შსახებ ინფორმაციას უკრაინული სახელმწიფო კომპანია “ენერგოატომი” ავრცელებს.