Author Archives: admin

გიორგი ფანგანი:„თელასის“ და „თელმიკოს“ დაახლოებით 700 აბონენტთან გარკვეული შეცდომები დადგინდა, ვაპირებთ, უმოკლეს ვადებში შევისწავლოთ მთლიანი პროცესი

გადამოწმების შედეგად, „თელასის“ და „თელმიკოს“ დაახლოებით 700 აბონენტთან გარკვეული შეცდომები დადგინდა, ვაპირებთ, უმოკლეს ვადებში შევისწავლოთ მთლიანი პროცესი , – ამის შესახებ სემეკის წარმომადგენელმა, გიორგი ფანგანმა უწყების ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საკითხი ეხება ელექტროენერგიის დეკემბრისა და იანვრის თვეების გადასახადის დარიცხვას, რომელიც არაერთი მომხმარებლის შემთხვევაში დარღვევით, გაზრდილი ტარიფით განხორციელდა. ფანგანის თქმით, 3 თებერვლის სხდომაზე სემეკი სწორედ „თელასისა“ და „თელმიკოს“ საკითხზე ...

Read More »
„გაზპრომი“ ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის

ევროპას რუსული გაზის ჩანაცვლება გაუჭირდება

ენერგორესურსებით მდიდარმა ქვეყნებმა კატარიდან აზერბაიჯანამდე პირობა დადეს, მიაწოდონ ევროპას გაზის გაზრდილი მოცულობები საგანგებო ვითარებაში. თუმცა, რეგიონი აცნობიერებს, რომ არ შეუძლია შეცვალოს მთავარი მიმწოდებელი – რუსეთი. უკრაინასთან დაკავშირებულმა დაძაბულობამ და პოტენციური კონფლიქტის რისკმა, რაც ევროპაში ენერგეტიკული ნაკადების საფრთხეს ქმნის, ბოლო კვირებში ზიანი მიაყენა კონტინენტის გაზის ბაზარს და ფასების რყევები გამოიწვია. ომს შეუძლია ხელი შეუშალოს იმ უზარმაზარი მოცულობის მიწოდებას, რომელსაც რუსეთი კონტინენტზე ...

Read More »
აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

დღეს, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების გამო, 3 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭინაძის და რაზიკაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის და ლევან რჩეულიშვილის ქუჩის მოსახლეობას. ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი მცირედით გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,6%-ით, 0,54 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 94,74 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

კომპანია “ტესლა” 53,822 ავტომობილს უკან გაიხმობს

Tesla უკან გაიხმობს თავის 53,822 ავტომობილს “სრული თვითმართვის” მძღოლის დამხმარე ფუნქციით. ამის შესახებ CNN წერს. ეს შეეხება Model S, X, 3 და Y მანქანებს, რომლებსაც აქვთ”სრული თვითმართვის” პროგრამული უზრუნველყოფის ბეტა ვერსია. “სრული თვითმართვა” არის მძღოლის დამხმარე ფუნქცია, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ერთ დღესაც ადამიანს აღარ დასჭირდება მანქანის მართვა. ტექნოლოგია ზოგჯერ შეუფერხებლად მართავს Tesla-ს მანქანებს და ემორჩილება საგზაო მოძრაობის წესებს, როგორიცაა ...

Read More »

პოლონეთი უკრაინას ამერიკულ თხევად გაზს მარტში მიაწოდებს

პოლონურმა ენერგეტიკულმა კომპანიამ PGNiG-მ გააფორმა ხელშეკრულება ამერიკულ-უკრაინულ კომპანია Energy Resources of Ukraine-თან უკრაინაში თხევადი ბუნებრივი აირის ერთჯერად მიწოდებაზე, რომელიც პოლონეთმა შეერთებული შტატებიდან მიიღო. აღნიშნულის შესახებ თავად PGNiG იტყობინება. „ამერიკული LNG ტანკერი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკის სახელობის LNG ტერმინალში მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს შევა. რეგაზიფიკაციის შემდეგ, საწვავი მიეწოდება პოლონეთის გადამცემ სისტემას. ERU Europe მიიღებს შეძენილ საწვავს, რომელიც შეასრულებს პოლონეთსა და უკრაინას შორის ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 2,7%-ით გაიზარდა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასი, ბოლო 24 საათში, 2,7%-ით გაიზარდა. გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 914,3 აშშ დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ, ევროპაში ძლიერი ქარის გამო ქარის ელსადგურებზე ელგამომუშავების რეკორდულ მაჩვენებელისა და აშშ-დან გათხევადებული აირის მარაგების გაზრდის გამო ბუნებრივი აირის ფასი განახევრდა. ფასების მატების ...

Read More »

ინდოეთი საკუთარი ციფრული ვალუტის შექმნას გეგმავს

ინდოეთის ცენტრალური ბანკი საკუთარი ციფრული ვალუტის (CBDC) შექმნას გეგმავს, რომელიც, სავარაუდოდ, გამოსაცდელ ფაზაში 2023 წლიდან გაეშვება. “ციფრული ვალუტის შექმნა ინდოეთის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება. CBDC-ის შემოღება ვალუტის მენეჯმენტის შედარებით ეფექტური სისტემების შექმნას გამოიწვევს”. – თქვა ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა, ნირმალა სითარამანმა. ცენტრალურ ბანკს არ განუმარტავს, ზუსტად რომელ ტექნოლოგიას გამოიყენებს ციფრული რუპია და იქნება თუ არა ის ბლოკჩეინზე დაფუძნებული, თუმცა, სავარაუდოა, რომ ინდოეთმაც ...

Read More »

აშშ-ში მარაგების შემცირების ფონზე, ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 1 თებერვლის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 89,46 (+ 0,34%)   დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  88,47 (+ 0,31%)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

საწვავის ფასის შემცირების მიზნით პოლონეთმა დღგ 23%-დან 8%-მდე შეამცირა

პოლონეთში, ბენზინის და დიზელის საწვავზე ფასების შემცირების მიზნით, დღგ დღეიდან 23%-ის ნაცვლად 8% გახდა პოლონური პრესა წერს, რომ დღგ-ის 23%-დან 8%-მდე შემცირება ბენზინზე და დიზელის საწვავზე ფასს 5,2,-5,4 ზლოტამდე შეამცირებს. მსხვილი მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ფასებს უახლოეს საათებში შეცვლიან, ხოლო კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამმართველომ ჯერ კიდევ წინა კვირას განაცხადა, რომ შეამოწმებს, შეიცვლება თუ არა ფასები. მან აღნიშნა, რომ წინასაშობაო ...

Read More »