Author Archives: admin

რუსეთიდან ნახშირის ექსპორტი პარალიზებულია

რუსული ნახშირის გაყიდვები ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტის დაწყების შემდეგ შეჩერდა. რუსეთში უმსხვილეს სამთო კომპანია SUEK-ს ნახშირი აგვისტოს შუა რიცხვებიდან არ გაუგზავნია, წერს Bloomberg თავის წყაროებზე დაყრდნობით. ევროკავშირის ახალი შეზღუდვები ძალაში 10 აგვისტოს შევიდა. ახლა ევროპულ კომპანიებს ეკრძალებათ უზრუნველყონ სადაზღვევო და ფინანსური მომსახურება რუსული ნახშირის მიწოდებისთვის. ახლა რუსეთში კომპანიები ეძებენ ალტერნატიულ საექსპორტო მარშრუტებს, მაგრამ მათი განხორციელება ძვირი და შრომატევადი იქნება. ეს ...

Read More »

თალიბანი რუსეთიდან ბენზინის შეძენას დათანხმდა

ავღანეთის ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაბიბურაჰმან ხაბიბმა დაადასტურა, რომ ოფიციალური დელეგაცია მოსკოვში იმყოფება და ხორბლის, გაზისა და ნავთობის მიწოდების შესახებ კონტრაქტების გაფორმებას ასრულებს. ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის ოფისის წყარომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი დასრულებას მალე ელიან. “კონტრაქტის ტექსტზე ვმუშაობთ, ბენზინსა და ბენზოლზე თითქმის შევთანხმდით”, – განაცხადა ჩინოვნიკმა. რუსეთის საგარეო საქმეთა და ენერგეტიკის სამინისტროების წარმომადგენლებმა კომენტარი არ გააკეთეს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, ...

Read More »
გაზპრომი მსოფლიოს მსხვილი ენერგოკომპანიების ტოპათეულიდან გაქრა

გერმანია Gazprom Germania-ს შესაძლო ნაციონალიზაციისთვის ემზადება

გერმანიის მთავრობამ Gazprom Germania-ს შესაძლო ნაციონალიზაციის მიზნით ჰოლდინგური კომპანია შექმნა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Welt am Sonntag-ი მთავრობის დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობისთვის, გერმანიაში ენერგეტიკული ბიზნესი რუსულმა „გაზპრომმა“ აპრილში დატოვა. გერმანიის ენერგეტიკული მარეგულირებლის მიერ აპრილშივე გაკეთებული განცხადების მიხედვით, Gazprom Germania-ს მართვა მათი ქვეყნისა და ევროპის ინტერესებიდან გამომდინარე დაიგეგმებოდა. როგორც გამოცემა Welt am Sonntag-ი იტყობინება, ჰოლდინგური კომპანია, სახელწოდებით Securing Energy for ...

Read More »

ბერბოკი: გერმანია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს იმ შემთხვევაშიც არ გააუქმებს, თუკი გერმანელები ელექტროენერგიის მაღალ ფასებს გააპროტესტებენ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის სიტყვებით, გერმანია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს იმ შემთხვევაშიც კი არ გააუქმებს, თუ გერმანელები ელექტროენერგიის მაღალ ფასებს გააპროტესტებენ. „შემიძლია, დავპირდე უკრაინელ ხალხს – ჩვენ მხარს გიჭერთ და დაგიჭერთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, რასაც უნდა ფიქრობდნენ ჩემი გერმანელი ამომრჩევლები“, – აღნიშნა ბერბოკმა. ანალენა ბერბოკის თქმით, ყველას სურს, რომ ომი დასრულდეს და სანქციები მოიხსნას, მაგრამ ეს თუ არ მოხდება, ...

Read More »
შეხვედრა გაზპრომთან - პირველი ინფორმაცია ლუქსემბურგიდან

რუსული “გაზპრომი” რეკორდულ, $42-მილიარდიან მოგებაზე გავიდა

ბუნებრივი აირის ფასის რეკორდულად გაზრდის გამო, რუსული “გაზპრომი” რეკორდულ მოგებაზე გავიდა – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს და განმარტავს, რომ ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიამ წლის პირველ ნახევარში $41.75 მილიარდი დოლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა. გამოწემა წერს, რომ კომპანია მის აქციონერებზე წლის პირველი ნახევრის დივიდენდებს გასცემს. ალექსეი მილერის მოადგილის, განცხადებით, აქციონერები თითოეულ აქციაზე 0.85 დოლარს მიიღებენ, გასაცემი დივიდენდი კი 20.26 მილიარდი იქნება.

Read More »

იაპონური კომპანია Mitsui შეინარჩუნებს წილს Sakhalin-2-ში

იაპონური კომპანია Mitsui დათანხმდა რუსულ მხარეს Sakhalin-2-ში ნავთობისა და გაზის პროექტში წილის შენარჩუნებაზე, ნათქვამია იაპონური კომპანიის ვებგვერდზე ოთხშაბათს, 31 აგვისტოს გამოქვეყნებულ პრესრელიზში. ფაქტობრივ ნაციონალიზაციამდე და პროექტის ოპერატორის შეცვლამდე Mitsui-ის წილი 12,5 პროცენტს შეადგენდა. დარჩება თუ არა ეს მოცულობა, კომპანიას არ დაუკონკრეტებია და აღნიშნა, რომ ისინი გააგრძელებენ მოლაპარაკებებს რუსულ მხარესთან, ასევე განიხილავენ შემდგომ ქმედებებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის იაპონიის მთავრობასთან ...

Read More »

გადაწყვეტილება მიღებულია: რუსეთი უნგრეთს დამატებით გაზს მიაწვდის

უნგრეთი რუსეთს გაზის დამატებით მიწოდებაზე შეუთანხმდა. „ბიბისის“ ცნობით, კონტრაქტი „გაზპრომთან“ უკვე გაფორმებულია, მიწოდება პირველი სექტემბრიდან უნდა დაიწყოს და ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდეს. უნგრეთის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლის, ზლოტან კოვაჩის განმარტებით, ქვეყანა დღიურად 5.8 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს.

Read More »
ნორვეგიელები მცურავი გვირაბების აშენებას აპირებენ

ნორვეგია ევროკავშირს გაზს არ გაუიაფებს

ენერგეტიკული კრიზისის მიუხედავად, ნორვეგია არ აპირებს ევროკავშირისთვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის ფასის შემცირებას. ამის შესახებ სამეფოს ენერგეტიკისა და ნავთობის მინისტრმა ტერიე ოსლანდმა განაცხადა, წერს   E24 Nringsliv. ნორვეგია ევროკავშირის მიერ გაზის მოხმარების 25%–ს უზრუნველყოფს. „ნორვეგიის კონტინენტურ შელფზე მომუშავე კომპანიები თავის საქმიანობას კომერციულ საფუძველზე ახორციელებენ“, – განაცხადა მინისტრმა. სწორედ ამის გამო სამეფო არ გააფორმებს კომპანიებთან ისეთ კონტრაქტებს, სადაც საბაზროზე დაბალი იქნება ფასი. ევროპული ...

Read More »

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 1-ელ სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და დემეტრე თავდადებულის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას. ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის  31 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  99.31  (-  5.78)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  91.64  ( –  5.37)  დოლარი/ბარელზე.

Read More »