Author Archives: admin

ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს

2022 წლის  27 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  84.78 (+0.86)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  80.46 (+0.90)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
აზერბაიჯანში განახლებადი ენერგიის ერა იწყება

ყირგიზეთი, საინვესტიციო პორტფელში განახლებადი ენერგიის წილის გაზრდას ცდილობს

ყირგიზეთი მიზნად ისახავს ენერგეტიკულ სისტემაში განახლებადი ენერგიის წილის გაზრდას და ღიაა უცხოური ინვესტიციებისთვის მცირე ჰესების მშენებლობაში. ამის შესახებ სააგენტო Anadolu-ს სააქციო საზოგადოება „ჩაკან ჰესის“ გენერალურმა დირექტორმა ნურლან სადიკოვმა განუცხადა. მისივე თქმით, ყირგიზეთს აქვს კვალიფიციური სამუშაო ძალა, კარგი სამუშაო გამოცდილება, ინფრასტრუქტურა და მდიდარი წყლის რესურსები ენერგეტიკის სექტორში. სადიკოვმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ბიშკეკი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მცირე ჰესების მშენებლობას ქვეყნის ...

Read More »

ზელენსკი: 9 მილიონი უკრაინელი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა

26 დეკემბრის მდგომარეობით, უკრაინის სხვადასხვა რეგიონში დაახლოებით 9 მილიონი ადამიან ელექტროენერგიის გარეშე რჩება, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ღამის ვიდეომიმართვაში. მისივე განმარტებით, გათიშვის რიცხვი და ხანგრძლივობა თანდათან მცირდება. „მადლობელი ვარ თითოეული ადამიანის, ვინც უზრუნველყო ეს შედეგი”, – განაცხადა ზელენსკიმ. „დღეს მე გავმართე სპეციალური შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ენერგეტიკის სექტორში და ინფრასტრუქტურაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვემზადებით მომავალი წლისთვის – და არამხოლოდ ზამთრის ...

Read More »
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

გაზსაცავის მშენებლობაზე მთავრობამ უარი განაცხადა და ახალ, უფრო იაფ პროექტს ამუშავებს

გაზსაცავის მშენებლობის საკითხი მთავრობისთვის აქტუალური არ არის. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ იმ ფორმით, როგორც პროექტის განხორციელება იგეგმებოდა, თანამედროვე სტანდარტისთვის მიუღებელია, რის გამოც გადაწყვეტილება კრიტიკას ნაკლებად იმსახურებს. გაზსაცავის ალტერნატივად ენერგეტიკოსების ნაწილი ტანკერს მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ანალოგიური სისტემა განვითარებულ ქვეყნებში მაღალ დოენზეა დანერგილი და ეს ჩვენს რეალობაში შეიძლება სამომავლოდ იქნას გათვალისწინებული. იმ ფონზე, როცა სახელმწიფოში ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად 200 მილიონი გამოიძებნა და ...

Read More »

რუმინეთი გახდება ევროკავშირის მეოთხე ქვეყანა, რომელიც აზერბაიჯანულ გაზს მიიღებს

რუმინეთი გახდება ევროკავშირის შემდეგი ქვეყანა, რომელიც აზერბაიჯანულ გაზს მიიღებს. „ამგვარად, ევროკავშირის უკვე ოთხი ქვეყანა მიიღებს „ლურჯ“ საწვავს აზერბაიჯანიდან“, –  ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა წლის შედეგების შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, წელს კიდევ უფრო გაიზარდა აზერბაიჯანის როლი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ამგვარად, 18 ივლისს აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ენერგეტიკის სექტორში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: გაზპრომის ირგვლივ მიზანმიმართული სპეკულაციები ხორციელდება

ირაკლი ღარიბაშვილი: გარემოს დაცვა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

გარემოს დაცვა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ამ მიმართულებით არაერთი რამ გაკეთდა და ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი გეგმები, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომავალშიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის აღდგენა. „რაც შეეხება გარემოს დაცვას, მოგეხსენებათ, რომ გარემოს დაცვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი მთავრობის, ამ მიმართულებით ...

Read More »

მაზუთის საცობმა შესაძლოა რუსეთის ნავთობმოპოვება დაასამაროს

2022–ის შედეგები რუსეთისთვის – რუსეთი ეკონომიკურ სუვერენიტეტს კარგავს. რესურსების უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა დღეს უკვე ვეღარ წყვეტს, ვის, რა და რა ფასად მიჰყიდოს. 2023 წელს ექსპორტის ვარდნის გამო სახელმწიფო ხაზინის დეფიციტი არა 2,9 ტრლნ რუბლი, არამედ 16% იქნება. ეს საშინელი „ხვრელია“, რომელიც სახელმწიფო ვალის მკვეთრ ზრდას გამოიწვევს. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იგორ ლეპსიცი რუსულ გამოცემა „ნოვაია იზვესტიასთან“ ინტერვიუში რუსეთის საექსპორტო დანაკარგების ...

Read More »

გიორგი ცუცქირიძე: გვეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, რომ გავხდეთ არა უბრალოდ ენერგეტიკული ჰაბი, არამედ თავად ენერგეტიკა გახდეს ეკონომიკური ზრდის მთავარი ხერხემალი

გვეძლევა უნიკალური და ძალიან პერსპექტიული შესაძლებლობა, რომ გავხდეთ არა უბრალოდ ენერგეტიკული ჰაბი, არამედ თავად ენერგეტიკა გახდეს ეკონომიკური ზრდის მთავარი ხერხემალი, – ამის შესახებ ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა. „ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ უბრალოდ კი არ გავატარებთ ენერგიას ევროკავშირში, არამედ შეგვეძლება, რომ ის აქ ვაწარმოოთ და გავყიდოთ“, – აღნიშნავს ექსპერტი. განახლებადი ენერგორესურსები საქართველოს – მთავრობა ქარის, მზისა და ჰიდროელექტროსადგურების განვითარებაზე ზრუნავს. 2023 ...

Read More »
მერია სახურავებზე მზის პანელების დამონტაჟების დაწყებას მომავალი წლიდან გეგმავს

ტოკიოში თითქმის ყველა საცხოვრებელზე მზის პანელების განთავსება სავალდებულო ხდება

იაპონიის დედაქალაქის ადგილობრივი ასამბლეის მიერ მიღებული რეგულაცია, ორმოცდაათ მსხვილ სამშენებლო ფირმას, 2,000 კვადრატულ მეტრამდე ფართობის სახლების განახლებადი ენერგიის პანელებით აღჭურვას ავალდებულებს. უწყების წარმომადგენლების განცხადებით, ახალი წესი ქალაქს მწვანე ენერგიაზე გადასვლაში დაეხმარება. „გარდა არსებული გლობალური კლიმატური კრიზისისა, ჩვენ რუსეთ-უკრაინის გახანგრძლივებული ომით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის წინაშეც ვდგავართ. შესაბამისად დასაკარგი დრო არ გვაქვს“, განაცხადა ადგილობრივი ასამბლეის წევრმა რისაკო ნარიკიომ. ტოკიო მსოფლიოს უდიდესი ქალაქია. ...

Read More »
ენერგოომბუდსმენი მრჩეველთა საკონსულტაციო ჯგუფს შექმნის

ენერგოომბუდსმენმა 2022 წელი შეაჯამა

ენერგოომბუდსმენის სამსახურმა შეაჯამა საქმიანობის შედეგად გატარებული ღონისძიებების 2022 წლის შუალედური მონაცემების სტატისტიკა. მიმდინარე წელს დამცველის სამსახურში საქმისწარმოება დაიწყო 1488 მოქალაქის წერილობითი განცხადების/საჩივრის საფუძველზე. დავებს შორის აგრეთვე არის ენერგოომბუდსმენის ინიცირებული საკითხები, რომლებზეც შედგა შესაბამისი ოქმი. სექტორების მიხედვით მომართვიანობა გადანაწილდა შემდეგნაირად: ელექტროენერგია – 942 განცხადება; წყალმომარაგება – 393 განცხადება; ბუნებრივი გაზი -153 განცხადება. დამცველის სამსახურის მიერ ენერგოკომპანიებში გაიგზავნა 1601 რეკომენდაცია, რომელთა საფუძველზე ...

Read More »