ენერგოომბუდსმენი მრჩეველთა საკონსულტაციო ჯგუფს შექმნის

ენერგოომბუდსმენმა 2022 წელი შეაჯამა

ენერგოომბუდსმენის სამსახურმა შეაჯამა საქმიანობის შედეგად გატარებული ღონისძიებების 2022 წლის შუალედური მონაცემების სტატისტიკა.
მიმდინარე წელს დამცველის სამსახურში საქმისწარმოება დაიწყო 1488 მოქალაქის წერილობითი განცხადების/საჩივრის საფუძველზე. დავებს შორის აგრეთვე არის ენერგოომბუდსმენის ინიცირებული საკითხები, რომლებზეც შედგა შესაბამისი ოქმი.
სექტორების მიხედვით მომართვიანობა გადანაწილდა შემდეგნაირად: ელექტროენერგია – 942 განცხადება; წყალმომარაგება – 393 განცხადება; ბუნებრივი გაზი -153 განცხადება.
დამცველის სამსახურის მიერ ენერგოკომპანიებში გაიგზავნა 1601 რეკომენდაცია, რომელთა საფუძველზე მომხმარებლებს დაუკორექტირდათ ზედმეტად ან უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები, რაც დაახლოვებით 101 ათასი ლარი შეადგინა.
ენერგოომბუდსმენმა აგრეთვე შუამდგომლობით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას 54 საქმეზე და ზეპირი მოსმენის გარეშე ყველა საკითხი მომხმარებელთა სასარგებლოდ დასრულდა. აღნიშნულ მოქალაქეებს სემეკის გადაწყვეტილებების საფუძველზე დაუკორექტირდათ ჯამში 145 ათას ლარამდე.
მოქალაქეთა მიმართვიანობა სოციალური ქსელშიც აქტიურად ფიქსირდება. გაწეული კონსულტაციების რაოდენობამ 12 ათასს მიაღწია.

Leave a Reply