
Author Archives: admin
აზერბაიჯანული ნავთობის ფასი გაიზარდა
აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,65 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 88,08 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).
Read More »Deloitte ეკონომიის მიზნით ოფისებში ტემპერატურას 2 გრადუსით ამცირებს
საკონსულტაციო და საბუღალტრო ფირმა Deloიtte დიდ ბრიტანეთში ეკონომიისა და ნახშირბადის ემისიის შემცირების მიზნით, ოფისებში 2 გრადუსით ამცირებს ტემპერატურას. კომპანიის განცხადებით მის ოფისებში, ტემპერატურის 2 გრადუსით შემცირება დეკემბერში 75,000 ფუნტის ეკონომიას მოიტანს. Deloitte-მა ბრიტანეთში 23000 თანამშრომელს განუცხადა, რომ მისი ოფისები ახლა 19-დან 22C-მდე გათბება. Financial Times-ის ინფორმაციით, Deloitte-მა ტემპერატურა შეამცირა ევროპის სხვა ოფისებშიც. წყარო: gbc.ge
Read More »ევროპაში გაზის ფასი 11%-ით შემცირდა
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 11%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 839,3 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის მოცულობა ...
Read More »ყაზახეთმა უზბეკეთში რუსული ნავთობის ტრანზიტის ტარიფი 11%-ით გაზარდა
ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის საინფორმაციო პორტალი Tengrinews ავრცელებს. ყაზახეთის საინფორმაციო პორტალ Tengrinews-ის თანახმად, სს „ყაზტრანსოილის“ გენერალური დირექტორის (გამგეობის თავმჯდომარის) 2022 წლის 27 დეკემბრის ბრძანებით, სს „ყაზტრანსოილის“ რუსული ნავთობის უზბეკეთში ტრანსპორტირების მომსახურების ტარიფი 1 ტონაზე 27,9 აშშ დოლარი (დღგ-ს გარეშე) გახდება. ახალი ტარიფი 2023 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება. ამჟამად მოქმედი ტარიფი, რომელიც 2018 წლის 1 იანვრიდანაა ძალაში, 1 ტონაზე 25,12 დოლარს ...
Read More »“გარემოს დაცვის მიმართულებით გარდამტეხ რეფორმებს ვახორციელებთ“ – ოთარ შამუგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გადაცემის „ბიზნესპარტნიორი“ ეთერში გარემოს დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე და პროექტებზე ისაუბრა. „ჩვენი მთავრობისთვის გარემოს დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვანი, გარდამტეხი რეფორმები დავიწყეთ. ეს ეხება როგორც ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაცვას, ისე სატყეო სექტორს, დაცული ტერიტორიების განვითარებას, ნარჩენების მართვას და ა.შ. თითოეული ამ მიმართულებით გვაქვს კონკრეტული შედეგები: მიღებული კანონები, რეგულაციები, ...
Read More »თურქეთში შენობებში განახლებადი ენერგიის გამოყენება სავალდებულო ხდება
თურქეთში 2023 წლის პირველი იანვრიდან გარკვეული ზომის შენობებში განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება სავალდებულო ხდება. მომავალი წლიდან ყველა შენობის მიერ გამოყენებული ენერგიიდან, რომელთა ჯამური სამშენებლო ფართი 5,000 კვადრატულ მეტრს აღემატება, მინიმუმ 5% განახლებადი ენერგიის წყაროებიდან უნდა იყოს გამომუშავებული. ცნობისთვის, თურქეთში ელექტროენერგიის დამონტაჟებული სრული სიმძლავრე 100 გიგავატზე მეტს შეადგენს, რომლის ნახევარზე მეტი განახლებადი ენერგიის წყაროები, მათ შორის წყალბადის, ქარის, მზისა და გეოთერმული ...
Read More »საწვავის ფასების მიმოხილვა ევროპის ქვეყნებში
“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” აქვეყნებს საწვავის ფასების მიმოხილვას ევროპის ქვეყნებში. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის საშუალო ფასი შემცირდა – 0,07 – 1,48 ევროთი/ლიტრაზე, ხოლო დიზელის საწვავის საშუალო ფასი შემცირდა – 0.07 – 1,58 ევროთი/ლიტრაზე. ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ფინეთში, ნორვეგიაში და ისლანდიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. 30 დეკემბრის მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,92 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 2.05 ევროს, დიზელის ...
Read More »2021 წელს საფრანგეთმა ევროკავშირის ბირთვული ენერგიის 52% აწარმოვა
2021 წელს საფრანგეთმა ევროკავშირის მთლიანი ბირთვული ენერგიის 52% აწარმოვა, ევროკავშირში ბირთვული ენერგიის მწარმოებელმა დანარჩენმა 12-მა ქვეყანამ – 48%-ი. ინფორმაციას ევროსტატი აქვეყნებს. 2021 წელს, ევროკავშირის ატომური ელექტროენერგიის მწარმოებელმა 13-მა ქვეყანამ 731 701 გვატ.სთ ბირთვული ელექტროენერგია აწარმოვა. ეს ციფრი 2020 წლის მონაცემებს 7%-ით აღემატება. ევროსტატის მონაცემებით, 2021 წელს ატომური ელექტროენერგიის უმსხვილესი მწარმოებლები იყვნენ: საფრანგეთი, რომელმაც ევროკავშირის მთლიანი ბირთვული ენერგიის წარმოების 52%, 379 ...
Read More »კლიჩკო: უკრაინელები ფიქრობენ, რომ გათბობის გარეშე ყოფნა უკეთესია, ვიდრე დანებება
“რუსებს დეპრესიის მოტანა სურთ განსაკუთრებით ახლა, შობის დღესასწაულზე, ახალ წელს. რუსები მიზნად ისახავენ, რომ შავ დროში გადაგვაგდონ, უშუქოდ, გათბობის გარეშე. მაგრამ უკრაინელი ხალხი ძალიან გაბრაზებულია და ფიქრობს, რომ ელექტროენერგიის და გათბობის გარეშე ყოფნა უკეთესია, ვიდრე დანებება.” განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.
Read More »